ლევ ტროცკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 97 interwiki links, now provided by Wikidata on d:q33391 (translate me)
fixing dead links
ხაზი 15: ხაზი 15:
* [http://www.havanatimes.org/?p=6621 Trotsky in Havana]
* [http://www.havanatimes.org/?p=6621 Trotsky in Havana]
* [http://www.marxist.com/65-years-trotsky-death220805-6.htm 65 years since Trotsky's Death]
* [http://www.marxist.com/65-years-trotsky-death220805-6.htm 65 years since Trotsky's Death]
* [http://foia.fbi.gov/foiaindex/trotsky.htm FBI records relating to Trotsky's murder]
* [http://web.archive.org/20040810034356/foia.fbi.gov/foiaindex/trotsky.htm FBI records relating to Trotsky's murder]
* [http://www.guardian.co.uk/russia/article/0,2763,1507575,00.html 'Ice-pick that killed Trotsky' found in Mexico]
* [http://www.guardian.co.uk/russia/article/0,2763,1507575,00.html 'Ice-pick that killed Trotsky' found in Mexico]
* [http://www.internationalviewpoint.org/article.php3?id_article=352 Dossier on Trotsky]
* [http://www.internationalviewpoint.org/article.php3?id_article=352 Dossier on Trotsky]

22:21, 22 იანვარი 2014-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტროცკი (მრავალმნიშვნელოვანი).
ლევ ტროცკი

ლევ ტროცკი (რუს. Лев Давидович Троцкий; დ. 26 ოქტომბერი/7 ნოემბერი, 1879, იანოვკა, უკრაინა — გ. 21 აგვისტო, 1940, მეხიკო, მექსიკა), დაბ. ლევ დავიდოვიჩ ბრონშტეინი (Лев Давидович Бронштейн) — საბჭოთა მარქსისტი რევოლუციონერი და თეორეტიკოსი, პოლიტიკოსი, წითელი არმიის დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი.

ტროცკი თავდაპირველად რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკური ფრაქციის მხარდამჭერი იყო. 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე ტროცკიმ ბოლშევიკების ბანაკში გადაინაცვლა და პარტიის ლიდერი გახდა. საბჭოთა კავშირის დაარსების შემდეგ გახდა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი, მოგვიანებით კი წითელი არმიის დამფუძნებელი, მისი მეთაური და ომის სახალხო კომისარი. ასევე პოლიტბიუროს დამფუძნებელი წევრი.

1920-იან წლებში სტალინთან პოლიტიკური უთანხმოების გამო ტროცკი კომუნისტური პარტიიდან გარიცხეს და საბჭოთა კავშირიდან გააძევეს. ემიგრაციაში ტროცკი განაგრძობდა სტალინის კრიტიკას. მოგვიანებით მეხიკოში ყოფნისას მოკლულ იქნა საბჭოთა აგენტის რამონ მერკადერის მიერ ყინულის სატეხი ცულით. ტროცკის იდეები ტროცკიზმის კომუნისტური თეორიის ბაზისია და ტროცკიზმი დღემდე რჩება კომუნისტური იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ სკოლად, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსხვავდება სხვა მარქსისტული პოლიტიკით გამსჭვალული სტალინისა და მაო ძედუნის თეორიებისგან.

ბიოგრაფია 1917 წლის რევოლუციამდე

ტროცკი დაიბადა იანოვკაში, უკრაინის ხერსონის პროვინციაში, უახლოესი საფოსტო განყოფილებიდან 25 კმ-ში მდებარე მცირერიცხოვან სოფელში. ის მეხუთე შვილი იყო შეძლებული, თუმცა გაუნათლებელი ებრაელი ფერმერების დავიდ და ანა ბრონშტეინების ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ ეთნიკურად ებრაელი იყო, ოჯახი არარელიგიური იყო და შინ რუსულად და უკრაინულად საუბრობდნენ იდიშის ნაცვლად. ტროცკის უმცროსი და, ოლღა, მოგვიანებით ცოლად ლევ კამენევს, წამყვან ბოლშევიკს გაჰყვა.

ცხრა წლის ასაკში ტროცკი მამამ ოდესაში გაგზავნა განათლების მისაღებად. აქ ის ისტორიულად გერმანულ სკოლაში სწავლობდა, თუმცა მთავრობის ძლიერი რუსიფიკაციის პოლიტიკის გამო სკოლა დღითიდღე რუსიფიცირებული ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგი მოსწავლე იყო, ტროცკიმ ბავშვობაშივე გამოავლინა შეურიგებელი ხასიათი და მეორე კლასში არაპოპულარული მასწავლებლის წინააღმდეგ ამბოხი მოაწყო. თუმცა ტროცკის პოლიტიკისადმი ინტერესი სწავლის ბოლო წელს ნიკოლაევში (ამჟ. მიკოლაივ) გადასვლამდე არ გამოუმჟღავნებია.

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA თარგი:Link GA