ეპირი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ეპირი''' ([[ძველი ბერძნული ენა|ძვ. ბერძნ]]. Ἤπειρος, [[ბერძნული ენა|ბერძნ]]. Ήπειρος) — ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი [[საბერძნეთი]]ს ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში. აკრავს [[იონიის ზღვა]]. ფართობი 9203 კმ², მოსახლეობა 358 698 კაცი ([[2005]] წ.). წარმოადგენს ქვეყნის ჩრდილოეთ-დასავლეთ პერიფერიას, გეოგრაფიულ ერთეულსა და რაიონს.
 
მოიცავს [[არტა (ნომი)|არტის]], [[პრევეზა (ნომი)|პრევეზის]], [[თესპროტია|თესპროტიისა]] და [[იანინა (ნომი)|იანინის]] ნომებს. მთავარი ქალაქია [[იანინა]]. ეპირის ზედაპირი მთიანია (მაქსიმალური სიმაღლე 2637 მ, მთა [[პინდოსიზმოლიკასი]]). სამხრეთ სანაპიროზე ამბრაკიის ვაკეა. ჰავა და მცენარეულობა ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა.
 
ძველი ბერძნები ეპირს საერთოდ [[კონტინენტი|კონტინენტს]] უწოდებდნენ, თანდათანობით ამ სიტყვამ დაკარგა თავისი მნიშვნელობა და საბოლოოდ ჩრდილოეთ საბერძნეთის დასავლეთ ოლქს ეწოდა, ეპირი ძველთაგანვე ბერძნული წარმოშობის ტომებით ყოფილა დასახლებული, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩრდილოეთ ტომების შემოსევების შედეგად ისინი სამხრეთით გადასახლებულან, აქ კი ილირიელების მონათესავე ტომები დამკვიდრებულან. ისტორიულ ხანაში ეპირში სახლობდნენ ქაონები, თესპროტები, მოლოსები. ძველი წელთაღრიცხვის [[VIII საუკუნეშისაუკუნე]]ში ეპირის ტერიტორიაზე კოლონიებს აარსებს [[კორინთი]].
 
ძველი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში მოლოსების მეფე პიროსმა ეპირში ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება შექმნა. ძველი წელთაღრიცხვის 198 წ. ეპირი მაკედონიის შემადგენლობაში შევიდა, ძვ. წ. 146 რომმა დაიპყრო. ავგუსტუსმა აქციუმთან გამარჯვების აღსანიშნავად ეპირში ქალაქი [[ნიკოპოლისი]] დააარსა.

სანავიგაციო მენიუ