მოლასები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(Script) File renamed: File:114111-JW5-Aachtobel.jpgFile:D-BW - Aachtobel - Molassefelsen.jpg File renaming criterion #2: Change from completely meaningless names into suitable names, according...
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:114111-JW5-Aachtobel.jpg|მინი|მარჯვნივ|280პქ|მოლასების გაშიშვლება ([[გერმანია]])]]
[[ფაილი:D-BW - Aachtobel - Molassefelsen.jpg|მინი|მარჯვნივ|280პქ|მოლასების გაშიშვლება ([[გერმანია]])]]
'''მოლასები''' ({{lang-fr|mollasse}}) — ზღვიური ქანების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს [[კონგლომერატი (გეოლოგია)|კონგლომერატების]], [[ქვიშაქვა|ქვიშაქვების]], [[ალევროლითი|ალევროლითების]], [[თიხა|თიხების]], ზოგჯერ [[კირქვა|კირქვებისა]] და [[მერგელი|მერგელების]], ჩვეულებრივ, დიდი სისქის კომპლექსს. მოლასების ჩამოყალიბება ნაოჭა სისტემების განვითარების ოროგენულ ეტაპს ემთხვევა და სივრცობრივად მთისწინა და მთათაშუა როფებთანაა დაკავშირებული. მოლასების გავრცელების კლასიკური ადგილია [[ალპები]], სადაც ისინი პირველად გამოყვეს. განარჩევენ ''ქვედა'' ('''''წმინდა''''') და ''ზედა'' ('''''უხეშ''''') მოლასებს, რომლებიც მთათწარმოშობის ქვეეტაპებს შეეესაბამება. ხშირ შემთხვევაში მოლასების სიმძლავრე აღწევს 2-3 კმ-ს.

18:55, 8 იანვარი 2014-ის ვერსია

მოლასების გაშიშვლება (გერმანია)

მოლასები (ფრანგ. mollasse) — ზღვიური ქანების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს კონგლომერატების, ქვიშაქვების, ალევროლითების, თიხების, ზოგჯერ კირქვებისა და მერგელების, ჩვეულებრივ, დიდი სისქის კომპლექსს. მოლასების ჩამოყალიბება ნაოჭა სისტემების განვითარების ოროგენულ ეტაპს ემთხვევა და სივრცობრივად მთისწინა და მთათაშუა როფებთანაა დაკავშირებული. მოლასების გავრცელების კლასიკური ადგილია ალპები, სადაც ისინი პირველად გამოყვეს. განარჩევენ ქვედა (წმინდა) და ზედა (უხეშ) მოლასებს, რომლებიც მთათწარმოშობის ქვეეტაპებს შეეესაბამება. ხშირ შემთხვევაში მოლასების სიმძლავრე აღწევს 2-3 კმ-ს.

ქვედა მოლასები — უმეტესად ზღვიურია (მაგ., საქართველოს ოლიგოცენ-ქვედამიოცენური მოლასები), წარმოადგენს ქვიშაქვებსა და თიხებს, რომლებშიც ხშირად არის კირქვებისა და მერგელების შუაშრეები;

ზედა მოლასები — უმეტესად კონტინენტურია (მაგ., საქართველოს პლიოცენური მოლასები), წარმოადგენს უხეშ ქვიშაქვებსა და თიხებს, რომლებშიც არის კონგლომერატ-ბრექჩიების სქელი შრეები, რაც სწრაფად მზარდი, უკვე ძლიერ ამაღლებული მთების ნგრევის შედეგია. ტიპური მოლასები ცნობილია პალეოზოური ერის დასაწყისიდან. მოლასებთან დაკავშირებულია ქვანახშირის, ნავთობის, ბუნებრივი აირის, მარილების, სპილენძიანი ქვიშაქვებისა და სხვა საბადოები.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა