ასო (ნიშანი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17: ხაზი 17:
[[კატეგორია:ტიპოგრაფია]]
[[კატეგორია:ტიპოგრაფია]]
[[კატეგორია:ანბანური დამწერლობები]]
[[კატეგორია:ანბანური დამწერლობები]]
[[კატეგორია:კონსონანტური დამწერლობები]]


[[it:Lettera (alfabeto)]]
[[it:Lettera (alfabeto)]]

15:59, 5 იანვარი 2014-ის ვერსია

ასო — ანბანური და კონსონანტური დამწერლობის სისტემის შემადგენელი ნაწილი და წერილობითი ნიშანი, გრაფემა, რომელიც სხვა ნიშნებთან ერთად ან ცალკე იხმარება ფონემის, მისი ძირითადი ვარიანტის ან მათს თანამიმდევრობათა გადმოსაცემად[1]. თანამედროვე ქართულ დამწერლობაში, თითოეული ასო გადმოსცემს მხოლოდ ერთ ფონემას; თუმცა სხვა დამწერლობების შემთხვევაში, ზოგჯერ, ერთი ასო გადმოსცემს ორ ან მეტ ფონემას(მაგ., ლათინურში x = /ks/, ბერძნულში Ψ = /ps/) და პირიქით — ერთზე მეტი ასო აღნიშნავს ერთ ფონემას (მაგ., ინგლისური sh=/š/, გერმანული sch=/š/, ფრანგული eau=/o/, პოლონური sz=/š/, cr=/č'/ და სხვ.).

სხვადასხვა ენაში, ერთი და იგივე ასო, ზოგჯერ, იმისდა მიხედვით, თუ რა გარემოცვაში იხმარება, გამოყენებულია სხვადასხვა ფონემის აღსანიშნად. მაგალითად, ინგლისური o იხმარება /ow/, /a/, /ə/, /ɔ/ ბგერების გადმოსაცემად, s გადმოსცემს /s/ და /z/ ბგერებს; რუსული o /a/-სა და /o/-ს და სხვა.

არის შემთხვევები, როდესაც ასო იხმარება მეზობელი ბგერის თვისების აღსანიშნმად (მაგალითად ь რუსულში არბილებს მომდევნო თანხმოვანს). ზოგიერთ შემთხვევაში ასოებს დაკარგული აქვს პირვანდელი ფუნქცია და მხოლოდ ტრადიციით არის შენახული ორთოგრაფიაში. მაგალითად, ფრანგულ სიტყვაში „pomme“ (=/pom/) ბოლოკიდური e არ იკითხება, ისევე როგორც ინგლისურ სიტყვაში „duke“ (=/dju:k/)[1].

ზოგიერთ დამწერლობაში, იმის მიხედვით, თუ რა ადგილი უჭირავს ასოს სიტყვაში, მას აქვს მოხაზულობის რამდენიმე ვარიანტი (ალოგრაფები), ე.ი. ერთი და იგივე ასო სხვადასხვაგვარად იწერება. მაგალითად, არაბული ق (იზოლირებული) და ـقـ (შუაში) გადმოსცემენ /q/ ბგერას და სხვა.


იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 637.