ალუბალი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 12: ხაზი 12:
| ქვეგვარი = ალუბალი
| ქვეგვარი = ალუბალი
| სახეობა =
| სახეობა =
| ლათ =Prunus cerasus Cerasus vulgaris
| ლათ =Prunus cerasus <br />Cerasus vulgaris<small>''(ძვ.)''</small>
| ვიკისახეობები =
| ვიკისახეობები =
| commons =
| commons =

22:07, 28 დეკემბერი 2013-ის ვერსია

ალუბალი

ალუბლის ხის ყვავილობა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  Prunus
ქვეგვარი:  ალუბალი
ლათინური სახელი
Prunus cerasus
Cerasus vulgaris(ძვ.)

ალუბალი (ლათ. Prunus cerasus) — მერქნიანი მცენარე ვარდისებრთა ოჯახის კურკოვანთა გვარის. აქვს მორიგეობით განლაგებული ფოთლები, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები, შეკრებილი ქოლგა ყვავილედებად. ნაყოფი წვნიანია, კურკიანა.

ალუბალი ყინვაგამძლეა, ადრემსხმოიარე (მოსავსლა იძლევა დარგვიდან მესამე-მეოთხე წელს). ყოველწლიურად მაღალმოსავლიანი (დაახლოებით 10 ტ ჰა-ზე). ალუბლის ნაყოფი გემრიელია, შეიცავს 7,3-17,5% შაქარს, 0,8-2,4% მჯავას, 0,15-0,88% მთრიმლავ ნივთიერებას. იყენებენ ნედლად და გადამუშავებულს (მურაბა, ჯემი, კომპოტი, ნაყენი, საკონდიტრო ნაწარმი). ალუბალი გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ბევრ ქვეყანაში. საქართველოში გვხვდება ზღვის დონიდან 1600 მ-მდე. ვარაუდობენ, რომ ალუბალი წარმოიშვა ბლისა და ქონდარა ბალამწარას ბუნებრივი შეჯვარებით. კულტურის ფორმებში განასხვავებენ 2 ჯგუფს — ბუჩქოვანსა და ხისებრს. ბუჩქოვანთა ნაყოფი მუქი ფერისაა, თითქმის შავი (ასეთ ნაყოფს მორელი ანუ გრიოტი ეწოდება). ცნობილია მათი გავრცელებული ჯიშები — ვლადიმირისა, ლიუბსკაია და სხვა. საქართველოში კულტივირებულია ესპანურა, ვლადიმირისა და ლიუბსკაია. დარაიონებულია — ქართული ალუბალი და პოდბელსკი.

ალუბალს ამრავლებენ თესლით, ფესვის ამონაყარითა და საძირეზე მყნობით. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულსა და თიხნარ ნიადაგზე. ალუბლის მავნებლებია: ალუბლის ხერხია, ალუბლის ხვატარი, ალუბლის ბუზი. დაავადებებია: ნაყოფის სიდამპლე, კლასტეროსპორიოზი, ვერტიცილიოზი.

ლიტერატურა

  • ერისთავი ე., ქსე, ტ. 1, გვ. 337, თბ., 1975