მარკო როისი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 167: ხაზი 167:


== ტიტულები ==
== ტიტულები ==
=== კლუბი ===
; როტ ვეის ალენი
*გერმანიის რეგიონალ–ლიგა: [[2007–08 Fußball-Regionalliga|2007-08]]

; [[დორტმუნდის ბორუსია]]
*გერმანიის სუპერ–თასი: [[2013 DFL-Supercup|2013]]
*[[უეფა–ს ჩემპიონთა ლიგა]] ფინალისტი: [[2012–13 UEFA Champions League|2012–13]]

=== ინდივიდუალური ===
=== ინდივიდუალური ===
*[[გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი]]: 2012
*[[გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელი]]: 2012

03:21, 5 ნოემბერი 2013-ის ვერსია

მარკო როისი
Marco Reus
მარკო როისი გერმანიის ნაკრებში 2012 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
მარკო როისი
დაბადების
თარიღი
31 მაისი, 1989 (1989-05-31) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
დორტმუნდი, დასავლეთ გერმანია
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
გარემარბი/თავდამსხმელი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბორუსია დორტმუნდი
ნომერი 11
ახალგაზრდული კარიერა
1994–1996 პოსტ სვ დორტმუნდი
1996-2006 ბორუსია დორტმუნდი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2008 როტ ვეის ალენი II
2008–2009 როტ ვეის ალენი 43 (5)
2009–2012 ბორუსია მენხენგლადბახი 97 (36)
2012– ბორუსია დორტმუნდი 32 (14)
ეროვნული ნაკრები
2009 გერმანია U21 2 (0)
2011– გერმანია 15 (7)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

მარკო როისი (გერმ. Marco Reus) — გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელი. დაიბადა 1989 წლის 31 მაისს დორტმუნდში. სახელი გაითქვა ბორუსია მიუნხენგლადბახში ასპარეზობით. 2012 წელს დაასახელეს გერმანიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.

დორტმუნდის ბორუსია

2012 წლის 4 იანვარს მარკო როისმა ხელი მოაწერა 5 წლიან კონტრაქტს თავის ყოფილ კლუბ დორტმუნდის ბორუსიასთან 17.1 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რომელიც მას ავალდებულებს ბორუსიაში თამაშს 2017 წლის ივლისამდე. როისი თავის ტრანსფერს შემდეგნაირად აფასებდა: "მე მივიღე გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს კარიერას წინ წაწევს. მე გადავედი კლუბში, რომელსაც შეუძლია ჩემპიონატის მოგება და საშუალებას მომცემს ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობისა". როისი ოფიციალურად დორტმუნდს 2012 წლის 1 ივლისს შეუერთდა.

როისის ბუნდესლიგური დებიუტი დორტმუნდის ბორუსიას შემადგენლობაში 2012 წლის 24 აგვისტოს შედგა ბრემენის ვერდერის წინააღმდეგ, სადაც მარკომ ანგარიში გახსნა, მატჩი კი 2-1 დორტმუნდელთა სასარგებლოდ დასრულდა. იმავე წლის 29 სექტემბერს მარკო და მისი დორტმუნდი თავის ყოფილ კლუბს - მიონხენგლადბახის ბორუსიას დაუპირისპირდა, მატჩი 5-0 დასრულდა დორტმუნდელთა სასარგებლოდ, სადაც მარკომ დუბლით გამოიჩინა თავი. მარკო როისის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში 3 ოქტომბერს შედგა სტუმრად მანჩესტერში ადგილობრივი სიტის წინააღმდეგ, სადაც მარკომ ანგარიში გახსნა, მატჩი კი ფრედ 1-1 დასრულდა. 6 ნოემბერს როისმა შემდეგ გერმანიის ჩემპიონთა რიგებში გოლი ბერნაბეუზეც გაიტანა მადრიდის რეალის წინააღმდეგ, მატჩი ფრედ 2-2 დასრულდა. 21 ნოემბერს შემდგომი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე მარკომ სტუმრად ამსტერდამის აიაქსს გაუტანა, დორტმუნდელებმა იმ მატჩში 4-1 იმარჯვეს და "პლეიოფში" D ჯგუფის გამარჯვებულების რანგში გავიდნენ.

2013 წლის 16 თებერვალს მარკომ თავისი პირველი "ჰეთ-თრიკი" განახორციელა დორტმუნდის ბორუსიას შემადგენლობაში ფრანკფურტის აინტრახტის წინააღმდეგ. 11 მაისს მარკო ორ ბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაში დაეხმარა თავის კლუბს და "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ ორი გოლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე. 2013 წლის 9 აპრილს მარკომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ მატჩში 1/4 ფინალურ ეტაპზე ესპანური მალაგას წინააღმდეგ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა, დორტმუნდელებს ნულოვანი ფრის გარდა მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ხელს. მარკომ ულამაზესი საგოლე გადაცემა და გოლი მიითვალა საკუთარ ანგარიშზე. 24 და 30 აპრილს დორტმუნდელები 1/2 ფინალურ ეტაპზე "სამეფო კლუბს" მადრიდის რეალს დაუპირისპირდნენ. დორტმუნდელთა წარმატებაში უდიდესი როლი მარკომ ითამაშა. 25 მაისს იურგენ კლოპის შეგირდები ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდნენ. სამწუხაროდ დორტმუნდელები არიენ რობენის მიერ 89 წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1–2 დამარცხდნენ, დორტმუნდელთაგან გამათანაბრებელი გოლი თერთმეტმეტრიანით ილქაი გიუნდოგანმა გაიტანა. თერთმეტმეტრიანის დანიშვნა კი მარკო როისზე დანტეს მიერ წესების დარღვევას მოყვა. მარკო როისი უდავოდ გუნდის გამორჩეული ფეხბურთელია თავისი სათამაშო მანერითა და საფეხბურთო ინტელექტით.

საერთაშორისო კარიერა

2009 წლის 11 აგვისტოს მარკო როისს ჰქონდა სადებიუტო მატჩი გერმანიის 21 წლამდელთა ნაკრებში, როდესაც მისი თანამემამულე თანატოლები ამხანაგურად გაეჯიბრნენ თურქეთის ნაკრებს. 2010 წლის 6 მაისს ის პირველად გამოიძახეს ეროვნულ ნაკრებში ამხანაგურ მატჩში მალტის ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 14 მაისს უნდა გაიმართა. 2010 წლის 11 მაისს ის მოიხსნა წინასამატჩო შეკრებიდან, რადგან უკანასკნელ საბუნდესლიგო მატჩში |ლევერკუზენი|ს წინააღმდეგ მიღებული ფეხის ტრავმა გაუმიზეზდა. 2011 წლის 7 ოქტომბერს მას ჰქონდა დებიუტი ამჯერადაც თურქეთის ნაკრებთან. მარკომ თავისი პირველი სანაკრებო გოლი გაიტანა 2012 წლის 26 მაისს ამხანაგურ მატჩში შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ, სადაც ისინი დამარცხდნენ 3-5. იმავე წლის 22 ივნისს, მან თავისი გოლი გაიტანა ევრო 2012-ის 1/4 ფინალურ მატჩში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ, სადაც ის პირველად ჩაერთო ტურნირში. 2013 წლის 26 მარტს როისი თავისი ორი გოლით დაეხმარა გერმანიის ნაკრებს ყაზახეთის ნაკრების დამარცხებაში.

კარიერის სტატისტიკა

განახლდა: 4 ნოემბერი 2013.[1]
კლუბი სეზონი ლიგა თასი ევროპა ჯამი
როტ ვეის ალენი 2007–08 17 1 0 0 - 17 1
2008–09 27 4 1 0 - 28 4
ჯამი 44 5 1 0 45 5
მიონხენგლადბახის ბორუსია 2009–10 33 8 2 0 - 35 8
2010–11 34 11 3 1 - 37 12
2011–12 32 18 5 3 - 37 21
ჯამი 99 37 10 4 109 41
დორტმუნდის ბორუსია 2012–13 32 14 3 1 12 4 47 19
2013–14 11 6 2 2 2 1 15 9
ჯამი 43 20 5 3 15 5 61 28
კარიერაში ჯამი 186 60 16 7 15 5 215 73

ეროვნული ნაკრები

გერმანიის ნაკრები
წელი თამაში გოლი
2011 2 0
2012 11 5
2013 3 2
ჯამი 16 7

საერთაშორისო გოლები

გოლი თარიღი ადგილი მოწინააღმდეგე გოლი შედეგი შეჯიბრი
1. 26 მაისი, 2012 სტ. იაკობ-პარკი, ბაზელი, შვეიცარია შვეიცარიის დროშა შვეიცარია 3–4 3–5 ამხანაგური
2. 22 ივნისი, 2012 პგე არენა გდანსკი, გდანსკი, პოლონეთი საბერძნეთის დროშა საბერძნეთი 4–1 4–2 ევრო 2012
3. 11 სექტემბერი, 2012 ერნსტ-ჰაპელ შტადიონი, ვენა, ავსტრია ავსტრიის დროშა ავსტრია 1–0 2–1 მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევი კვალიფიკაცია
4. 12 ოქტომბერი, 2012 ავივა სტედიუმი, დუბლინი, ირლანდია ირლანდიის დროშა ირლანდია 1–0 6–1 მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევის კვალიფიკაცია
5. 2–0
6. 26 მარტი, 2013 ფრანკენშტადიონი, ნიურნბერგი, გერმანია ყაზახეთის დროშა ყაზახეთი 1–0 4–1 მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევის კვალიფიკაცია
7. 4–3

ტიტულები

კლუბი

როტ ვეის ალენი
  • გერმანიის რეგიონალ–ლიგა: 2007-08
დორტმუნდის ბორუსია

ინდივიდუალური

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Marco Reus. ESPN Soccernet. ციტირების თარიღი: 26 April 2013.