კაკალი: განსხვავება გადახედვებს შორის
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
მ (Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q46871) |
|||
| ncbi =
}}
'''კაკალი''', ''ნიგვზის ხე'' ([[ლათ.]] Juglans regia) — ფოთოლმცვივანი ხე [[კაკლისებრნი|კაკლისებრთა]] ოჯახისა. მისი სიმაღლე 20—30 მ აღწევს, დიამეტრი 1,5 მ.
[[საქართველო]]ში ველური კაკლის ყველაზე დიდი კორომია მდინარე [[ალაზანი|ალაზნის]] ნაპირებზე — [[პანკისის ხეობა]]ში (10 ჰა) და [[ჯუმას ყურე]]ში (ალაზნის ველის ჭალაში, 40 ჰა). კაკალი სინათლისა და სითბოს მოყვარულია. მაღალ მთებში (1500 მ-ზე ზევით) სიცივე აზიანებს, უძლებს 20-22°C-მდე ყინვას. საკმაოდ გვალვაგამძლეა. ვერ ეგუება ჭარბტენიან და ეწერ ნიადაგს. კარგად ზარობს ნოყიერ [[ნიადაგი|ნიადაგზე]], თიხნარ-კირნარზე. ყვავილობს ფოთლის გაშლასთან ერთად, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში. ნაყოფმსხმოიარეა 12 წლიდან 200 წლამდე. მოსავლიანი ხე — 100-200 კგ ნაყოფს იძლევა. მძლავრი ფესვთა სისტემა აქვს. მისი [[მერქანი]] (მეტადრე ნუჟრები) ძვირფასი საავეჯე მასალაა. კაკლის გული შეიცავს ცხიმებს (45-77%), ცილებს (8-21%), B<sub>1</sub> ვიტამინსა და A პროვიტამინს. მკვახე ნაყოფი მდიდარია C ვიტამინით, მისგან მურაბას ამზადებენ მწიფე კაკლის გულისაგან — ნიგვზისაგან — ხდიან ზეთს და ხმარობენ საკონდიტრო წარმოებაში. წენგოსაგან ამზადებენ ყავისფერ საღებავს. ფოთლები და წენგო იხმარება [[მედიცინა]]ში. კაკალი კარგი საჩრდილობელი ხეა.
|