დანდალოს ხიდი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ added Category:საქართველოს ხიდები using HotCat |
|||
ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:საქართველოს ხიდები]] |
[[კატეგორია:საქართველოს ხიდები]] |
||
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]] |
04:38, 22 ოქტომბერი 2013-ის ვერსია
დანდალოს ხიდი — შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი მდინარე აჭარისწყალზე. მდებარეობს სოფელ დანდალოს მახლობლად, შავი ზღვის სანაპიროდან ახალციხეში მიმავალ ძველ დიდ მაგისტრალზე. რუსეთის ხელისუფლებამ აქ ბათუმი–ახალციხის მაგისტრალი გაიყვანა და ძველი ხიდის გვერდით ააშენა დიდი რკინის ხიდი (ამჟამად გაუქმებულია და მის ქვემოთ 300 მეტრში აგებულია ახალი ხიდი). დანდალოს ძველი ხიდი ქართული სახიდე-სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლია.
მდინარეზე გადასული მსუბუქი და თხელი მალის სიგრძეა დაახლოებით 20 მეტრი, სიგანე – 3,3 მეტრი, ხიდის სიმაღლე თაღის ზედამდე – 14 მ. ნაგებია ადგილობრივი კირქვითა და კირის დუღაბით. ორივე ბურჯი დადგმულია კლდეზე, რაც მას ძირის გამორეცხვისაგან იცავს. ხიდი მოქმედია.
ხიდს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- სიხარულიძე ი., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 308.
- კვეზერელი-კოპაძე ნ. საქართველოს ძველი ხიდები, თბ., 1972