არმაზის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 16: ხაზი 16:


[[კატეგორია:მცხეთა-მთიანეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:მცხეთა-მთიანეთის მხარის ხუროთმოძღვრების ძეგლები]]
[[კატეგორია:ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლები]]

12:31, 2 სექტემბერი 2013-ის ვერსია

ტერმინს „არმაზი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არმაზი.

არმაზი მცხეთისა, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ღვთისშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი მცხეთიდან 1,5 კმ-ზე, არმაზისხევში. მთავარი ნაგებობაა დარბაზული ეკლესიაა, რომელმაც ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. ეკვდერის კარისთავის ასომთავრული წარწერის მიხედვით (დაცულია საქართველოს ისტორიის მუზეუმში), ეკლესია აშენებულია 1150-1178 წლებს შორის, დასავლეთიდან მას ეკვრის შეისრულთაღიანი კარიბჭე, ჩრდილოეთ მხარეს ეკვდერი და მცირე ზომის საძვალის მსგავსი სადგომია. კომპლექსი ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. ეკლესიასა და კარიბჭეში შემორჩენილია XII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები. ეკლესიის დასავლეთით მდებარე სამრეკლო XVI-XVII საუკუნეებს განეკუთვნება. აქვეა შუა საუკუნეების გალავნისა და სენაკების ნანგრევები.

არმაზის ციხე

არმაზის ციხის ნანგრევები

არმაზის ციხე - არმაზის ციხე, ქალაქ მცხეთის რკინიგზის სადგურიდან 3-4 კილომეტრშია. არმაზისხევის პიტიახშთა სასახლის ნაშთებიდან არის გადასასვლელი ბილიკი არმაზისკენ. ციხემდე გვხვდება არმაზის ღვთისმშობლის მონასტერი (იხილეთ ზემოთ), რომლიდანაც წყაროს ზევით მიდის ბილიკი მთავარ ციხემდე. ის ერთ-ერთ მაღალ მთაზე არის აშენებული. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან. ძლიერ დაზიანებულია, თუმცა კოშკი უკეთაა გადარჩენილი. კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილშია. მას გეგმაში კუთხეებმომრგვალებული სამკუთხედის ფორმა აქვს. სართულშუა გადახურვები ჩაქცეულია. პირველი სართული ყრუა, ხოლო მეორე სართულის დონეზე სარკმლებია გადარჩენილი. მესამე სართულიდან მხოლოდ კედლის ქვედა ნაწილია გადარჩენილი.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 575, თბ., 1975
  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 234, თბ., 1990
  • მცხეთა, სერიიდან: საქართველოს ძველი ქალაქები, გვ. 93, თბ., 2000 ISBN 99928-0-030-5

სქოლიო