არაბთა სახალიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
 
== აბასიანების ხალიფები (750-1258) ==
{{მთავარი|აბასიანთა სახალიფო|აბასიანები}}
[[ფაილი:Abbasids850.png|300პქ|მინი|აბასიანების სახალიფო 850 წელს.]]
აბასიანთა სახალიფოს პოლიტიკურ ასპარეზზე ირანელი და შუააზიელი ფეოდალები დაწინაურდნენ. ახალ ბაზაზე იქნა გამოყენებული [[სასანიანთა იმპერია|სასანიანთა]] ირანის ტრადიციები: პოლიტიკური ინსტიტუტები, ადმინისტრაციულ-ფინანსური სტრუქტურა, მრავალრიცხოვანი უწყება-დაწესებულებები. აბასიანთა გამარჯვების შედეგებმა გამოხატულება რელიგიის სფეროშიც პოვა. წაიშალა ზღვარი არაბ და არაარაბ მუსლიმანებს შორის. არაარაბი ფეოდალები ხალისით იღებდნენ [[ისლამი|ისლამს]], რადგან ისლამი ფეოდალური საზოგადოების იდეოლოგიად იქცა და კლასობრივი ბატონობის იარაღად იქცა. შეიცვალა ექსპლუატაციის ფორმები. ხარკისა და ნადავლის ნაცვლად, ახლა ასეთად მიწაზე დაწესებული გადასახადი ([[ხარაჯა]]) იქცა, რომლის აკრეფა ხდებოდა როგორც ნატურით, ასევე ფულით. ხარაჯის გარკვეული ნაწილი [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] ქვეყნებიდან შედიოდა, რაც ასახულია აბასიანთა ხანის საგადასახადო სიებში.
სახალიფოს ფეოდალური დაშლის ნიშნებმა ჯერ კიდევ [[VIII საუკუნე|VIII]]-[[IX საუკუნე]]ების მიჯნაზე იჩინეს თავი. [[ჰარუნ ალ-რაშიდი]]ს ([[786]]-[[809]] წწ.) გარეგნულად ბრწყინვალე ხანა ფაქტობრივად არაბთა სახალიფოს ძლიერების დასასრულის დასაწყისი იყო. წარმოიქმნა დამოუკიებელი პოლიტიკური ერთეულები: [[იდრისიდები]]სა ([[789]]-[[926]] წწ.) [[მაროკო]]ში, [[ბუიდები]]სა ([[932]]-[[1062]] წწ.) ირანსა და ერაყში და სხვა. IX საუკუნის დასაწყისში თავი იჩინა [[თბილისის საამირო|თბილისის ამირას]] მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, რაც არაბთა სახალიფოშო მიმდინარე საერთო პროცესის კანონზომიერი შედეგი იყო.
 
ცენტრალური ხელისუფლების ოპოზიციურ ძალებს ხალიფებმა თურქული ელემენტები დაუპირისპირეს, მაგრამ ხალიფა [[ალ-მუთასიმი]]ს ([[833]]-[[842]] წწ.) სამხედრო რეფორმამ (თურქული გვარდიის შექმნა, თურქი ღულამების დაწინაურება სამხედრო ასპარეზზე) საწინააღმდეგო შედეგი გამოიღო. მართალია, მათ თავი გამოიჩინეს დაპყრობილი ხალხების განმათავისუფლებელ და ანტიფეოდალური მოძრაობის ჩახშობაში, მაგრამ თავიანთ გავლენას დაუქვემდებარეს აბასიანი ხალიფები და ხელი შეუწყვეს სახალიფოს დაცემას. [[945]] წელს ბუიდებმა აიღეს ქალაქი [[ბაღდადბაღდადი]], რის შედეგადაც ხალიფებმა დაკარგეს საერო ხელისუფლება და მათი ადგილი სულთანმა დაიჭირა. აბასიანთა ხალიფას მხოლოდ სასულიერო ფუნქცია შერჩა. [[1055]] წელს [[თოღრულ-ბეგი|თოღრულ-ბეგმა]] აიღო ბაღდადი და ხალიფის მიერ ხელდასხმულ იქნა სულთნად.
 
სელჩუკიანთა სახელმწიფოს დაშლის ([[1118]] წ.) შემდეგ აბასიანთა სახელმწიფო კვლავ აღორძინდა ხალიფების [[ალ-მუკთაფი]]სა ([[1136]]-[[1160]] წწ.) და განსაკუთრებით [[ალ-ნასირი]]ს დროს ([[1180]]-[[1225]] წწ.). [[ტიგრი]]სა და [[ევფრატი]]ს აუზში 1258 წელს აბასიანთა სახალიფოს ბოლო მოუღეს მონღოლებმა. მათ აირეს ქალაქი ბაღდადი და მოკლეს უკანასკნელი ხალიფა [[ალ-მუსთასიმი]] ([[1242]]-[[1258]] წწ.). [[1261]] წელს ეგვიპტის [[მამლუქები|მამლუქთა]] სულთანმა ბაიბარსმა ხალიფად აღიარა აბასიანთა დინასტიის თითქოს გადარჩენილი წარმომადგენელი, რომლის შთამომავლები ხალიფობას ინარჩუნებდნენ ეგვიპტეში [[1517]] წლამდე. ვიდრე [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] [[ოსმალეთის სულთნების სია|სულთანმა]] [[სელიმ I]]-მა ტყვედ არ წაიყვანა მათი უკანასკნელი ხალიფა [[მუთავაქილ III]].
 
== ლიტერატურა ==

სანავიგაციო მენიუ