არაბთა სახალიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
არაბთა სახალიფოს სავაჭრო კულტურული ურთიერთობა კარგად მოწყობილი სახმელეთო და საზღვაო გზებით ხორციელდებოდა. საქარავნო გზებით დასერილი იყო [[ამიერკავკასია]]ც. საკვანძო პუნქტს აქ [[ბარდავი]] წარმოადგენდა, საიდანაც გზები მიდიოდა დარუბანდამდე, [[არდებილი|არდებილამდე]], [[დვინი|დვინამდე]], ხოლო [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირით, [[განჯა|განჯისა]] და [[შამქორი]]ს გავლით - [[თბილისი|თბილისამდე]]. თბილისში, [[სეიდაბადი|სეიდაბადში]] ნაპოვნია [[VII საუკუნე|VII საუკუნის]] მანძილის აღმნიშვნელი ე. წ. მილის ქვა არაბული წარწერით - „სამი მილი თბილისიდან“. ამ საქარავნო გზებით ამიერკავკასიის ქვეყნები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნიდა გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში. დიდ როლს თამაშობდნენ ამ გზაზე მდებარე ქალაქები სახალიფოს ცხოვრებაში.
 
არაბთა სახალიფოში გაძლიერდა დაპყრობილი ხალხების ექსპლუატაცია. გამწვავდა კლასობრივი წინააღმდეგობები, გახშირდა აჯანყებები, რომელთა შორის აღსანიშნავია [[მუკანას აჯანყება]] ([[776]]-[[783]] წწ.) [[შუა აზია]]ში, [[ბაბექის აჯანყება]] ([[816]]-[[837]] წწ.) აზერბაიჯანში და დასავლეთ ირანში. სახალხო აჯანყებებმა და [[ფეოდალიზმი]]ს განვითარებამ განაპირობაერთიანი სახალიფოს დაშლა და დამოუკიდებელი სამიროების შექმნა.
 
სახალიფოს ფეოდალური დაშლის ნიშნებმა ჯერ კიდევ [[VIII საუკუნე|VIII]]-[[IX საუკუნე]]ების მიჯნაზე იჩინეს თავი. [[ჰარუნ ალ-რაშიდი]]ს ([[786]]-[[809]] წწ.) გარეგნულად ბრწყინვალე ხანა ფაქტობრივად არაბთა სახალიფოს ძლიერების დასასრულის დასაწყისი იყო. წარმოიქმნა დამოუკიებელი პოლიტიკური ერთეულები: [[იდრისიდები]]სა ([[789]]-[[926]] წწ.) [[მაროკო]]ში, [[ბუიდები]]სა ([[932]]-[[1062]] წწ.) ირანსა და ერაყში და სხვა. IX საუკუნის დასაწყისში თავი იჩინა [[თბილისის საამირო|თბილისის ამირას]] მისწრაფებამ დამოუკიდებლობისაკენ, რაც არაბთა სახალიფოშო მიმდინარე საერთო პროცესის კანონზომიერი შედეგი იყო.
 
== ლიტერატურა ==

სანავიგაციო მენიუ