არაბთა სახალიფო: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
{{მთავარი|აბასიანთა სახალიფო}}
აბასიანთა სახალიფოს პოლიტიკურ ასპარეზზე ირანელი და შუააზიელი ფეოდალები დაწინაურდნენ. ახალ ბაზაზე იქნა გამოყენებული [[სასანიანთა იმპერია|სასანიანთა]] ირანის ტრადიციები: პოლიტიკური ინსტიტუტები, ადმინისტრაციულ-ფინანსური სტრუქტურა, მრავალრიცხოვანი უწყება-დაწესებულებები. აბასიანთა გამარჯვების შედეგებმა გამოხატულება რელიგიის სფეროშიც პოვა. წაიშალა ზღვარი არაბ და არაარაბ მუსლიმანებს შორის. არაარაბი ფეოდალები ხალისით იღებდნენ [[ისლამი|ისლამს]], რადგან ისლამი ფეოდალური საზოგადოების იდეოლოგიად იქცა და კლასობრივი ბატონობის იარაღად იქცა. შეიცვალა ექსპლუატაციის ფორმები. ხარკისა და ნადავლის ნაცვლად, ახლა ასეთად მიწაზე დაწესებული გადასახადი ([[ხარაჯა]]) იქცა, რომლის აკრეფა ხდებოდა როგორც ნატურით, ასევე ფულით. ხარაჯის გარკვეული ნაწილი [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიის]] ქვეყნებიდან შედიოდა, რაც ასახულია აბასიანთა ხანის საგადასახადო სიებში.
 
[[VIII საუკუნე|VIII საუკუნიდან]] არაბთა სახალიფომ აშკარა ეკონომიკური აღმავლობა განიცადა. შეიქმნა ბრწყინვალე [[არაბული კულტურა]], რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა მსოფლიო კულტურის ისტორიაში. არაბთა სახალიფოს სამეურნეო-კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს დაპყრობილმა ხალხებმა ([[სპარსელები|სპარსელებმა]], [[ტაჯიკები|ტაჯიკებმა]], [[სირიელები|სირიელებმა]], [[ქართველები|ქართველებმა]]...)
 
არაბთა სახალიფოს სავაჭრო კულტურული ურთიერთობა კარგად მოწყობილი სახმელეთო და საზღვაო გზებით ხორციელდებოდა. საქარავნო გზებით დასერილი იყო [[ამიერკავკასია]]ც. საკვანძო პუნქტს აქ [[ბარდავი]] წარმოადგენდა, საიდანაც გზები მიდიოდა დარუბანდამდე, [[არდებილი|არდებილამდე]], [[დვინი|დვინამდე]], ხოლო [[მტკვარი|მტკვრის]] მარჯვენა ნაპირით, [[განჯა|განჯისა]] და [[შამქორი]]ს გავლით - [[თბილისი|თბილისამდე]]. თბილისში, [[სეიდაბადი|სეიდაბადში]] ნაპოვნია [[VII საუკუნე|VII საუკუნის]] მანძილის აღმნიშვნელი ე. წ. მილის ქვა არაბული წარწერით - „სამი მილი თბილისიდან“. ამ საქარავნო გზებით ამიერკავკასიის ქვეყნები მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნიდა გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთში. დიდ როლს თამაშობდნენ ამ გზაზე მდებარე ქალაქები სახალიფოს ცხოვრებაში.
 
== ლიტერატურა ==

სანავიგაციო მენიუ