ივანე აბაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
No edit summary |
მ added Category:აბაშიძეები using HotCat |
||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:ქართველი დიდგვაროვნები]] |
[[კატეგორია:ქართველი დიდგვაროვნები]] |
||
[[კატეგორია:ქართველები]] |
[[კატეგორია:ქართველები]] |
||
[[კატეგორია:აბაშიძეები]] |
04:35, 27 აგვისტო 2013-ის ვერსია
ივანე (იოანე) ქაიხოსროს ძე აბაშიძე (გ. 12 დეკემბერი, 1822) — თავადი, იმერეთის აჯანყების (1819-1820 წწ.) ერთ-ერთი ხელმძღვანელი და იმერეთის ტახტის პრეტენდენტი.
ივანე აბაშიძე დაიბადა იმერეთის თავადის, ქაიხოსრო აბაშიძის ოჯახში. დედამისი, დარეჯანი იყო იმერთა მეფის სოლომონ I-ის ქალიშვილი. 1820 წელს, იმერეთში მღელვარების ჩახშობის შემდეგ, რუსეთის მთავრობამ გასცა მისი დაპატიმრების ბრძანება, მაგრამ აბაშიძემ მოახერხა გურიაში გაქცევა. გურიაში მოსალაპარაკებლად ჩასული რუსი სარდალი, პოლკოვნიკი პუზირევსკი აბაშიძემ და ქაიხოსრო გურიელმა შემოქმედთან შეიპყრეს და თავი მოჰკვეთეს. 1820 წელს აჯანყებულმა იმერლებმა აბაშიძე მეფედ დაასახელეს. გურიაში რუსეთის ჯარების შესვლის შემდეგ აბაშიძე იძულებული გახდა გახიზნულიყო ახალციხეში, სადაც ის, ნ. დადიანის ცნობით, მოკლეს ვახტანგ ბატონიშვილის (დავით II-ის უკანონო შვილის როსტომის შვილი) მიგზავნილმა კაცებმა.
ივანე აბაშიძეს ცოლად ჰყავდა სიმონ III გურიელის ასული ელისაბედი. მათ შეეძინათ სამი შვილი — ქაიხოსრო, გიორგი და ეკატერინე (ეკა). იმერეთის აჯანყების დროს ელისაბედი და ეკა რუსეთში გადაასახლეს, მაგრამ გურიელის თხოვნით გზიდან დააბრუნეს და გურიაში დაასახლეს. 1838 წლის აღწერით, ელისაბედი ცხოვრობს ქუთაისში, ეკა კი შორაპნის ოკრუგში და იღებს პენსიას 1000 მანეთის ასიგნაციებით. ეკა იყო აკაკი წერეთლის დედა.
წყაროები
- აბაშიძე ივანე ქაიხოსროს ძე. ქართველ თავად-აზნაურთა გენეალოგია