ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 29: ხაზი 29:
|წინა სახელები =
|წინა სახელები =
|ფართობი =
|ფართობი =
|სიმაღლის ტიპი=ზღვის დონე {{!}} ზღვის დონიდან
|სიმაღლის ტიპი=ზღვის დონე{{!}}ზღვის დონიდან
|დასახლების ცენტრის სიმაღლე= 760
|დასახლების ცენტრის სიმაღლე= 760
|კლიმატი=
|კლიმატი=

17:46, 18 ივლისი 2013-ის ვერსია

სოფელი
ალი
ფაილი:Sofeliali.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ხაშურის მუნიციპალიტეტი
თემი ალი
კოორდინატები 42°05′14″ ჩ. გ. 43°38′48″ ა. გ. / 42.08722° ჩ. გ. 43.64667° ა. გ. / 42.08722; 43.64667
ცენტრის სიმაღლე 760
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1375[1] კაცი (2002)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი + 995
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — შიდა ქართლი
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი) — ხაშურის მუნიციპალიტეტი
ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

ალისოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჭერათხევის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 760 მეტრ სიმაღლეზე. ხაშურიდან 25 კმ. არის თემის ცენტრი. სოფელში არის ბიბლიოთეკა, კინოთეატრი (ამჟამად უმოქმედო), წყარო, სტადიონი, საჭიდაო მოედანი. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ცხოვრობს 474 კომლი, სულ 1375 ადამიანი. სოფელში დგას: დედაღვთისა, კვირაცხოვლის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, უსანეთის ეკლესია და ჯანიაურების ეკლესია.

ისტორია

ალი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო მის გაქალაქებას (XII საუკუნე). ჩრდილოეთიდან მას იცავდა ალის ციხე, ხოლო სამხრეთიდან — ნაბახტევისა. მონღოლთა ბატონობის პერიოდში ალი დაკნინდა და მცირე ქალაქად იქცა. XVIII საუკუნეში კვლავ დაწინაურდა და ზემო ქართლის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი გახდა. ალი სამეფო ქალაქი იყო და მოურავი განაგებდა. დღემდე, ყოველგვარი არქეოლოგიური გათხრების გარეშე, შემთხვევით აღმოჩენილი საინტერესო მასალა მიგვანიშნებს, რომ ალი უძველესი დროიდან არის დასახლებული. ალის ციხის სამხრეთით არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ადრეანტიკური ხანის ვრცელი დასახლება. ვახუშტი ბატონიშვილი ალს მცირე ქალაქს უწოდებს, მისი ადგილმდებარეობისა და ბუნებრივი პირობების შესახებ შემდეგს აღნიშნავს: ბრილის წყლის შესართავს ზეით არის ალის წყალზედ, დასავლეთით, კლდესა ზედა ალი, ქალაქი მცირე. გაზაფხულ-შემოდგომას ჭყაპიან-ტალახიანი, ზამთარ ცივი, ზაფხულ ცხელი, არამედ ჰავით კეთილი, მხიარული... ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ალი, როგორც ქალაქი წარმოიშვა XI-XII საუკუნეებში, რასაც ხელი შეუწყო მისმა მოხერხებულმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. იგი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობს, რამაც თავის მხრივ მას მნიშვნელოვანი როლი დააკისრა, იმდროინდელ სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაშიც, რაშიც როგორც ჩანს აქ მსახლობელნი სომეხნი და ურიანი აქტიურად იყვნენ ჩართულნი. მათ საქონელი, ქუცნა ამირეჯიბის სიგელის მიხედვით, გაჰქონდათ აქეთ თბილისამდე და იქით ქუთაისამდე. ალი, რომ განვითარებული და გვიანდელი ფეოდალიზმის პერიოდში მნიშვნელოვან სავაჭრო-სააღებმიცემო ურთიერთობებში იყო ჩაბმული საქართველოს სხვადასხვა ქალაქებთან, მეტყველებს აქ აღმოჩენილი რამდენიმე განძი, რომელიც საისტორიო მეცნიერებაში ალის განძის სახელწოდებით არის ცნობილი. ასეთი შემთხვევა სულ სამია ცნობილი. აქედან ერთი განძი დაკარგულია, ხოლო დანარჩენი საქართველოს სახელმწიფო და ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია დაცული. 1881 წელს გაზეთი დროება წერდა: ბევრს ადგილას სახნავ მიწებში პოულობენ ხვნის დროს ქვევრებს და სხვა ძველ ნივთებს. ამასწინათ ერთ მეწისქვილეს ეპოვნა ციხესთან ერთი ქოთანი თეთრი ფული, ნიაღვრით ჩამოეჭამა მიწა და გამოჩენილიყო. ამ ძველმა ფულებმა გაახარეს ურიები, რადგან ადგილობრივმა მამასახლისებმა ყურადღება არ მიაქციეს.

სოფელ ალში წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გამომგონებელი ვლადიმერ ბექაური, რომლის დაფინანსებითაც აშენდა სოფლის საავადმყოფო[2]

ლიტერატურა

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. I, თბ., 1975. — გვ. 308.
  • ს. მაკალათია, ფრონის ხეობა, თბ., 1963 წ., გვ. 78–85
  • ჟ. შარდენი, მოგზაურობა საქართველოში (1672-1673 წ.), თბ., 1935 წ., გვ. 82
  • თ. ლაცაბიძე, ხაშურის რაიონის ისტორია ტოპონიმებში, 2000 წ.

სქოლიო