ჰომოსექსუალობა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Sydbeqabarrett-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Medgeorgia-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 8: ხაზი 8:
ბევრ გეი და ლესბოსელ ხალხს აქვს ერთსქესიანი ურთიერთობები. ეს ურთიერთობები თავისი ფსიქოლოგიური არსით ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ექვივალენტია.<ref name=amici /> ფიქსირებული ისტორიის განმავლობაში, იმის მიხედვით რომელ კულტურაში მოხდა ეს, ჰომოსექსუალური ურთიერთობები და აქტები იყო მიღებული, ისევე, როგორც გაკიცხული.<ref name=psych2010>American Psychiatric Association [http://healthyminds.org/More-Info-For/GayLesbianBisexuals.aspx Sexual Orientation]</ref> XIX ს-ის დასასრულიდან დაიწყო მოძრაობები ჰომოსექსუალთათვის უფლებების მინიჭებისთვის, მაგალითად - ერთსქესიანი ქორწინება, შვილება, მშობლობა, არადისკრიმინაციული დასაქმება და ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.
ბევრ გეი და ლესბოსელ ხალხს აქვს ერთსქესიანი ურთიერთობები. ეს ურთიერთობები თავისი ფსიქოლოგიური არსით ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ექვივალენტია.<ref name=amici /> ფიქსირებული ისტორიის განმავლობაში, იმის მიხედვით რომელ კულტურაში მოხდა ეს, ჰომოსექსუალური ურთიერთობები და აქტები იყო მიღებული, ისევე, როგორც გაკიცხული.<ref name=psych2010>American Psychiatric Association [http://healthyminds.org/More-Info-For/GayLesbianBisexuals.aspx Sexual Orientation]</ref> XIX ს-ის დასასრულიდან დაიწყო მოძრაობები ჰომოსექსუალთათვის უფლებების მინიჭებისთვის, მაგალითად - ერთსქესიანი ქორწინება, შვილება, მშობლობა, არადისკრიმინაციული დასაქმება და ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.


== [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია| საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის]] პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ==
== [[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია| საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის]] პოზიცია ==
{{ციტირება|ჰომოსექსუალიზმის შესახებ თავისი პოზიცია ეკლესიასაც გააჩნია და ეს პოზიცია მკვეთრად უარყოფითია. იმთავითვე უნდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნული პრობლემა თავისი არსით, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური პრობლემაა და მხოლოდ ამის შემდეგ იძენს იგი სოციალურ, სამედიცინო და ა.შ. მნიშვნელობას...
{{ციტირება|ჰომოსექსუალიზმის შესახებ თავისი პოზიცია ეკლესიასაც გააჩნია და ეს პოზიცია მკვეთრად უარყოფითია. იმთავითვე უნდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნული პრობლემა თავისი არსით, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური პრობლემაა და მხოლოდ ამის შემდეგ იძენს იგი სოციალურ, სამედიცინო და ა.შ. მნიშვნელობას...



14:55, 17 ივლისი 2013-ის ვერსია

ჰომოსექსუალობა — რომანტიკული და სექსუალური ლტოლვა ან ქცევა ერთი სქესის წევრებს შორის. როგორც სექსუალური ორიენტაცია, ჰომოსექსუალობა აღნიშნავს „სექსუალური, სასიყვარულო ან რომანტიკული ლტოლვის ხანგრძლივ ნიმუშს ან ხასიათს“ უმთავრესად ან ექსკლუზიურად იმავე სქესის ხალხის მიმართ; „აგრეთვე აღნიშნავს ინდივიდის პიროვნულ გრძნობას ან იდენტობას.“[1][2]

ჰომოსექსუალობა სექსუალური ორიენტაციის სამ ძირითად კატეგორიიდან ერთ-ერთია ბისექსუალობასა და ჰეტეროსექსუალობასთან ერთად ჰეტერო-ჰომოსექსუალურ კონტინუუმში. ბიჰევიორისტ და სოციალურ მეცნიერებათა, აგრეთვე ჯანმრთელობისა და მენტალური ჯანმრთელობის პროფესიების კონსესუსი არის, რომ ჰომოსექსუალობა ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ნორმალური და პოზიტიური სახეობაა, თუმცა ბევრი რელიგიური საზოგადოება, მათ შორის კათოლიციზმი,[3] მორმონიზმი,[4] და ისლამი[5] და ზოგი ფსიქოლოგიური საზოგადოება, მაგალითად ჰომოსექსუალობის კვლევისა და თერაპიის ეროვნული საზოგადოება (NARTH), ტრადიციულად ასწავლიან, რომ ჰომოსექსუალობა არის ცოდვა ან არაფუნქციონირებადი ქცევა.

ტერმინი ლესბოსელი იხმარება ქალ ჰომოსექსუალის აღსანიშნავად, ხოლო გეი კაცისთვის, თუმცა გეი შეიძლება კაცსაც გამოხატავდეს და ქალსაც. მკვლევართათვის, ბევრი მიზეზის გამო, რთულია იმ ადამიანთა რიცხვის დადგენა, რომლებიც თავს ჰომოსექსუალად აიგივებენ ან აქვთ ერთი სქესის სექსუალური გამოცდილება.[6] თანამედროვე დასავლეთში, მთავარ კვლევათა მიხედვით, მოსახლეობა 2%-დან 13%-მდე ჰომოსექსუალია.[7][8][9][10][11][12][13][14][15] 2006 წლის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 20%-მა ანონიმურად შეატყობინა ჰომოსექსუალური გრძნობების შესახებ, თუმცა კვლევის ცოტა მონაწილემ გააიგივა თავი ჰომოსექსუალად.[16] ჰომოსექსუალობა ასევე ფართოდაა აღმოჩენილი ცხოველთა 1500-მდე სახეობაში.[17][18][19]

ბევრ გეი და ლესბოსელ ხალხს აქვს ერთსქესიანი ურთიერთობები. ეს ურთიერთობები თავისი ფსიქოლოგიური არსით ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ექვივალენტია.[2] ფიქსირებული ისტორიის განმავლობაში, იმის მიხედვით რომელ კულტურაში მოხდა ეს, ჰომოსექსუალური ურთიერთობები და აქტები იყო მიღებული, ისევე, როგორც გაკიცხული.[20] XIX ს-ის დასასრულიდან დაიწყო მოძრაობები ჰომოსექსუალთათვის უფლებების მინიჭებისთვის, მაგალითად - ერთსქესიანი ქორწინება, შვილება, მშობლობა, არადისკრიმინაციული დასაქმება და ჯანდაცვაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია

ჰომოსექსუალიზმის შესახებ თავისი პოზიცია ეკლესიასაც გააჩნია და ეს პოზიცია მკვეთრად უარყოფითია. იმთავითვე უნდა შევნიშნოთ, რომ აღნიშნული პრობლემა თავისი არსით, უპირველეს ყოვლისა, რელიგიური პრობლემაა და მხოლოდ ამის შემდეგ იძენს იგი სოციალურ, სამედიცინო და ა.შ. მნიშვნელობას...

წმიდა წერილში სქესთა განყოფის შესახებ მოთხრობილია დაბადების წიგნის I თავის 27-ე და II თავის 22-ე მუხლებში. პირველ შემთხვევაში (დაბადებაში) ვკითხულობთ: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ ებრაულ დედანში ნახმარი სიტყვები - „ზახარ“ და „ნეყაბა“, ბერძნულში (სეპტუაგინტაში) თარგმნილია როგორც „არსენ“ და „თეელი“, და ორივე მათგანი საშუალო სქესისაა, ე.ი. ღმერთმა თავდაპირველად „მამაკაცება“ და „დედაკაცება“, ანუ ერთიანი ადამიანური ბუნების ორი მხარე შექმნა, ხოლო შემდგომ, როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს, „შემოქმედის სიბრძნემ განჰყო ის, რაც თავიდან ერთიანი იყო, რათა შემდგომ ქორწინებაში კვლავ შეერთებულიყვნენ“ (12 საუბარი კოლასელთა მიმართ ეპისტოლის შესახებ). რაც შეეხება მეორე ეპიზოდს („დედაკაცი შექმნა უფალმა და ადამს მიუყვანა“ დაბ. 2, 22), ებრაულ დედანში წერია „იშ“ და „იშა“ (ქმარი და ცოლი), ხოლო ბერძნულ თარგმანში: „ადამ“ და „გინეკა“ (დედაკაცი) და იგი უშუალოდ სქესთა რეალური განყოფის ამბავს მოგვითხრობს...

ადამიანის სექსუალურობა მხოლოდ ორი სახით შეიძლება განხორციელდეს - ესაა ქორწინება და ქალწულობა. ორივე მათგანი ეკლესიის მიერ მაცხოვნებლადაა მიჩნეული. სქესობრივი ცხოვრების ნებისმიერი სხვა ფორმა ცოდვაა. ერთ-ერთი მათგანია ჰომოსექსუალიზმი. ბიბლია ამ ცოდვის შესახებ საკმაოდ მწირად, მაგრამ ძალზე შთამბეჭდავად და მკაცრად მოგვითხრობს, ისე, რომ რელატივაციის არავითარ შესაძლებლობას არ ტოვებს. ჰომოსექსუალიზმი იმგვარი ცოდვა, ანუ დაცემული ადამიანური ბუნების იმგვარი გამოვლინებაა, როდესაც შემოქმედის მიერ ჩაფიქრებულ მოვლენათა მსვლელობა კარგავს საწყის მიზან-მიმართულებას და თვითნებურად, მის საპირისპირო მიმართულებით ვითარდება. თუ სიძვა და მრუშობა, პოლიგამია, პოლიანდრია ან პრომისკუიტეტი, ცოდვითდაცემის შემდგომ „მემკვიდრეობით“ შეძენილი ცხოველური საწყისია (ვნებაა), ჰომოსექსუალიზმი - ადამიანის მიერ საკუთარი სქესობრივი როლის ორგანულობის დაკარგვაა, მისი დამახინჯებაა...

ღვთაებრივი განზრახვის შეგნებული დამახინჯება - აი, რა არის ჰომოსექსუალიზმი, იგი უხვადაა ნასაზრდოები სეკულარული კულტურით, კულტურით, რომელიც ცდილობს ერთსქესიანი ურთიერთობები ნორმად და საზოგადოებისთვის მისაღებად გამოაცხადონ, რითაც იგი ღვთისსაწინააღმდეგო ქმედებას ეწევა. ამის გამო იყო, რომ ნებისმიერი წარმართული ცივილიზაცია, უძველესი დროიდან მოყოლებული, ჰომოსექსუალიზმს ნორმალურ მოვლენად თვლიდა, რადგან მათი რელიგიური შეხედულებანი ნებისმიერ, და მათ შორის სექსის საკითხშიც, რადიკალურად განსხვავდებოდა ბიბლიურისაგან, მეტიც, ზოგიერთი ძველი ხალხის ცხოვრებაში ჰომოსექსუალიზმი აუცილებელი კომპონენტი იყო და ხშირად მას სწორედ მათივე რელიგიური შეხედულებები უმაგრებდა ზურგს...

ძველი აღთქმის რელიგია მკვეთრად აღუდგა წინ ყოველგვარ სქესობრივ გარყვნილებას და მათ შორის ჰომოსექსუალიზმსაც. როგორც ვიცით, არც ერთი ხალხი არ დაუსჯია უფალს იმგვარად, როგორც სოდომისა და გომორის მოსახლეობა დასაჯა, რომელთა შორისაც ეს ცოდვა განსაკუთრებულად იყო გავრცელებული (დაბ. 19, 24). მოგვიანებით, მოსეს სჯულის მოღების შემდეგ, ებრაელ ერს ეკრძელებოდა ყოველგვარი გაუკუღმართებული სექსუალური ცხოვრება, მათ შორის ჰომოსექსუალიზმი. ლევიტელთა წიგნის მე-18 თავში (მუხლი 22) ვკითხულობთ: „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით, ეს სისაძაგლეა“, ხოლო მე-20 თავის მე-13 მუხლში წერია: „ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი, უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი“. რაც შეეხება ახალ აღთქმას, ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ კატეგორიულად ილაშქრებს პავლე მოციქული (რომ. 1, 25-28; 1 კორ. 6, 7)...

ეკლესია მამათმავლების მიმართ ყველაზე მკაცრ ეპიტიმიას აწესებდა. კერძოდ, წმიდა ბასილი დიდის ამფილოქე იკონიელისადმი მიწერილი მესამე კანონიკური ეპისტოლის 62-ე წესის მიხედვით, მამათმავლები წმიდა ზიარებიდან 15 წლით განიკვეთებოდნენ, ეს ეპიტიმია უფრო მკაცრია, ვიდრე მრუშობის ეპიტიმია, რომელიც 7,5 წლით განკვეთას ითვალისწინებს. რადგან სოდომია ორმაგ ცოდვას წარმოადგენს. ცოდვას, რომელიც მიმართულია როგორც მეორე პიროვნების, ისე თვით ბუნების წინააღმდეგ.

წმიდა იოანე ოქროპირი პავლე მოციქულის ზემოაღნიშნული ეპისტოლეების შესაბამისი ადგილების კომენტირებისას ძალზე კატეგორიულია და სოდომურ ცოდვას ღვთის წინაშე ჩადენილ უმძიმეს ცოდვად მიიჩნევს. წმიდა მამა მკვეთრად განარჩევს სქესობრივი ცხოვრების ორ, - ბუნებრივ და არაბუნებრივ მხარეს. პირველ მათგანში, თუ იგი ეკლესიის მიერ აღსრულებული ქორწინების ფარგლებში თავსდება, არაფერი ცოდვისმიერი არ არის, რადგან სქესობრივი დიმორფიზმი ღვთის მიერ დადგენილ წესად მიიჩნევა.

ჰომოსექსუალიზმზე საუბრისას იოანე ოქროპირი მკვეთრ ზღვარს ავლებს ქრისტიანობის სექსუალურ ეთიკასა და სოდომიისადმი წარმართობის ლიბერალურ პოზიციას შორის, რომლის მიხედვითაც მამათმავლობა ჩვეულებრივი, კანონიერი და მეტიც, მხოლოდ თავისუფალ მოქალაქეთათვის განკუთვნილი პრივილეგირებული ქმედება იყო, რომელიც მონებს, როგორც არასრულფასოვან არსებებს, ეკრძალებოდათ. იგი წერს: „სოდომია უფრო საშინელია, ვიდრე მრუშობა, რომელიც მართალია უკანონოა, მაგრამ ბუნებრივია, მამათმავლობა კი უსჯულოებაცაა და ამავე დროს, ბუნების წინააღმდეგ მიმართული ცოდვაც. რომ არ ყოფილიყო გეენა, მაშინ მამათმავლობა იქნებოდა ყველაზე დიდი სასჯელი“. ოქროპირის აზრით, სოდომური ცოდვა უფრო მძიმეა, ვიდრე მკვლელობა, რადგან „უკეთესია სიკვდილი, ვიდრე ასეთი სიბილწით ცხოვრება. მკვლელი სულსა და ხორცს გაჰყრის ერთმანეთისგან, მამათმავალი კი ღუპავს როგორც სულს, ისე სხეულს. არ არსებობს ცოდვა, რომელიც ამ უსჯულოებას შეედრება და მასში მყოფნი რომ ამ ცოდვის სიმძიმეს აცნობიერებდნენ, ამ სისაძაგლეში ჩავარდნას მრავალგზის სიკვდილს არჩევდნენ“.

ამ ცოდვისაგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება კვლავ ღმერთთან დაბრუნებაა, რაც სინანულით მიიღწევა. თუ ადამიანი დაგმობს ცოდვილ ცხოვრებას და სინანულით შესთხოვს უფალს ცოდვების მიტევებას, შენდობას მიიღებს, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას აღემატება. დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ქორწინებისა და ნებაყოფლობითი ქალწულობისა. ღვთის და მისი ეკლესიის მიერ დადგენილი წესიდან ყოველგვარი გადახვევა ცოდვაა და ამ ცოდვას ვერ ფარავს ვერც ის თანამედროვე ტერმინები, რომლითაც მას ახალმოვლენილი რეფორმატორები ნიღბავენ.

[21]

ეტიმოლოგია

სიტყვა „ჰომოსექსუალი“ ჰიბრიდია ბერძნული პრეფიქსის „ჰომო“ (მსგავსი, რომელსაც ხშირად შეცდომით "მამაკაცი"-ს გვიანდელ ლათინურ მნიშვნელობას მიაწერენ, როგორც მაგ. homo sapiens-ში) და ლათინური ფუძის „sex-“, რითაც მიუთითებს სექსუალურ კავშირზე და ლტოლვაზე ერთი სქესის წარმომადგენლეთა შორის.

ტერმინი „გეი“ უმთავრესად გამოიყენება მამაკაც ჰომოსექსუალთათვის. ლესბოსელი გენდერულად სპეციფიური ტერმინია, რომელიც მხოლოდ ჰომოსექსუალ ქალთათვის გამოიყენება. ენის სტილის მრავალი თანამედროვე სახელმძღვანელო წინააღმდეგია „ჰომოსექსუალის“ როგორც არსებითი სახელის გამოყენების, რომლის მაგივრად უპირატესობას ტერმინებს „გეი“ და „ლესბოსელი“ ანიჭებს. ასევე, ზოგიერთი ამ სიტყვის გამოყენებიდან სრულიად ამოღებას არჩევს, ვინაიდან მან დროთა განმავლობაში უარყოფითი მნიშვნელობა შეიძინა და ვინაიდან ასევე ის მხოლოდ სექსუალურ ქცევაზე მიუთითებს და არა რომანტიკულ გრძნობებზე.

კონცეფციის გავრცელებას ხელი შეუწყო გერმანელი ფსიქიატრის რიხარდ ფრაჰერ ფონ კრაფტ-ებინგის 1886 წელს გამოქვეყნებულმა ნაშრომმა „Psychopathia Sexualis“. მიუხედავად იმისა, რომ ადრეული მწერლები ამ ტერმინს როგორც ზედსართავს ხშირად იყენებნენ ნებისმიერი ერთი სქესის კონტექსტისთვის (მაგ. ვაჟთა გიმნაზია, ქალთა სემინარია), ამჟამად ტერმინი მხოლოდ სექსუალურ ორიენტაციას გამოხატავს. თუმცა არსებობს ასევე სიტყვა რომელიც ერთი სქესის სიყვარულს აღნიშნავს - ჰომოფილია.

ფსიქოლოგია

დადებითი ფსიქოთერაპიის შესაბამისი განცხადება დაფუძნებულია შემდეგ მეცნიერულ ფაქტებზე:

  • ერთსქესიანი სექსუალური მიმზიდველობა, ქცევა და ორიენტაცია, თავის თავად, ადამიანის სექსუალობის ნორმალური და პოზიტიური სახეობაა; სხვა სიტყვებით, ეს არაა მენტალური ან განვითარების აშლილობის მაჩვენებელი.
  • ჰომოსექსუალობა და ბისექსუალობა არის სტიგმატიზირებული და ამ სტიგმამ, ცხოვრების განმავლობაში, შეიძლება სხვადასხვა უარყოფითი შედეგი (მაგ., უმცირესობის კომპლექსი) გამოიწვიოს (D’Augelli & Patterson, 1995; DiPlacido, 1998; Herek & Garnets, 2007; Meyer, 1995, 2003).
  • ერთსქესიანი სექსუალური მიმზიდველობა და ქცევა შეიძლება სხვადასხვა სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის სახით წარმოჩინდეს (Diamond, 2006; Hoburg et al., 2004; Rust, 1996; Savin-Williams, 2005).
  • გეებს, ლესბოსელებსა და ბისექსუალებს შეუძლიათ იცხოვრონ დამაკმაყოფილებელი ცხოვრებით, აგრეთვე ჩამოაყალიბონ სტაბილური, მონდომებული ურთიერთობები და ოჯახები, რომლებიც მნიშვნელოვან ასპექტში ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების ექვივალენტია (APA, 2005c; Kurdek, 2001, 2003, 2004; Peplau & Fingerhut, 2007).
  • არ არსებობს რაიმე ემპირიული სწავლა ან განხილული კვლევა, რომელიც მხარს უჭერს ერთსქესიანი სექსუალური ორიენტაციის ოჯახური დისფუნქციის ან ტრავმის მიწერაზე (Bell et al., 1981; Bene, 1965; Freund & Blanchard, 1983; Freund & Pinkava, 1961; Hooker, 1969; McCord et al., 1962; D. K. Peters & Cantrell, 1991; Siegelman, 1974, 1981; Townes et al., 1976).

სქოლიო

  1. "Sexual Orientation, Homosexuality,and Bisexuality", APAHelpCenter.org, http://www.apa.org/helpcenter/sexual-orientation.aspx. წაკითხვის თარიღი: 2010-03-30
  2. 2.0 2.1 Case No. S147999 in the Supreme Court of the State of California, In re Marriage Cases Judicial Council Coordination Proceeding No. 4365(…) - APA California Amicus Brief - As Filed (PDF). ციტირების თარიღი: 2010-12-21.
  3. Homosexuality. ციტირების თარიღი: 2010-12-23.
  4. When a Loved One Struggles with Same-Sex Attraction. Ensign. ციტირების თარიღი: 2010-12-23.
  5. Homosexuality and Islam. ციტირების თარიღი: 2010-12-23.
  6. LeVay, Simon (1996). Queer Science: The Use and Abuse of Research into Homosexuality. Cambridge: The MIT Press ISBN 0-262-12199-9
  7. Investigators ACSF (1992). „AIDS and sexual behaviour in France“. Nature. 360 (6403): 407–409. doi:10.1038/360407a0. PMID 1448162.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  8. Billy JO, Tanfer K, Grady WR, Klepinger DH (1993). „The sexual behavior of men in the United States“. Family Planning Perspectives. 25 (2): 52–60. doi:10.2307/2136206. PMID 8491287.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link) CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  9. Binson, Diane; Michaels, Stuart; Stall, Ron; Coates, Thomas J.; Gagnon, John H.; Catania, Joseph A. (1995). „Prevalence and Social Distribution of Men Who Have Sex with Men: United States and Its Urban Centers“. The Journal of Sex Research. 32 (3): 245–54. doi:10.1080/00224499509551795.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
  10. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil). Bogaert argues that: "The prevalence of male homosexuality is debated. One widely reported early estimate was 10% (e.g., Marmor, 1980; Voeller, 1990). Some recent data provided support for this estimate (Bagley and Tremblay, 1998), but most recent large national samples suggest that the prevalence of male homosexuality in modern western societies, including the United States, is lower than this early estimate (e.g., 1–2% in Billy et al., 1993; 2–3% in Laumann et al., 1994; 6% in Sell et al., 1995; 1–3% in Wellings et al., 1994). It is of note, however, that homosexuality is defined in different ways in these studies. For example, some use same-sex behavior and not same-sex attraction as the operational definition of homosexuality (e.g., Billy et al., 1993); many sex researchers (e.g., Bailey et al., 2000; Bogaert, 2003; Money, 1988; Zucker and Bradley, 1995) now emphasize attraction over overt behavior in conceptualizing sexual orientation." (p. 33) Also: "...the prevalence of male homosexuality (in particular, same-sex attraction) varies over time and across societies (and hence is a ‘‘moving target’’) in part because of two effects: (1) variations in fertility rate or family size; and (2) the fraternal birth order effect. Thus, even if accurately measured in one country at one time, the rate of male homosexuality is subject to change and is not generalizable over time or across societies." (p. 33)
  11. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  12. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  13. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  14. AVJonathan Tisdall  . Norway world leader in casual sex, Aftenposten. Aftenposten.no. ციტირების თარიღი: 2010-08-24.
  15. „Sex uncovered poll: Homosexuality“. London: Guardian. 2008-10-26. ციტირების თარიღი: 2010-08-24.
  16. McConaghy et al., 2006
  17. Science Daily: Same-Sex Behavior Seen In Nearly All Animals
  18. 1,500 animal species practice homosexuality - The Medical News, 23 October 2006
  19. Sommer, Volker & Paul L. Vasey (2006), Homosexual Behaviour in Animals, An Evolutionary Perspective. Cambridge University Press, Cambridge. ISBN 0-521-86446-1
  20. American Psychiatric Association Sexual Orientation
  21. ზურაბ ეკალაძე. გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 11 (113), 2001 წ.

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA