ზინედინ ზიდანი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
{{ვიკიფიცირება}}
{{ვიკიფიცირება}}
{{ინფოდაფა ფეხბურთელი
{{ინფოდაფა ფეხბურთელის ბიოგრაფია
|სახელი = ზინედინ ზიდანი
|სახელი = ზინედინ ზიდანი
|დაბადების თარიღი = [[23 ივნისი]], [[1972]]
|დაბადების თარიღი = {{დაბადების თარიღი და ასაკი|1972|06|23}}
|სურათი = [[ფაილი:Zidane in Poznan.jpg|230px|center]]
|სურათი = [[ფაილი:Zidane in Poznan.jpg|230px|center]]
|დაბადების ადგილი = [[მარსელი]]
|დაბადების ადგილი = [[მარსელი]], [[საფრანგეთი]]
|სიმაღლე = 185 სმ
|ქვეყანა = [[საფრანგეთი]]
|სიმაღლე = 185
|პოზიცია = ნახევარმცველი
|პოზიცია = ნახევარმცველი
|ეროვნული ნაკრები = საფრანგეთი 108 (31)
|ეროვნული წელი1 = 1995–2006
|ეროვნული ნაკრები1 = [[საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საფრანგეთი]]
|ეროვნული მატჩი1 = 108
|ეროვნული გოლი1 = 31
}}
}}


'''ზინედინ იაზიდ ზიდანი''' მეტსახელად '''„ზიზუ“''' (''[[ფრანგული ენა|ფრანგ.]] Zinédine Yazid Zidane — „Zizou“'') (დ. [[23 ივნისი]] [[1972]], [[მარსელი]], [[საფრანგეთი]]) — ფრანგი სპორტსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.
'''ზინედინ იაზიდ ზიდანი''' ({{lang-fr|Zinedine Yazid Zidane}}, {{IPA|[zinedin zidan]}}, {{lang-ar|زين الديـن زيـدان}}, {{დაბადების თარიღი|1972|06|23}})— ფრანგი სპორტსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.


ის არის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, 2001 წელს მასში მადრიდის რეალმა, ტურინის იუვენტუსს 69 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადა
ის იყო მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, 2001 წელს მასში მადრიდის რეალმა, ტურინის იუვენტუსს 69 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადა


== ბიოგრაფია ==
== ბიოგრაფია ==

18:35, 15 ივნისი 2013-ის ვერსია

ზინედინ ზიდანი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
23 ივნისი, 1972 (1972-06-23) (51 წლის)
დაბადების
ადგილი
მარსელი, საფრანგეთი
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ეროვნული ნაკრები
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1995–2006 საფრანგეთი 108 (31)

ზინედინ იაზიდ ზიდანი (ფრანგ. Zinedine Yazid Zidane, [zinedin zidan], არაბ. زين الديـن زيـدان, 23 ივნისი, 1972)— ფრანგი სპორტსმენი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი.

ის იყო მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი, 2001 წელს მასში მადრიდის რეალმა, ტურინის იუვენტუსს 69 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადა

ბიოგრაფია

ადრეული წლები

ზინედინ ზიდანი წამოშობით ალჟირელია. დაიბადა მარსელში, ყველაზე ღარიბ უბანში-კასტელანში. სადაც როგორც წესი ფანჯრები რკინის გისოსებით იყო ამოყვანილი, ხოლო ბავშვები ბეტონიეს ასფალტზე თამაშობდნენ ფეხბურთს. მისი მშობლები ისმაელი და მალიკა – ალჯირის მკვიდრები იყვნენ. მამა მუშაობდა უნივერმაგში დამფასოებლად. ზიდანის ბავშვობამ მარსელით ერთ პატარა ბინაში გაიარა. მის გარდა ოჯახში კიდევ ოთხი ბავშვი იყო, და ლილა, ძმები ჯამელი, ფარიდი და ნურიედი. მისი ბურთის ფუნქცია შეასრულა პლასტიკურმა ბოთლმა. მას აგრეთვე სხვა გართობის წყაროც ჰქონდა, ისეთი როგორიცაა ველოსიპედი და ძიუდო. მიუხედავად ყველაფრისა ზინედინ ზიდანის მთავარი ლტოლვა მაინც ფეხბურთისკენ იყო მიპყრობილი. მაშინ მას მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, მოეტყუებინა ყველა, ვინცკი მას გზაზე გადაეღობებოდა.

14წლის ასაკში ზიდანმა თავისი თამაშით მიიპყრო კანის სელექციონერების ყურადღება. ერთკვირიანი დაკვირვების შემდეგ, მისი მშობლები დაარწმუნეს იმაში, რომ ბავშვი კანის ბავშთა გუნდში გაეშვათ. 2 წლის შემდეგ, 1989 წლის 20 მაისს, მაშინ როდესაც ზიდანი ჯერ კიდევ 17ის არიყო შედგა მისი დებიუტი საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში. ეს მოხდა “ბოჯუარის” სახელობის სტადიონზე ნანტთან თამაშის დროს. იმ დროისათვის კანი მწვრთნელი იყო ლუის ფერნანდესი. "მე გამომიყვანეს შეცვლაზე მეორე ტაიმში 15 წუთით, მაგრამ ისეთი ოსტატების გვერდით,როგორებიც იყვნენ ზლატკო ვუოვიჩი და რუდი კროლი. მე მაშინ ბურთს სამჯერ შევეხე, მაგრამ შემდგომში არასოდეს მიგვრძნია თავი ასე ბედნიერად როგორც მაშინ.”

იმ დროისათვის ზიდანი 800 ფრანკს იღებდა ხელფასის სახით. ამ ფულით პრაკტიკულად შეუძლებელი იყო ცხოვრება. ის გუნდის ბაზაზე ცხოვრობდა და პრაკტიკულად ყველა საჩირო პირობებით იყო უზრუნველყოფილი და რა თქმა უნდა მშობლებიც არ ივიწყებდნენ. სკოლაში ზიზუ თავს მაინცდამაინც არიკლავდა მეცადინეობებით და გაკვეთილების დამთავრების შემდეგ ეგრევე მეგობრებთან ერთად ბურთის სათამაშოდ გარბოდა ეზოში.

იუვენტუსი

1992 წელს ზინედინ ზიდანი გადადის ბორდოში, ხოლო ევროპის 96 წლის ჩემპიონატის შემდეგ იუვენტუსში. თავიდან მას გაუჭირდა, მაგრამ შემდეგ ის გუნდის დირიჟორი და შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა. რა მისცა იტალიამ ზიდანს? “ის საბოლოო გამელოტდა _ იცინის დეშამი ხოლო სერიოზულად მან ძალიან მოუმატა ტაქტიკური მხარით და ფსიქოლოგიურითაც, ადრე უფრო მორცხვი იყო,ახლაკი თავის თავში დარწმუნებული. რაც შეეხება თამაშს, აქ ზიდანს დაკისრებული აქვს შეტევის დაწყება და როცა მას თამაში წაუვა, მაშინ იუვეს შეჩერება პრაკტიკულად შეუძლებელია. ძლიერმა ფეხბურთელმა თავისი თავი რთულ მომენტებში უნდა გამოავლინოს, ზიდანმა ეს შეძლო.”

რეალი

2001 წლის 9 ივლისი, რეალის ფანებისათვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი დღე. ამ დღეს რეალის საპატიო პრეზიდენტმა ალფრედო დი სტეფანომ ჟურნალისტების თანდასწრებით ზინედინ ზიდანს გადასცა 5 ნომრიანი მაისური. “ეს დიდი პატივია ჩემთვის” – მისთვის ცნობილი მოკრძალებით აღნიშნა ზიდანმა, იმ დროისათვის უკვე ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა მსოფლიოში. რეალმა იმ დღესვე დაიწყო ზიდანზე გაცემული თანხის ამოღება, მიუხედავად იმისა, რომ რეალის მაისური ღირდა 80 დოლარი, ხუთ ნომრიანი მაისურები მაღაზიებში პრაკტიკულად აღარ იშოვებოდა. რეალ მადრიდმა ერთი მილიონი დოლარი მხოლოდ იმიტომ მიიღო ერთ-ერთი სატელევიზიო არხიდან, რომ ზიდანის პრეზენტაცია ეჩვენებინა, ასე რომ ისევე როგორც საფეხბურთო, ასევე ფინანსური თვალსაზრისითაც ზიდანის გადმობირება რეალში დადებითად შეფასდა.

ზიდანის გადასვლის შემდე რეალის მაისური ისეთმა ვარსკლავებმა მოირგეს, როგორებიც არიან, ლუიშ ფიგუ, რონალდო, დევიდ ბექჰემი….. რეალის აბონენტების საყიდლად უსასრულო რიგები შეიქმნა, პუბლიკა საოცარ თამაშებს ელოდა, სადაც ყველა ეს ვარსკლავი მიიღებდა მონაწილეობას.

ზიდანი შესანიშნავად შეეწყო მადრიდის რეალს, ყოველი მისი თამაში გულშემატკივრისათვის სპეკტაკლის დადგმას ჰგავდა, ხოლო ის რაც ზიდანმა გააკეთა 2002 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, დღესაც დაუვიწყარია თითოელი გულშემატკივრისათვის. იმ დღეს ერთმანეთს რეალი და ლევერკუზენის ბაიერი დაუპირისპირდნენ, მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოგა, იმ დროს როდესაც ანგარიში 1-1 იყო, რობერტო კარლოსის ფლანგური ჩაწოდების შემდეგ ზიდანმა ენითაღუწერელი სილამაზის გოლი გაიტანა და კიდევ ერთხელ დაარწმუნა მთელი მსოფლიო, რომ ის საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის.

შემდეგი წლები ზიდანი რეალთან ერთან შესანიშნავად თამაშობდა, 2003 წელს ის ესპანეთის ჩემპიონი ხდება. შემდეგ რეალის ჩავარდის დროება იწყება,რაც ერთი მხრივ გამოწვეული იყო, პერესის შეცდომით, მან მწვრთნელი დელ ბოსკე დაითხოვა და გუნდიდან ყველანაირი ახსნა-განმარტების სანაცვლოდ გაუშვა რეალის იმ დროინდელი კაპიტანი ფერნანდო იერო.

ეროვნული ნაკრები

1994 წლის 14 აგვისტოს შედგა ზიდანის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში, მაშინ ის შეცვლაზე შემოვიდა, საფრანგეთი ჩეხეთის ნაკრებს ეთამაშებოდა, ანგარიში 0-2 იყო ჩეხების სასარგებლოდ, ხოლო თამაშის დასრულებამდე 5 წუთი რჩებოდა, როდესაც ზიდანმა თავისი ცნობილი ცაციათი ჯერ ერთი, ხოლო ორ წუთში თავით გაუტანა ჩეხებს და თავის გუნდს ფრე მოუტანა. ერთი წლის შემდეგ მას პლატინიმ უთხრა – “მეამაყება,რომ ათ ნომრიანი მაისური შენ გაცვია.” შემდეგ ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს – მიიჩნევთ თუ არა თავს პლატინის ღირსეულ შემცვლელად? ზიზუმ უპასუხა – “პლატინი უძლიერესი ფეხბურთელი იყო, ის სამჯერ ზედიზედ დასახელდა ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად,მას საფრანგეთში,იტალიასა და მთელ მსოფლიოში იცნობენ, მეკი უბრალოდ ვცდილობ შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობა."

2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ზიდანისა და მისი კომპანიისთვის კრახით სრულდება, მაშინ ზიდანმა გადაწყვიტა წასულიყო ნაკრებიდან,მაგრამ საბოლოოდ ის დაუბრუნდა ნაკრებს, დაუბრუნდა რათა კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა მსოფლიოსთვის რომ ის გენიალური ზიზუ იყო.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ზიდანი 34 წლის იყო, ალბათ ყველას ემახსოვრება თუ როგორ მოიგო მარტოდ მარტომ ზიდანმა იმ დროისათვის უპირობო ფავორიტს ბრაზილიის ნაკრებს. საფრანგეთი ზიდანის შესანიშნავი თამაშით ფინალს უწია, სადაც მას იტალიის ნაკრები შეხვდა. ფინალში ზიდანი შესანიშნავად თამაშობდა, გოლიც გაიტანა, თუმცა შემდეგ მარკო მატერაცისთან შეკამათება მოუხდა და თავი დაატრყა, რის გამოც მოედნიდან გააძევეს. ეს ბოლო თამაში იყო ზინედის ზიდანის კარიერაში. საფრანგეთის ნაკრებმა ის ფინალი თერთმეტრმეტრიანებში დათმო.

ზიდანი ფეხბურთიდან წავიდა….. წავიდა თავ აწეული და წავიდა როგორც ფეხბურთის გენია, ის სამჯერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად და ორჯერ ევროპის, ასეთივე შედეგი მხოლოდ ბრაზილიელ რონალდოს აქვს.

პირადი ცხოვრება

მას ჰყავს ცოლი და სამი შვილი და არაერთხელ დაუმტკიცებია საზოგადოებისათვის, რომ ოჯახი მისთვის ყველაზე მთავარი იყო და არის. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, მაშინ როდესაც ყველანი აღსანიშნავად ემზადებოდნე, ის თავის პატარა ბავშვს დასაძინებლად ამზადებდა. წვეულებაზე რა თქმა უნდა მოვიდა, მაგრამ დიდი ხნით არდაყოვნდა და მალევე წავიდა, ხოლო რამდენიმე დღეში ცოლთან ერთად იბიცაში წავიდა დასასვენებლად, ვინაიდან ფანების მოსვლას და მილოცვებს ვეღარ აუდიოდა.

კარიერა

პერიოდი კლუბი თამაში/გოლი ტიტული
1988-92 კანი
1992-96 ბორდო ინტერტოტოს თასი
1996-2001 იუვენტუსი იტალიის ჩემპიონი:1997, 1998
იტალიის სუპერ თასი:1997
ევროპის სუპერ თასი:1996
საკონტინენტთაშორისო თასი:1996
2001-2006 რეალი ესპანეთის ჩემპიონი:2003
ესპანეთის სუპერ თასი:2001, 2003
ჩემპიონთა ლიგა:2002
ევროპის სუპერ თასი:2002
საკონტინენტთაშორისო თასი:2002
1994-2006 საფრანგეთი 108/31 მსოფლიოს ჩემპიონი:1998
მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი:2006
ევროპის ჩემპიონი: 2000
პირადი მიღწევები
1998, 2000, 2003 ფიფას ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი
1998 ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი
2006 მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
1998 ჟურნალ მსოფლიო ფეხბურთის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი
2000 ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
2002 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი
1998 ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ნახევარმცველი
1997, 2000, 2001 იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი
1998, 2002 წლის საუკეთესო ფრანგი ფეხბურთელი
1993 საფრანგეთის საუკეთესო ახალგაზრდა ნახევარმცველი
2004 უეფას ოქროს საიუბილეო გამოკითხვა (ბოლო 50 წლის საუკეთესო ფეხბურთელი)

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link GA თარგი:Link GA