ჰეროდე I დიდი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
ახალი გვერდი: მინიატიურა|იუდეველთა მეფე - ჰეროდე '''ჰეროდე I ... |
მ added Category:იუდეის მეფეები using HotCat |
||
ხაზი 4: | ხაზი 4: | ||
== ლიტერატურა == |
== ლიტერატურა == |
||
{{ქსე|11|631|კიკნაძე ზ.}} |
{{ქსე|11|631|კიკნაძე ზ.}} |
||
[[კატეგორია:იუდეის მეფეები]] |
19:23, 6 ივნისი 2013-ის ვერსია
ჰეროდე I დიდი (დ. ძვ. წ. 73 — გ. ძვ. წ. 4) — იუდეველთა მეფე ძვ. წ. 40 წლიდან (ფაქტობრივად 37 წლიდან). წარმოშობით ედომელი. ძვ. წ. 47 წლიდან გალილეის მმართველი იყო. ძვ. წ. 40 წელს რომის სენატმა მეფედ გამოაცხადა, მაგრამ მხოლოდ სამი წლის შემდეგ (5-თვიანი ალყის შემდეგ) შეძლო რომაელთა დახმარებით იერუსალიმის აღება. ატარებდა ქვეყნის ელინიზაციის პოლიტიკას. მარჯვე და სასტიკი განმგებელი იყო. დაუნდობლად უსწორდებოდა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, არ ინდობდა შვილებსა და ნათესავებს. ჰეროდე I-მა ხელახლა ააშენა ქალაქები კესარია და სამარია და შეუდგა იერუსალიმის ტაძრის აღდგენას, რაც თავის სიცოცხლეში ვერ დაასრულა. ცოლად ჰყავდა მაკაბელთა წარმომადგენელი მარიამი. მათეს სახარების თანამხმად (2,1) ჰეროდე I-ის დროს იშვა ქრისტე ბეთლემში; აქვეა (2,16) მოტხრობილი ჰეროდეს მიერ ბეთლემსა და მის შემოგარენში შობილი ყრმების გაჟლეტის ამბავი.
ლიტერატურა
- კიკნაძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 631.