რაფიელ ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: Migrating 2 interwiki links, now provided by Wikidata on d:q3651082 (translate me)
ხაზი 37: ხაზი 37:


{{DEFAULTSORT:ერისთავი, რაფიელ}}
{{DEFAULTSORT:ერისთავი, რაფიელ}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1824]]
[[კატეგორია:დაბადებული 1824]]

16:59, 30 მაისი 2013-ის ვერსია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ერისთავი (მრავალმნიშვნელოვანი).

რაფიელ დავითის ძე ერისთავი (დ. 9 აპრილი/21 აპრილი, 1824, სოფ. ქვემო ჭალა, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 19 თებერვალი/4 მარტი, 1901, თელავი) — ქართველი პოეტი, დრამატურგი, ლექსიკოლოგი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი.

ბიოგრაფია

ბავშვობა და ცხოვრების საუკეთესო წლები რ. ერისთავმა გაატარა კახეთის სოფელ ქისტაურში. ქართული წერა-კითხვა მას დედამ შეასწავლა, ხოლო რუსული ენა – საგანგებოდ მოწვეულმა მასწავლებელმა. 7 წლის რაფიელი თელავის სამაზრო სასწავლებელში შეუყვანიათ, მაგრამ რაფიელის მამას არ მოსწონებია იქაური სწავლების რეჟიმი (ქართული ენის უგულებელყოფა) და 1831 წელს თავისი ვაჟი შუამთის მონასტრის ხელმძღვანელ ფილადელფოს კიკნაძისათვის მიუბარებია. ერთი წლის შემდეგ ფილადელფოსი 1832 წლის შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს. 1833 წელს რაფიელი მშობლებმა გორში გადაიყვანეს სასწავლებლად. 1836 წლიდან რაფიელი თბილისში ცხოვრობს, სადაც 1845 წელს წარმატებით ამთავრებს გიმნაზიას.

სწავლის გაგრძელება რ. ერისთავმა უსახსრობის გამო ვერ მოახერხა და 1847 წელს თარჯიმნად დაიწყო მუშაობა თუშ-ფშავ-ხევსურეთში. 1849 წელს იგი გადაიყვანეს სამუშაოდ ამიერკავკასიის მთავარი სამმართველოს კანცელარიაში, სადაც 1851 წელს მაგიდის უფროსის თანაშემწედ დანიშნეს.

რაფიელ ერისრთავის საფლავი

რ. ერისთავი გიმნაზიის დამთავრებისთანავე ჩაება საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. მისი ლიტერატურული ურთიერთობა ქართველოლოგ აკადემიკოს მარი ბროსესთან, ჯერ კიდევ მწერლის სიჭაბუკის წლებში, ქართული კულტურის სიყვარულით იყო შთაგონებული. მარი ბროსესა და რ. ერისთავის მიმოწერა მეტად საინტერესოა XIX საუკუნის 50-იანი წლების საზოგადოებრივი ცხოვრებისა და საქართველოს კულტურული ვითარების შესწავლის თვალსაზრისით.

1852 წლის „ცისკარში“ (№ 7) დაიბეჭდა ახალგაზრდა პოეტის პირველი ლექსები – „დარიგება“ და „ყვავილს“. რაფიელ ერისთავი აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ „კავკაზში“. გაზეთის ფურცლებზე იბეჭდებოდა მისი მიმოხილვები, ეთნოგრაფიულ-ისტორიული წერილები.

1855 წელს რ. ერისთავი ქუთაისში გადაიყვანეს განსაკუთრებულ დავალებათა უფროს მოხელედ. 1857 წლიდან 1867 წლამდე იგი ზუგდიდის მაზრის უფროსად მუშაობდა და ხელმძღვანელობდა სამეგრელოში საგლეხო რეფორმის გატარებას. თბილისიდან ქუთაისამდე მგზავრობა და იმერეთის შთაბეჭდილებანი რ. ერისთავმა აღწერა სტატიების სერიაში „წერილები იმერეთიდან“ („კავკაზი“, 1857 წ.).

მემორიალური ქვა ერისთავის პირველ საფლავზე სოფელ ქისტაურში

1889 წლის მარტიდან 1896 წლის ოქტომბრამდე რ. ერისთავი კვლავ სახელმწიფო სამსახურში, კავკასიის საცენზურო კომიტეტში იმყოფებოდა ცენზორის თანამდებობაზე.

1896 წელს რ. ერისთავმა დაასრულა თავისი შრომა სვანეთის შესახებ და „ნოვოე ობოზრენიეში“ დაბეჭდა. იმავე წელს მან თავი დაანება სამსახურს და ცხოვრების უკანასკნელი წლები თავის მშობლიურ კუთხეში გაატარა.

მიუხედავად ღრმა მოხუცებულობისა, რაფიელ ერისთავი სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე განაგრძობდა შემოქმედებითს მუშაობას. ბოლო ხანებში იგი მუშაობდა ოპერის („ნუგზარ“) ლიბრეტოზე, რომელიც დაუმთავრებელი დარჩა

რაფ. ერისთავის მოღვაწეობის 50 წლის იუბილე, დიდი ზეიმით იქნა გადახდილი 1895 წლის ოქტომბერში. 1899 წლიდან რაფიელი ხშირად ავადმყოფობდა.

1901 წლის იანვარში რ. ერისთავის ჯანმრთელობა გაუარესდა და 4 მარტს იგი 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. თელავიდან პოეტის ნეშტი წაასვენეს სოფ. ქისტაურში. მიცვლებულის კუბოს ზღვა ხალხი აცილებდა. პროცესიას წინ მიუძღვოდნენ ძაძებით მორთულიხევსური ცხენოსნები. მთელი გზა მოფენილი ყოფილა ღვიით, დაფნით და სუროთი. გზის გაყოლებით მარჯვნივ და მარცხნივ შუამთაში, იყალთოში, ალავერდში გამუდმებით რეკავდნენ ზარები. ქისტაურში პოეტის ნეშტი დაიტირა მისმა საყვარელმა მდაბიო ხალხმა და მოწიწებით მიაბარა მშობლიურ მიწას.

1911 წელს აკაკი წერეთელმა ინახულა რაფიელის საფლავი ქისტაურში და პანაშვიდი გადაუხადა.

1938 წელს რაფიელ ერისთავის ნეშტი თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში გადმოასვენა.

ამჟამად სოფელ ქისტაურში მოქმედებს პოეტის სახელობის სახლ-მუზეუმი.

რესურსები ინტერნეტში