დიმიტრი ბაგრატიონი (პოეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 10: ხაზი 10:
{{DEFAULTSORT:ბაგრატიონი, დიმიტრი (პოეტი)}}
{{DEFAULTSORT:ბაგრატიონი, დიმიტრი (პოეტი)}}


[[კატეგორია: ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1746]]
[[კატეგორია:დაბადებული 1746]]

13:34, 26 მაისი 2013-ის ვერსია

ტერმინს „ბაგრატიონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბაგრატიონი.

დიმიტრი გიორგის ძე ბაგრატიონი(დ. 1746 ― გ. 1826), ქართველი პოეტი, მთარგმნელი. ბაგრატიონთა ქართლის შტოს შთამომავალი.

მონაწილეობდა ერეკლე II-ის ცენტრალისტური პოლიტიკით უკმაყოფილო თავადთა შეთქმულებაში, რის გამოც მამულები ჩამოართვეს და საქართველოდან გააძევეს. ცხოვრობდა მოსკოვში, განწესდა სამხედრო სამსახურში, მიიღო კაპიტნის წოდება. ზოგიერთი ცნობით, მონაწილეობდა რუსეთის 1812 სამამულო ომში. ბაგრატიონს ეკუთვნის თეიმურაზ I-ის თხზულების მობაძვით დაწერილი "წამება ქეთევან დედოფლისა" (დაიბეჭდა პეტერბურგში,1819; ძველი ქართულ ლიტერატურაში ბაგრატიონი პირველი პოეტია, რომლის ნაწარმოები ავტორის სიცოცხლეშივე გამოქვეყნდა); პროზაული თხზულება "ღამის ალერსი"; ლექსები "ჩემო მთვარეო", "ნანა", "სულის ყვავილი"; გალექსილი "შესაქმე და სხვ. ბაგრატიონის შემოქმედებაში გამოვლინდა ე. წ. აღორძინების ხანის ქართული მწერლობისათვის დამახასიათებელი სოფლის მდურვის მოტივი, რომელსაც საფუძვლად სამშობლოსაგან მოშორება და პოლიტიკური მიზნების კრახი ედო. პოეტმა თავისი თხზულებები გააერთიანა კრებულში "დიმიტრიანი". ბაგრატიონი ქართული ანდაზების პირველი შემკრებია; თარგმნა რუსულიდან სამოელ რაბინის "ოქროს აღნაქვსი" და "ისტორია დაწყებისა განხეთქილებისა შორის ბერძენთა და რომაელთა გამოსცლისათვის სულისა წმიდისა".

ლიტერატურა

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
  • ნაკაშიძე რ., დიმიტრი ბაგრატიონი, «მაცნე»,1967, № 3;
  • რუხაძე ტ., ძველი ქართული ლირიკის ისტორიიდან, თბ., 1954;
  • მიქაძე გ., ქსე, ტ. 2, გვ. 130-131, თბ., 1977