ტრიათლონი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Tri swim bike run.jpg|thumb|300px]]
[[ფაილი:Tri swim bike run.jpg|thumb|300px]]
'''ტრიათლონი''' ({{lang-en|Triathlon}}, {{lang-ru|Триатлон}}) — სპორტის კომპლექსური და ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობა. რომელიც მოიცავს [[ველორბოლა]]ს, [[ცურვა]]სა და მარათონულ რბენას. [[ტრიათლონის ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის|კაცთა]] და [[ტრიათლონის ევროპის ჩემპიონატი ქალთა შორის|ქალთა]] შორის ევროპის ჩემპიონატი იმართება 1985 წლიდან; [[ტრიათლონის მსოფლიო ჩემპიონატი|მსოფლიოს ჩემპიონატი]] — 1989 წლიდან, ხოლო [[ოლიმპიური თამაშები]]ს პროგრამაშია 2000 წლიდან.
'''ტრიათლონი''' — სპორტის კომპლექსური და ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობა. რომელიც მოიცავს [[ველორბოლა]]ს, [[ცურვა]]სა და მარათონულ რბენას. [[ტრიათლონის ევროპის ჩემპიონატი კაცთა შორის|კაცთა]] და [[ტრიათლონის ევროპის ჩემპიონატი ქალთა შორის|ქალთა]] შორის ევროპის ჩემპიონატი იმართება 1985 წლიდან; [[ტრიათლონის მსოფლიო ჩემპიონატი|მსოფლიოს ჩემპიონატი]] — 1989 წლიდან, ხოლო [[ოლიმპიური თამაშები]]ს პროგრამაშია 2000 წლიდან.


==შეჯიბრება==
==შეჯიბრება==

18:18, 24 მაისი 2013-ის ვერსია

ტრიათლონი — სპორტის კომპლექსური და ერთ-ერთი ყველაზე რთული სახეობა. რომელიც მოიცავს ველორბოლას, ცურვასა და მარათონულ რბენას. კაცთა და ქალთა შორის ევროპის ჩემპიონატი იმართება 1985 წლიდან; მსოფლიოს ჩემპიონატი — 1989 წლიდან, ხოლო ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია 2000 წლიდან.

შეჯიბრება

ტრიათლონის დროს ასპარეზობა ტარდება სამ სხვადასხვა დისტანციაზე: მოკლე დისტანცია – ცურვა 1,5 კმ, ველორბოლა 40 კმ, რბენა 10 კმ; გრძელი დისტანცია – შესაბამისად, ცურვა 2,5 კმ, ველორბოლა 80 კმ და რბენა 20 კმ. “რკინის კაცის” დისტანცია – ცურვა 3,8 კმ, ველორბოლა 180 კმ და რბენა 42,195 კმ (მარათონი).

შეჯიბრება ცურვით იწყება. სპორტსმენს აცვია ელასტიკური კოსტიუმი, რომელიც გამოსადეგია ტრიათლონში შემავალი სამივე სახეობისათვის. მისი სისქე 3 მმ არ უნდა აღემატებოდეს. აკრძალულია რაიმე დამატებითი სამარჯვების გამოყენება (ფარფლები და სხვა). მონაწილენი სტარტს თავთხელიდან იღებენ. მარშრუტი მონიშნულია ერთმანეთისგან 50 მეტრით დაშორებული ტივტივებით. თუ წყლის ტემპერატურა ნორმაზე დაბალია, შეჯიბრება არ ჩატარდება. ლიდერისგან 25 მეტრით წინ მიცურავს ნავი, რომელიც შეჯიბრების მონაწილეებს მოძრაობის მიმართულებას უჩვენებს. საკმარისია სპორტსმენმა ხელი ასწიოს, რომ მას მაშინვე დახმარებას გაუწევენ.

ველორბოლა იწყება ცურვის ეტაპის დამთავრებისთანავე. ტრიათლონის ველოსიპედი შემსუბუქებული მოდელისაა და დურალუმინის ბორბლები აქვს. ველოსიპედისტისთვის სავალდებულოა ჩაფხუტი, რომელსაც მისი პირადი ნომერი უნდა ეწეროს. რბენა შეჯიბრების ბოლო ეტაპია. მისი ფინიში ერთდროულად მთელი შეჯიბრების ფინიშიც არის.

რესურსები ინტერნეტში