ოდესა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 57: ხაზი 57:
* [http://www.2odessa.com საინფორმაციო გვერდი ოდესის შესახებ]
* [http://www.2odessa.com საინფორმაციო გვერდი ოდესის შესახებ]
* [http://www.odessa.ua ოფიციალური ვებ-გვერდი]
* [http://www.odessa.ua ოფიციალური ვებ-გვერდი]
{{უკრაინის ადმინისტრაციული განყოფილებები}}


{{უკრაინის ადმინისტრაციული განყოფილებები}}
{{სსრკ-ის გმირი ქალაქები}}


[[კატეგორია:ოდესა|*]]
[[კატეგორია:ოდესა|*]]

07:49, 8 მაისი 2013-ის ვერსია

ქალაქი
ოდესა
Одеса

პოტიომკინის საფეხურები (აშენდა 1834–1841).
დროშა გერბი

ქვეყანა უკრაინის დროშა უკრაინა
ოლქი ოდესა
შიდა დაყოფა 4 რაიონი
კოორდინატები 46°28′00″ ჩ. გ. 30°44′00″ ა. გ. / 46.46667° ჩ. გ. 30.73333° ა. გ. / 46.46667; 30.73333
მერი ედვარდ გუვიცი
დაარსდა 1794
პირველი ხსენება 1415
ამჟამინდელი სტატუსი 1794
ფართობი 236.9 კმ²
ცენტრის სიმაღლე 40
მოსახლეობა 1,080,000 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 6,141 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1,191,000
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი +380 48
საფოსტო ინდექსი 65000 — 65480
საავტომობილო კოდი BH და НН / 16
ოფიციალური საიტი odessa.ua
ოდესა — უკრაინა
ოდესა

ოდესა (უკრ.: Одеса, Odesa; რუს.: Одесса) — ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ უკრაინაში, უმნიშვნელოვანესი პორტი შავ ზღვაზე და ოდესის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქის მოსახლეობა 2004 წლის მონაცემებით იყო 1.012.500 ადამიანი.

ოდესა 1819-1858 წლებში თავისუფალი პორტი (პორტო ფრანკო) იყო. საბჭოთა პერიოდში სსრკ-ის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პორტი და სამხედრო სანაოსნო ბაზა გახდა. 2000 წლის 1 იანვარს ოდესის სავაჭრო პორტის კარანტინის მისადგომი თავისუფალ პორტად და თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადდა 25 წლის ვადით.

ოდესა თბილ წყალზე მდებარეობს, თუმცა მისი სამხედრო მნიშვნელობა საკმაოდ შეზღუდულია. თურქეთის მიერ დარდანელის სრუტესა და ბოსფორზე კონტროლის დაწესებამ ნატოს შესაძლებლობა მისცა ოდესიდან ხმელთაშუა ზღვაზე მიმოსვლა შეეზღუდა. ქალაქს ორი მნიშვნელოვანი პორტი აქვს: თავად ოდესა და იუჟნი (საერთაშორისო მნიშვნელობის ნავთობ ტერმინალი), რომელიც ქალაქის გარეუბანში მდებარეობს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პორტი, ილიჩევსკი, იმავე ობლასტში მდებარეობს, ოდესის სამხრეთ-დასავლეთით. ერთობლიობაში ეს სამი პორტი და სარკინიგზო სისტემა მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძს წარმოადგენს. ოდესის ნავთობ და ქიმიურ-გადამმუშავებელი ქარხნები რუსეთისა და ევროპის ქსელებთან სტრატეგიული მნიშვნელობის სადენებით არის დაკავშირებული.

ოდესა სიდიდით მეხუთე ქალაქია უკრაინაში და ასევე მისი ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი. მე-19 საუკუნეში ის იყო იმპერიული რუსეთის მესამე ქალაქი მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის შემდეგ. ქალაქის ისტორიულ არქიტექტურას უფრო ხმელთაშუა იერი დაჰკრავს ვიდრე რუსული, ფრანგული და იტალიური მიმდინარეობების გავლენით. ოდესისთვის ყოველთვის იყო დამახასიათებელი თავისუფალი ნება და იუმორი, შესაძლოა მისი მდებარეობისა და მულტიკულტურიზმის წყალობით.

რესურსები ინტერნეტში