იოსებ იმედაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მმ*|იმედაშვილი}}
'''იოსებ ზაქარიას ძე იმედაშვილი''' (დ. [[20 აპრილი]], [[1876]], სოფ. [[ხაშმი]], ახლანდელი [[საგარეჯოს რაიონი]] - გ. [[5 მაისი]], [[1952]], [[თბილისი]]), [[ქართველები|ქართველი]] მწერალი, საზოგადო მოღვაწე.
 
==ბიოგრაფია==
ბავშვობა მწყემსობაში გაატარა. სწავლობდა [[თბილისის სახელოსნო სასწავლებელი|თბილისის სახელოსნო სასწალებელში]]. 1890-იანი წლებიდან ეწეოდა რევოლუციურ აგიტაციას თბილისის ქარხნებსა და რკინიგზის სახელოსნოებში, ავრცელებდა არალეგალურ ლიტერატურას. 1903 წლიდან რსდმპ-ია წევრი იყო. 1906 წელს აირჩიეს I სახელმწიფო სათათბიროს ამომრჩევლად. 1905-1906 წლებში ხელმძღვანელობდა ივრის ხეობის, ე. წ. "გარეკახეთის„გარეკახეთის ერთობის"ერთობის“, რესოლუციურ მოძრაობას. 1905 წელს თბილისში გლეხთა რაზმთან ერთად პროტესტით წარუდგა მეფის ნაცვალს გურიაში დამსჯელი რაზმების გაგზავნის გამო. 1910 წელს რევოლიციურ-პროპაგანდისტული მუშაობისათვის 4 წლის კატორღა მიუსაჯეს, რაც ავადმყოფიბის გამო მეტეხის ციხეში პატიმრობით შეუცვალეს.
 
იმედაშვილი ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურისა და კულტურის სარბიელზე. ბეჭდვა დაიწყო [[1895]] წლიდან. [[1893]] ავჭალის, ხოლო [[1902]] წელს ავლაბრის მუშათა თეატრების დამაარსებელთაგანი და პირველი რეჟისორი იყო. შეადგინა და გამოსცა ორიგინალური და თარგმნილი პიესების ორი კრებული - "ცხოვრების„ცხოვრების სარკე"სარკე“ ([[1899]], [[1901]]). [[1902]] წელს გამოსცა [[მაქსიმ გორკი]]ს მოთხრობათა პირველი ქართული თარგმანების კრებული. [[1903]] წლიდან გამოაქვეყნა ურბანისტული შინაარსის მოთხრობები, სატირული რომანი "აახ„აახ-ვაახ"ვაახ“, ლექსთა რამდენიმე წიგნაკი ("სიყვარულის„სიყვარულის ძალა"ძალა“, [[1904]]; "პროლეტარიატის„პროლეტარიატის ჰიმნი"ჰიმნი“, [[1905]]; "წითელი„წითელი დროშა"დროშა“, [[1904]]) და სხვა. [[1904]] წელს გამოსცა პირველი "უცხო„უცხო სიტყვათა ლექსიკონი"ლექსიკონი“ (II, III გამოც. [[1918]], [[1928]]). რედაქტორობდა ჟურნალს [[თეატრი და ცხოვრება|"თეატრი და ცხოვრება"]], გაზეთებს [[ხალხის ერთობა|"ხალხის ერთობა"]], შემდეგ "ხალხის„ხალხის თავისუფლება"თავისუფლება“. ავტორია რომანებისა "განახლებული„განახლებული სიცოცხლე"სიცოცხლე“ ([[1919]]-[[1921]]) და "ციბრუტი"„ციბრუტი“ (1940). [[1920-იანები|1920-იან წლებში]] ცალკე წიგნებად გამოიცა იმედაშვილის პიესები ("ნამუსიანი„ნამუსიანი ხალხი"ხალხი“, "ალების„ალების ცეკვა"ცეკვა“, "მზე„მზე ჩაწსვება"ჩაწსვება“ და სხვა) და პოემები ("მზეთა„მზეთა-მზე"მზე“, "მშვენიერა"„მშვენიერა“). მას ეკუთვნის აგრეთვე პიესები "იოსებ„იოსებ ლაღიაშვილი"ლაღიაშვილი“ ([[1920]]), "უკანასკნელი„უკანასკნელი დედოფალი"დედოფალი“ ([[1929]]). ისტორიულ-ბიოგრაფიული ნარკვევები ლადო აღნიაშვილისა და ივანე როსტომაშვილზე. ლიტერატურული და თეატრალური წერილები, მოგონებები, თარგმანები სომხური და აზერბაიჯანული ენებიდან. შეადგინა "ქართველ„ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი"ლექსიკონი“ ([[ძვ. წ. IV -საუკუნე|ძვ. წ. IV]] — [[XX საუკუნე|ახ. წ. XX სს.]], არ გამოქვეყნებულა).
 
==ლიტერატურა==
*{{ქსე|5|112|იმედაშვილი გ.}}
 
 
{{DEFAULTSORT:იმედაშვილი, იოსებ}}
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1876]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1952]]

სანავიგაციო მენიუ