ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება: განსხვავება გადახედვებს შორის
მ დაცულია "ვიკიპედია:ლიტერატურის მითითება" [edit=autoconfirmed:move=autoconfirmed] |
მNo edit summary |
||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
{{სახელმძღვანელო}} |
{{სახელმძღვანელო|[[ვპ:წყარო]]}} |
||
{{ნაჭუჭი|მასალა, რომელიც შესაძლოა საკამათო გახდეს საჭიროებს [[ვიკიპედია:სარწმუნო წყაროები|სარწმუნო წყაროების]] მითითებას. ამ გვერდზე ახსნილია, თუ როგორ უნდა მიუთითოთ სტატიაში წყაროები.}} |
{{ნაჭუჭი|მასალა, რომელიც შესაძლოა საკამათო გახდეს საჭიროებს [[ვიკიპედია:სარწმუნო წყაროები|სარწმუნო წყაროების]] მითითებას. ამ გვერდზე ახსნილია, თუ როგორ უნდა მიუთითოთ სტატიაში წყაროები.}} |
||
{{სარჩევი მარჯვნივ}} |
{{სარჩევი მარჯვნივ}} |
22:45, 1 ივნისი 2007-ის ვერსია
ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
ორი სიტყვით: მასალა, რომელიც შესაძლოა საკამათო გახდეს საჭიროებს სარწმუნო წყაროების მითითებას. ამ გვერდზე ახსნილია, თუ როგორ უნდა მიუთითოთ სტატიაში წყაროები. |
ციტატა
1. თუ ციტატის ავტორის ან წყაროს მითითება ხდება ტექსტში ციტატის შემდეგ, მაშინ ის უნდა ჩაისვას ფრჩხილებში.
- “...ციტატა...” (ი.ჭავჭავაძე)
- “...ციტატა...” (ი.ჭავჭავაძე, “ქვათა ღაღადი”)
- “...ციტატა...” (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია)
2. თუ ციტატის წყაროს თაობაზე უფრო დაწვრილებით გსურთ მითითება, იგი განათავსეთ სტატიის ბოლოში, სექციაში “გამოყენებული ლიტერატურა” და გადასვლის ადგილთან ჩაწერეთ ასეთი ბმული:
“...ციტატა...”
[[#გამოყენებული ლიტერატურა|ქართული საბჭოთა ენციკლოპედია]]
სქოლიო
თუ ტექსტში ციტატას არ იყენებთ, მაგრამ აკეთებთ მითითებას (ბმულს) გამოყენებული ლიტერატურის სექციის რომელიმე სტრიქონზე, მაშინ ჩაწერეთ ასე:
<sup>[[#გამოყენებული ლიტერატურა|ნომერი სიაში]]</sup>
სექცია “ლიტერატურა”
ვინაიდან ვიკიპედიის გამოყენება განსაზღვრულია აგრეთვე ბეჭდვითი ფორმით, სტატიების ბოლოს ერთმანეთისაგან უნდა გამოიყოს მითითები ბეჭდვით პროდუქციაზე და ინტერნეტის რესურსებზე. ამიტომ რეკომენდებულია სტატიის შემდეგ დაიწეროს ჯერ “ლიტერატურა”, შემდეგ “იხილეთ აგრეთვე” (ვიკიპედიის შიგა ბმულები), ბოლოს კი - “ინტერნეტის რესურსები” (გარე ბმულები).
თუ “ლიტერატურის” ბლოკში ჩამოთვლილია მხოლოდ გამოყენებული ლიტერატურა, მაშინ სექციასაც ასე უნდა ეწოდოს. თუ იქვე მიუთითებთ ასევე რეკომენდებულ ლიტერატურას, რომლის გაცნობასაც ურჩევთ მკითხველს, მაშინ სექციას დაარქვით “ლიტერატურა”, რომელიც ორი განაყოფი ექნება: “გამოყენებული ლიტერატურა” და “რეკომენდებული ლიტერატურა”.
სტილი
- ლიტერატურის სიაში ჯერ მიუთითეთ ქართულენოვანი წყაროები, შემდეგ უცხოენოვანი.
- წყაროს ავტორი იწერება კურსივით.
- წყაროს სათაური იწერება ნორმალური შრიფტით ფრჩხილების გარეშე, მას მოსდევს ტომის (წიგნის) ნომერი, გვერდების ნომერი.
- შემდეგ იწერება ტირე და სხვა პარამეტრები: გამოცემის ქალაქი, გამომცემლობის სახელი, გამოცემის წელი, ISBN კოდი (თუ ცნობილია თქვენთვის).
- წყაროს აღმწერი პარამეტრები ერთმანეთისაგან გამოყავით მძიმეებით.
მაგალითი:
- ს.ს. ორბელიანი. ლექსიკონი ქართული, ტ. I, გვ. 95 - თბილისი, “მერანი”, 1998.