იაკი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 39: ხაზი 39:


[[კატეგორია:ძროხისებრნი]]
[[კატეგორია:ძროხისებრნი]]
[[კატეგორია:შინაური ცხოველები]]
[[კატეგორია:ტრანსპორტის სახეები]]
[[კატეგორია:ტრანსპორტის სახეები]]

19:27, 14 აპრილი 2013-ის ვერსია

აზავერი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  წყვილჩლიქოსნები
ქვეოჯახი:  ძროხისებრნი
სახეობა:  აზავერი
ლათინური სახელი
Bos Poephagus grunniens
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 2892

აზავერი (Bos Poephagus grunniens), წყვილჩლიქოსანი ცხოველი ძროხისებრთა ქვეოჯახისა. გარეული იაკი შემორჩენილია ტიბეტის მთებში (ზღვის დონიდან 4500 მ-მდე). მანდაოს არეში აქვს კუზი. ფერად შავი ან წაბია, ხერხემლის გასწვრივ გასდევს ღია შეფერილობის ზოლი. სხეული დაფარულია ხშირი თივთივის ბეწვით. გვერდებზე და მუცელზე ბეწვი ფოჩივით აქვს ჩამოგრძელებული. შინაური აზავერი გარეულზე პატარაა. ხარის საშუალო სიმაღლე ნიდაოში 120-135 სმ, ცოცხალი წონა 400-450 კგ. ფურისა, შესაბამისად, - 105-120 სმ, 270-300 კგ. აზავერი საშუალო წლიურად 300-350 კგ იწველის. რძის ცხიმიანობაა 6-7%. ხორცი მაგარია, მაგრამ გემრიელი. ცხოველთა 30% ურქოა. აზავერს აშენებენ მაღალმთიან ადგილებში - ცენტრალურ აზიაში, ჰიმალაის მთებში, დასავლეთ ჩინეთში, ჩრდილოეთ მონღოლეთში, ყირგიზეთში, მთიანი ალთაის და ტუვის ავტონომიურ ოლქებში, სადაც უბადლო სასაპალნე და საჯდომი ცხოველია. ძროხასთან შეჯვარებით აზავერი იძლევა ჰიბრიდს (ნაყოფიერია მხოლოდ დედალი ჰიბრიდი).

წერილობითი წყაროების მოწმობით, ადრინდელი შუა საუკუნეების საქართველოში ფართოდ ყოფილა გამოყენებული საოჯახო მეურნეობაში, შორ გზაზე ბარგის გადასაზიდად, აგრეთვე მშენებლობაში. აზავერი მოხსენიებულია „ვეფხისტყაოსანშიც“. ზოგიერთი ხალხი (აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ აფრიკა და სხვა) დღესაც იყენებენ ხარს ტვირთის საკიდრად და შესაჯდომად. სასაპალნე ხარს კეხს ადგამენ. შემდგომ ხარს აღვირი ნესტოებზე აქვს დამაგრებული.

წერილობითი წყაროების მოწმობით, ადრინდელი შუა საუკუნეების საქართველოში ფართოდ ყოფილა გამოყენებული საოჯახო მეურნეობაში, შორ გზაზე ბარგის გადასაზიდად, აგრეთვე მშენებლობაში. აზავერი მოხსენიებულია „ვეფხისტყაოსანშიც“. ზოგიერთი ხალხი (აღმოსავლეთ აზია, ჩრდილოეთ აფრიკა და სხვა) დღესაც იყენებენ ხარს ტვირთის საკიდრად და შესაჯდომად. სასაპალნე ხარს კეხს ადგამენ. შემდგომ ხარს აღვირი ნესტოებზე აქვს დამაგრებული.

გავრცელება

ტიბეტის პლატოჩინეთის, ინდოეთისა და ნეპალის ფარგლებში.

საკვები

ბალახი, ხავსი, მცენარეულობა.

კონსერვაციული სტატუსი

დღეისთვის ბუნებაში ძალიან ცოტა გარეული აზავერი დარჩა. შეტანილია IUCN-ის საერთაშორისო ჭითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.

ლიტერატურა

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იაკი&oldid=2454519“-დან