რიო-დე-ლა-პლატა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 54 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q35827
Bot: 1 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q35827
ხაზი 25: ხაზი 25:
[[კატეგორია:არგენტინის მდინარეები]]
[[კატეგორია:არგენტინის მდინარეები]]
[[კატეგორია:ურუგვაის მდინარეები]]
[[კატეგორია:ურუგვაის მდინარეები]]

[[eu:Rio de la Plata]]

00:23, 26 მარტი 2013-ის ვერსია

რიო-დე-ლა-პლატის რუკა
ნასას ფოტო
რიო-დე-ლა-პლატის აუზის რუკა

რიო-დე-ლა-პლატა (ესპ. Río de la Plata - ვერცხლის მდინარე) — მდინარე და ესტუარი სამხრეთ ამერიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ზოლში. წარმოიქმნება არგენტინა-ურუგვაის საზღვართან, მდინარეების — პარანისა და ურუგვაის შერწყმით. გააჩნია ძაბრის ფორმა. მისი სიგრძე 290 კმ-ია.

რიო-დე-ლა-ლპატის შიდა მხარის სიგანე 2 კმ-ია, ხოლო ოკეანესთან მოსაზღვრე უბნის 220 კმ.[1] მის მცირე მონაკვეთზე არგენტინა-ურუგვაის სახელმწიფო საზღვარი გაედინება. მის სანაპირო ზოლზე მდებარეობს ამ ორი ქვეყნის დედაქალაქები და უმთავრესი საზღვაო პორტები, ბუენოს-აირესი სამხრეთ-დასავლეთით და მონტევიდეო ჩრდილო-აღმოსავლეთით. ესტუარის სანაპირო ზოლი არგენტინისა და ურუგვაის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ არეალს წარმოადგენს.[2]

გეოგრაფთა ნაწილი რიო-დე-ლა-პლატას ატლანტის ოკეანის განაპირა ზღვად ან ყურედ მიიჩნევს, მეორე ნაწილს კი ის მდინარედ მიაჩნია.[2] თუ ამ უკანასკნელებს დავეთანხმებით, მაშინ რიო-დე-ლა-პლატა მსოფლიოში ყველაზე განიერი მდინარე გამოდის, მაქსიმალური სიგანით 220 კმ და საერთო ფართობით 35 000 კმ². [2]

მიუხედავად ამისა, რიო-დე-ლა-პლატა ყველანაირად ამჟღავნებს ესტუარის თვისებებს, აქ მტკნარი წყალი და ზღვის წყალი ერთამნეთშია შერეული. მტკნარი წყალი ესტუარში მიდნარე ურუგვაისა და პარანას ჩამოაქვთ, მათ შორის პარანა მსოფლიოს ერთ-ერთ უგრძეს მდინარეა. ბოლო დროს, ესტუარში შეინიშნება მოქცევა, რომელიც პარანისა და ურუგვაის სიღრმეშიც კი აღწევს.[2]

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Fossati, Monica. Salinity Simulations of the Rio de la Plata. International Conference on Estuaries and Coasts. ციტირების თარიღი: 11 August 2010.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Río de la Plata. ბრიტანიკა. ციტირების თარიღი: 11 August 2010.