დეივიდ ლენგი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: en:David Marshall Lang
Bot: 6 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q2993294
ხაზი 39: ხაზი 39:
[[კატეგორია:დაბადებული 1924]]
[[კატეგორია:დაბადებული 1924]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1991]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1991]]

[[en:David Marshall Lang]]
[[hy:Դեյվիդ Լենգ]]
[[xmf:დევიდ მარშალ ლენგი]]
[[pl:David Marshall Lang]]
[[ru:Лэнг, Дэвид Маршалл]]
[[uk:Ленґ Девід Маршал]]

08:03, 18 მარტი 2013-ის ვერსია

დეივიდ მარშალ ლენგი
David Marshall Lang
დაბ. თარიღი 6 მაისი, 1924
დაბ. ადგილი კენტის საგრაფო, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
გარდ. თარიღი 20 მარტი, 1991
გარდ. ადგილი Harlow
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა ახალი დროის ისტორიკოსი, ისტორიკოსი[1] , არმენოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი[1] და მეცნიერი[1]
მუშაობის ადგილი ლონდონის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი კემბრიჯის უნივერსიტეტი

დეივიდ მარშალ ლენგი (ინგლ. David Marshall Lang; დ. 6 მაისი, 1924, კენტის საგრაფო — გ. 20 მარტი, 1991) — ინგლისელი კავკასიოლოგი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე. ლონდონის უნივერსიტეტის კავკასიათმცოდნეობის პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1968). სწავლობდა კემბრიჯის წმინდა იოანეს კოლეჯში. მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დროს იყო ბრიტანეთის საელჩოს მდივანი ირანში. 1946 წლიდან დაიწყო რუსეთისა და კავკასიის ისტორიის შესწავლა. 1949 წლიდან ქართულს ასწავლიდა ლონდონის უნივერსიტეტში, 1952-1953 წლებში მუშაობდა ევროპასა და აშშ-ში. დეივიდ მარშალ ლენგი იკვლევდა ქართულ სასულიერო და საერო ლიტერატურას. 1951 წელს საგანგებო წერილი მიუძღვნა პეტრე იბერის ვინაობის საკითხს. 1963 წელს ორიენტალისტთა მოსკოვის XXV საერთაშორისო კონგრესის შრომებში დაიბეჭდა ლენგის გამოკვლევა „შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის პრობლემები“. მან გამოავლინა „სიბრძნე ბალავარისას“ ქართული იერუსალიმური ნუსხა და 1966 წელს გამოსცა მისი თარგმანი ინგლისურ ენაზე. ამავე წელს ლონდონში დაიბეჭდა ლენგის ნარკვევი „ქართული ლიტერატურის განვითარების საფეხურები“, 1970 წელს — „ხალხური და კურტუაზული ელემენტები ქართულ ეპოსში“.

დეივიდ მარშალ ლენგი იკვლევდა საქართველოს ისტორიის ახალ პერიოდს. 1957 წელს გამოსცა წიგნი „ქართული მონარქიის უკანასკნელი წლები. 1658-1832“, ხოლო 1962 წელს დაიბეჭდა „საქართველოს ახალი ისტორია. XIX-XX“. ლენგმა ნარკვევები მიუძღვნა გიორგი ბრწყინვალის მეფობას, ქართველთა მოღვაწეობას ირანში სეფიანთა დინასტიის დამხობის ხანაში, ვახტანგ VI-ის ურთიერთობას საფრანგეთთან, ტოტლებენის მეთაურობით რუსთა ჯარების ყოფნას საქართველოში 1769-1771 წლებში და სხვ.

მის კალამს ეკუთვნის მიმოხილვითი საცნობარო წიგნი „ქართველები“ (1966). ლენგის რამდენიმე ნარკვევი ეხება ქართული ნუმიზმატიკის საკითხებს.

თხზულება

  • ქართველოლოგიური კვლევა-ძიება ოქსფორდში «ცისკარი», 1957, №4.

ლიტერატურა

  1. 1.0 1.1 1.2 Czech National Authority Database