პროტესტანტული რეფორმაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: ang:Cirice Ednīwung
Bot: 92 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q12562
ხაზი 47: ხაზი 47:
{{Link FA|pt}}
{{Link FA|pt}}
{{Link FA|vi}}
{{Link FA|vi}}

[[af:Protestantse Hervorming]]
[[als:Reformation]]
[[an:Reforma Protestant]]
[[ang:Cirice Ednīwung]]
[[ar:إصلاح بروتستانتي]]
[[arz:تعديل بروتيستانتى]]
[[ast:Reforma protestante]]
[[az:Reformasiya]]
[[bat-smg:Refuormacėjė]]
[[be:Рэфармацыя]]
[[be-x-old:Рэфармацыя]]
[[bg:Реформация]]
[[br:Disivoud protestant]]
[[bs:Reformacija]]
[[ca:Reforma Protestant]]
[[cs:Reformace]]
[[cy:Y Diwygiad Protestannaidd]]
[[da:Reformationen]]
[[de:Reformation]]
[[el:Μεταρρύθμιση]]
[[en:Protestant Reformation]]
[[eo:Reformacio]]
[[es:Reforma Protestante]]
[[et:Reformatsioon]]
[[eu:Erreforma Protestantea]]
[[fa:اصلاحات پروتستانی]]
[[fi:Uskonpuhdistus]]
[[fiu-vro:Reformats'uun]]
[[fr:Réforme protestante]]
[[fy:Reformaasje]]
[[ga:Reifirméisean]]
[[gd:An t-Ath-Leasachadh]]
[[gl:Reforma Protestante]]
[[hak:Chûng-kau Kói-kiet]]
[[he:הרפורמציה הפרוטסטנטית]]
[[hi:यूरोपीय धर्मसुधार]]
[[hif:Protestant Reformation]]
[[hr:Reformacija]]
[[hu:Reformáció]]
[[hy:Ռեֆորմացիա]]
[[ia:Reforma protestante]]
[[id:Reformasi Protestan]]
[[is:Siðaskiptin]]
[[it:Riforma protestante]]
[[ja:宗教改革]]
[[kk:Реформация]]
[[ko:종교 개혁]]
[[la:Reformatio]]
[[lad:Reforma protestante]]
[[lb:Reformatioun]]
[[li:Reformatie]]
[[lmo:Reforma Prutestanta]]
[[lt:Reformacija]]
[[lv:Reformācija]]
[[mk:Протестантска реформација]]
[[ml:പ്രൊട്ടസ്റ്റന്റ് നവീകരണം]]
[[ms:Reformasi Protestan]]
[[mwl:Reforma Protestante]]
[[nds:Reformatschoon]]
[[nl:Reformatie]]
[[nn:Reformasjonen]]
[[no:Reformasjonen]]
[[oc:Reforma]]
[[pl:Reformacja]]
[[pnb:پروٹسٹنٹ ریفارمیشن]]
[[pt:Reforma Protestante]]
[[rm:Refurmaziun]]
[[ro:Reforma Protestantă]]
[[ru:Реформация]]
[[scn:Riforma prutistanti]]
[[sh:Reformacija]]
[[simple:Protestant Reformation]]
[[sk:Reformácia]]
[[sl:Reformacija]]
[[sr:Реформација]]
[[stq:Reformation]]
[[sv:Reformationen]]
[[sw:Matengenezo ya Kiprotestanti]]
[[ta:கிறித்தவச் சீர்திருத்த இயக்கம்]]
[[th:การปฏิรูปศาสนาฝ่ายโปรเตสแตนต์]]
[[tk:Reformasiýa]]
[[tl:Repormang Protestante]]
[[tr:Reform (tarih)]]
[[uk:Реформація]]
[[ur:پروٹسٹنٹ اصلاحِ کلیسا]]
[[vec:Reforma Protestante]]
[[vi:Cải cách Kháng Cách]]
[[war:Reporma Protestantehanon]]
[[yi:פראטעסטאנטישע רעפארמאציע]]
[[zh:宗教改革]]
[[zh-min-nan:Chong-kàu Kái-kek]]
[[zh-yue:宗教改革]]

13:52, 12 მარტი 2013-ის ვერსია

პროტესტანტიზმი
რეფორმაცია

რეფორმაციამდელი მოძრაობები

ჰუსიტები  • ლოლარდები  • ვალდენსები  • ჩეხი ძმები


რეფორმაციის მოძრაობები

ანგლიკანიზმი • კალვინიზმი • ლუთერანობა • ცვინგლიანობა


ახალი რეფორმაციული მოძრაობები

ადვენტისტები • ამიშები • ანაბაპტიზმი • ახალსამოციქულო ეკლესია • ბაპტიზმი • კვაკერები • კონგრეგაციონალიზმი • მეთოდიზმი • მენონიტები • ორმოცდაათიანელობა • პიეტიზმი • პრესვიტერიანობა • პურიტანები • ხსნის არმია


XX საუკუნის პროტესტანტული მოძრაობები

პენტეკოსტალიზმი • რევივალიზმი • ევანგელიკალიზმი • ფილიპინების დამოუკიდებელი ეკლესია


რეფორმაცია და კონტრ რეფორმაცია ევროპაში, ლურჯი ფერი აღნიშნავს პროტესტანტულ ქვეყნებს

პროტესტანტული რეფორმაცია - მასიური რელიგიური და პოლიტიკური მოძრაობა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპაში XVI საუკუნიდან XVII საუკუნის დასაწყისამდე.

XV საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული, პაპები ფაქტობრივად საერო მმართველებად იქცნენ. მათი ვერცხლისმოყვარეობა და ზოგადად, კათოლიკურ ეკლესიაში ამ დროისათვის გავრცელებული მანკიერებანი ბევრი ქრისტიანის აღშფოთებას იწვევდა.

მათ შორის იყო ვიტენბერგელი ბერი და თეოლოგიის პროფესორი მარტინ ლუთერი (1483–1546), კათოლიკური ეკლესიისა და პაპობის წინააღმდეგ მიმართული იმ მძლავრი მოძრაობის მამამთავარი, რომელიც დასავლეთის ქრისტიანობის საბოლოო განხეთქილებით დასრულდა. ეს მოძრაობა ისტორიაში პროტესტანტული რევოლუციის სახელით შევიდა.

ინდულგენციებით ვაჭრობა

პროტესტანტული მოძრაობის დაწყების უშუალო საბაბი გახდა ინდულგენციებით ვაჭრობა. გარკვეული თანხის საფასურად ნებისმიერს შეეძლო მიეღო ეკლესიისაგან ინდულგენცია ანუ "ცოდვების მიტევების" სიგელი.

1515 წელს პაპმა ლეო X-მ, წმ. პეტრეს ტაძრის მშენებლობისათვის დამატებითი სახსრების მოძიების მიზნით, გამოსცა ბულა ინდულგენციებით ვაჭრობის შესახებ. ჩრდილო გერმანიაში ინდულგენციების გაყიდვა დომინიკელ ბერ იოჰანეს ტეტცელს დაევალა. მან ვიტენბერგის მახლობლად მოაწყო სავაჭრო ადგილი.

95 თეზისი

საპასუხოდ, 1517 წლის ოქტომბერში ლუთერმა, ეკლესიაში დამკვიდრებული უმსგავსეობისათვის ყურადღების მისაპყრობად, ვიტენბერგის ეკლესიის კარზე მიაჭედა თავისი "95 თეზისი", სადაც ამტკიცებდა, რომ ქრისტიანი პაპის ინდულგენციებით კი არა, არამედ მტკიცე რწმენითა და ჭეშმარიტი სინანულით მოიპოვებს ხსნას. ლუთერმა ეკლესია მნიშვნელოვან თეოლოგიურ საკითხებზე დისპუტში გამოიწვია, მაგრამ უშედეგოდ. 1518 წელს რომში დაიწყო სასამართლო პროცესი ლუთერის წინააღმდეგ. 1520 წელს პაპმა ლეო X–მ ლუთერი ერეტიკოსად გამოაცხადა და ეკლესიიდან მოკვეთა, მაგრამ ვერ შეაჩერა. ლუთერმა უგულვებელყო პაპის განაჩენი.

ლუთერმა განაგრძო თავის ნაშრომებში პაპის ბიწიერების გაკიცხვა და საკუთარი მრწამსის ჩამოყალიბება. მან უარყო პაპის, როგორც ამქვეყნად "ქრისტეს ნაცვლის", ასევე საეკლესიო მოძღვრის, როგორც მორწმუნესა და ღმერთს შორის შუამავლის ავტორიტეტი, მოუწოდებდა ქრისტიანებს თავად ეპოვათ გზა ღმერთისაკებ მხოლოდ წმინდა წერილზე დაყრდნობით. ნაშრომში "ქრისტიანობის თავისუფლების შესახებ", ის ათავისუფლებდა მორწმუნეებს საეკლესიო ვალდებულებებისაგან, როგორიცაა მარხვა, მომლოცველობა, აღსარება, წმინდანთა თაყვანისცემა. მას ზედმეტად მიაჩნდა ბერობის აღთქმა და სასულიერო ორდენებში გაერთიანება. შვიდი საიდუმლოებიდან ის მხოლოდ ორს – ნათლობასა და ზიარებას აღიარებდა.

რეფორმაცია გერმანიის გარეთ

ულრიხ ცვინგლი

შვეიცარია

გერმანიის პარალელურად რეფორმაციული მოძრაობა ულრიხ ცვინგლის თაოსნობით შვეიცარიაშიც დაიწყო. რეფორმაციული იდეები ახლად გამოგონილი საბეჭდი მანქანების წყალობით უცბად გავრცელდა ორივე ქვეყანაში, თუმცა მათ შორის იყო იდეოლოგიური განსხვავებები. ცვინგლის მიმდევრები თვლიდნენ, რომ გერმანული რეფორმაცია კონსერვატული იყო და ისინი უფრო რადიკალურ ცვლილებებს ემხრობოდნენ. შვეიცარიელი რეფორმაციონერები დღეისთვის ცნობილი არიან ანაბაპტისტების სახელით.

რეფორმაცია ინგლისში

ინგლისის მეფე ჰენრი VIII(1509-1547) თავდაპირებლად პროტესტანტების მოწინააღმდეგე იყო. ჯერ კიდევ 1521 წელს, მეფეს პაპმა ლეო X-მ ანტილუთენარული პამფელტისათვის საპატიო წოდება — „რწმენის დამცველი“ მიანიჭა. მაგრამ მას შემდეგ რაც პაპმა ჰენრი VIII-ს მეუღლესთან განქირწინებაზე უარი უთხრა(1525), მეფემ თავი ინგლისის ეკლესიის მეთაურად გამოაცხადა და განუდგა რომს. ასე შეიქმნა „ანგლიკანური ეკლესია“, რომელმაც საკუთრივ რეფორმირება უკვე ჰენრი VIII-ის მემკვიდრის, ედვარდ VI-ის(1546-1553) დროს განიცადა. ლოცვა ლათინური ენის ნაცვლად ინგლისურ ენაზე აღევლინებოდა, ღვთისმსახურების წესი კი თითქმის უცვლელი რჩებოდა. ედვარდ VI-ის დედოფალი მერი(„კათოლიკედ“ წოდებული, 1553-1557) ისევ კათოლიციზმს დაუბრუნდა, დედოფალმა ელიზაბეთ I-მა (1557-1603) კი 1559 წელს აღადგინა ანგლიკანური ეკლესიის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ ანლიკანური ეკლესიის მეთაური მეფეა. საეკლესიო კანონებს პარლამენტი იღებს. კულტმსახურება ნაწილობრივ კათოლიკურია, 39 მუხლისგან შემდგარი მრწამსი - ძირითადად კალვინისტური.

ჟან კალვინი

ჟან კალვინი

ლუთრის განკვეთისა და რეფორმაციის დაგმობის შემდეგ ჟან კალვინის ნაშრომები პოპულარული გახდა და ხელი შეუწყო სხვა და სხვა დაჯგუფებების გაერთიანებას, როგორც შვეიცარიაში ასევე გერმანიასა უნგრეთსა შოტლანდიასა და სხვა ევროპულ ქვეყნებში. ჟენევა გახდა პროტესტანტული მოძრაობის არაოფიციალური დედაქალაქი.

რეფორმაცია იდეოლოგიურად დაუკავშირდა ავგუსტიანელობას. როგორდ ლუთერი ასევე კალვინიც იყენებდნენ ნეტარი ავგუსტინეს სწავლებებს. ეს მათ პალაგიანიზმის წინააღმდეგ უბიძგებდა. მიუხედავად იმის რომ ორივეს სწავლება იყო ძალიან მსგავსი მათ შორის ურთიერთობა იყო ძალიან დაძაბული და კონფლიქტამდეც კი მივიდა.

რესურსები ინტერნეტში

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link FA