ტარასი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: it:Tarasio di Costantinopoli
Bot: 16 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q1255067
ხაზი 20: ხაზი 20:
[[კატეგორია:წმინდანები]]
[[კატეგორია:წმინდანები]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 806]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 806]]

[[an:Tarasio]]
[[bg:Тарасий]]
[[el:Πατριάρχης Ταράσιος]]
[[en:Patriarch Tarasios of Constantinople]]
[[es:Tarasio]]
[[eu:Tarasio]]
[[fi:Tarasios]]
[[fr:Taraise de Constantinople]]
[[it:Tarasio di Costantinopoli]]
[[mk:Тарасиј Константинополски]]
[[pl:Tarazjusz (patriarcha Konstantynopola)]]
[[pt:Tarásio de Constantinopla]]
[[ru:Тарасий (Патриарх Константинопольский)]]
[[sh:Tarasije od Konstantinopola]]
[[sr:Тарасије Цариградски]]
[[uk:Святий Тарасій]]

12:46, 12 მარტი 2013-ის ვერსია

წმიდა ტარასი (ბერძ. Ταράσιος; დ. დაახლ.. 730 - გ. 25 თებერვალი 806) - კონსტანტინოპოლის პატრიარქი 784-806 წწ. წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 25 თებერვალი, ახალი სტილით - 9 მარტი.

ცხოვრება

იგი დიდგვაროვანთა ოჯახის ჩამომავალი იყო. დაიბადა და აღიზარდა კონსტანტინეპოლში, განათლებაც იქვე მიიღო. ღრმად განსწავლული ჭაბუკი მალე დაწინაურდა კონსტანტინე VI პორფიროგენეტის (780-797) და მისი დედის, დედოფალ ირინეს (797-803, ხს. 7 აგვისტოს) კარზე და სენატორის ხარისხს მიაღწია. იმ ხანებში ეკლესიურ ცხოვრებას აშფოთებდა ხატმებრძოლთა ერესი. წმიდა პატრიარქი პავლე (780-784: ხს. 30 აგვისტოს) მწვალებლებს არ თანაუგრძნობდა, მაგრამ მერყევი ხასიათის გამო მათ წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღებასაც ვერ ახერხებდა, ამიტომ ნებით გადადგა ტახტიდან, მონასტერს მიაშურა და სქემა შეიმოსა. როცა ყოფილი პატრიარქი დედოფალმა ელენემ მოინახულა ძესთან ერთად, პავლემ განაცხადა, ჩემი ერთადერთი ღირსეული მემკვიდრე ტარასიაო. ტარასი, იმ დროს ჯერ კიდევ ერისკაცი, დიდხანს უარობდა, რადგან ასეთი მაღალი ხარისხისთვის თავი უღირსად მიაჩნდა, მაგრამ ბოლოს დაჰყვა მვედრებელთა ნებას ერთი პირობით – ხატმბრძოლობის ერესის დასაგმობად მსოფლიო კრება უნდა მოწვეულიყო. წმიდანმა მოკლე ხანში გაიარა იერარქიის ყველა საფეხური და 784 წელს პატრიარქის ტახტზე აღსაყდრდა. 787 წელს ტარასის თავმჯდომარეობით ქ. ნიკეაში გაიმართა VII მსოფლიო კრება, რომელსაც 367 ეპისკოპოსი ესწრებოდა. კრების მამებმა დაამტკიცეს წმიდა ხატების თაყვანისცემის წესი. ის მღვდელმთავრები, რომლებმაც მოინანიეს ხატმბრძოლობა, ეკლესიამ კვლავ მიიღო თავის წიაღში.

წმიდა ტარასი 22 წლის მანძილზე ბრძნულად განაგებდა სამწყსოს. იგი მკაცრი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა; მთელი ქონება საქველმოქმედო საქმეებს გადააგო: ზრდიდა და განუსვენებდა მოხუცებს, გლახაკებს, ობლებსა და ქვრივებს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მათთვის ტრაპეზს აწყობდა, რომელზეც თვითონ მსახურობდა. წმიდა პატრიარქმა უშიშრად ამხილა იმპერატორი კონსტანტინე, როცა მან ცილი დასწამა თავის მეუღლეს მარიამს იმ მიზნით, რომ მონასტერში გამოეკეტა იგი, თვითონ კი ხორციელ ნათესავზე დაქორწინებულიყო. წმიდა ტარასიმ მტკიცე უარი განაცხადა იმპერატორის განქორწინებაზე, რის გამოც მისი საშინელი რისხვა დაატყდა თავს, მაგრამ მალე კონსტანტინე დედამისმა, ირინემ ჩამოაგდო ტახტიდან. მღვდელმთავარი ტარასი გარდაიცვალა 806 წელს.

ლიტერატურა

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 212-213

წინამორბედი:
პავლე IV
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

784806
შემდეგი:
ნიკიფორე