ალექსანდრე I (იმერეთის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
(განსხვავება არ არის)

21:03, 24 მაისი 2007-ის ვერსია

საკუთარ სახელს "ალექსანდრე" აქვს სხვა მნიშვნელობებიც. იხილეთ: ალექსანდრე

ალექსანდრე I (― † 1389), იმერეთის მეფე 1387-1389. დავით ნარინის შთამომავალი, ძე ბაგრატ I-ისა, რომლის გარდაცვალების (1372) შემდეგ საქართველოს მეფე ბაგრატ V დიდმა ერისთავად დანიშნა. რეზიდენცია ალექსანდრე I-ს შორაპანში ჰქონდა. 1387 წელს, როცა თემურ-ლენგმა ბაგრატ V დაატყვევა, ალექსანდრე I-მა იმერეთის მეფედ გამოაცხადა თავი. ბაგრატ V-ისა და მისი მემკვიდრის - გიორგის ერთგულნი დარჩნენ ოდიშის, ცხუმისა და სვანეთის ერისთავები, აგრეთვე გურიელი. ალექსანდრე I-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთი კვლავ საერისთავო გახდა.