კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მNo edit summary |
მ Bot: Migrating 1 interwiki links, now provided by Wikidata on d:q2994980 (translate me) |
||
ხაზი 41: | ხაზი 41: | ||
[[კატეგორია:აფხაზთა სამეფოს მეფეები]] |
[[კატეგორია:აფხაზთა სამეფოს მეფეები]] |
||
[[კატეგორია:გარდაცვლილი 922]] |
[[კატეგორია:გარდაცვლილი 922]] |
||
[[fr:Constantin III d'Abkhazie]] |
06:47, 10 მარტი 2013-ის ვერსია
კონსტანტინე III | |
---|---|
აფხაზთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 893 |
მმართ. დასასრული: | 922 |
წინამორბედი: | ბაგრატ I |
მემკვიდრე: | გიორგი II |
გარდ. თარიღი: | 922 |
კონსტანტინე III, კოსტანტი III, „აფხაზთა სამეფოს“ (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 893-922, ბაგრატ I-ის ძე. იბრძოდა სამეფო-სამთავროებს შორის ჰეგემონობის მოპოვებისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. 904 დაეუფლა ქართლს. მის წინააღმდეგ გაილაშქრეს სომეხთა მეფემ სმბატ I-მა და ქართველთა მეფემ ადარნასე II-მ. მათ ალყა შემოარტყეს უფლისციხეს და აიღეს. საზავო მოლაპარაკების დროს კონსტანტინე III შეიპყრეს. სმბატმა ის ანისის ციხეში დაამწყვდია, მაგრამ 4 თვის შემდეგ, იმის შიშით, რომ „აფხაზთა სამეფოს“ ტახტზე უფრო ძლიერ პიროვნებას დასვამდნენ, გაათავისუფლა. სმბატ I არაბებთან ურთიერთობის გამწვავების გამო დათმობაზე წავიდა, კონსტანტინე III-მ კვლავ მიიღო ქართლი. დასავლეთ საქართველოსა და სომხეთის მეფის ეს კავშირი კონსტანტინე III-ის სმბატის ასულზე დაქორწინებით განმტკიცდა. აბუ ლ-კასიმის მიერ სმბატ I-ის მოკვლისა (914) და სომხეთის აოხრების შემდეგ კონსტანტინე III-მ ჯერ ქართლში განიმტკიცა ხელისუფლება, შემდეგ მან და კახეთის ქორეპისკოპოსმა (მთავარი) კვირიკე I-მა ჰერეთი დაიპყრეს და გაინაწილეს. ამ დროიდან X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე საქართველოს სამეფო-სამთავროთა შორის ჰეგემონობა „აფხაზთა მეფის“ ხელში იყო.
ლიტერატურა
- გუჩუა ვ., ქსე, ტ. 5, გვ. 643, თბ., 1980
წინამორბედი: ბაგრატ I |
აფხაზეთის მეფე 893 - 922 |
შემდეგი: გიორგი II |