ქრისტეფორე III (კათოლიკოს-პატრიარქი): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის დამატება: ru:Христофор III
Bot: Migrating 3 interwiki links, now provided by Wikidata on d:q2353750 (translate me)
ხაზი 80: ხაზი 80:
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1932]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1932]]
[[კატეგორია:ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]
[[კატეგორია:ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დაბადებულები]]

[[en:Christophorus III]]
[[pl:Krzysztof III (patriarcha Gruzji)]]
[[ru:Христофор III]]

14:01, 8 მარტი 2013-ის ვერსია

ტერმინს „ქრისტეფორე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ქრისტეფორე.
ქრისტეფორე III
მისი უწმიდესობა და უნეტარესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი
პროვინცია საქართველოს სსრ
ეპარქია მცხეთა-თბილისის ეპარქია
ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ინთრონიზაცია 1927
თანამდებობიდან წასვლა 1932
წინამორბედი ამბროსი
მემკვიდრე კალისტრატე
პირადი მონაცემები
საერო სახელი ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი
დაბადების თარიღი 27 მარტი, 1873
დაბადების ადგილი ვერტყვიჭალა
გარდაცვალების თარიღი 10 იანვარი, 1932
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავების ადგილი სიონის საკათედრო ტაძარი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
საცხოვრებელი ადგილი თბილისი
პროფესია პედაგოგი
ალმა-მატერი თბილისის სასულიერო სემინარია

მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ქრისტეფორე III (ერისკაცობაში ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი) (დ. 27 მარტი, 1873, ვერტყვიჭალა, ხარაგაულის რაიონი — გ. 10 იანვარი, 1932, თბილისი), ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი 1927-1932 წლებში.

ბიოგრაფია

1895 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1895-1922 მღვდლად იყო ჯერ იმიერკასპიის ოლქში, შემდეგ საქართველოს სოფლებში - ხიდისთავში, იტრიაში, ნაბახტევში, თბილისის ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში. იყო სოფ. იტრიის ორკლასიანი სკოლის გამგე და საღვთო სჯულის მასწავლებელი (1898-1905), გორის მაზრის სამრევლო სკოლების მეთვალყურე (1904-1905), თბილისის მეხუთე გიმნაზიის საღვთო სჯულის მასწავლებელი (1905-1918), იქვე ქართული ენის მასწავლებელი (1918-1921). 1905 თბილისში თავმჯდომარეობდა არალეგალურ კრებას, რომელმაც შეიმუშავა მოთხოვნა ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. იყო ურბნისის ეპარქიის მღვდელმთავარი (1921); ეპისკოპოსი (1922-იდან); აფხაზეთის მიტროპოლიტი (1925-1927). გამოქვეყნებული აქვს ისტორიული და ლიტერატურული ხასიათის მნიშვნელოვანი გამოკვლევები და წერილები. დაკრძალულია თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ციცქიშვილი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 554.
  • საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, "ნეკერი", თბ., 2000
წინამორბედი:
ამბროსი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
1927-1932
შემდეგი:
კალისტრატე