ეფესოს საეკლესიო კრება: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: tl:Unang Konseho ng Efeso
ხაზი 25: ხაზი 25:
[[da:Koncilet i Efesos]]
[[da:Koncilet i Efesos]]
[[de:Konzil von Ephesos]]
[[de:Konzil von Ephesos]]
[[el:Σύνοδος της Εφέσου]]
[[el:Πρώτη Σύνοδος της Εφέσου]]
[[en:First Council of Ephesus]]
[[en:First Council of Ephesus]]
[[eo:Koncilio de Efeso]]
[[eo:Koncilio de Efeso]]

16:21, 3 მარტი 2013-ის ვერსია

ეფესოს საეკლესიო კრება იგივე მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება - მართლმადიდებლების მიერ აღიარებული მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება. გაიმართა ქალაქ ეფესოში (მცირე აზია) 431 წელს, იმპერატორ თეოდოსი მცირის (408-450) ზეობაში. იგი მოწვეულ იქნა კონსტანტინოპოლელი პატრიარქის, ნესტორის (428-431) ცრუსწავლების განსასჯელად.

კრება დაინიშნა 431 წლის 7 ივნისს, სულთმოფენობის დღესასწაულისთვის. მასში მონაწილეობის მისაღებად ორასი ეპისკოპოსი შეიკრიბა. ეფესოში ჩავიდა ნესტორიც, მაგრამ სამგზისი მოწვევის მიუხედავად, კრების სხდომებზე არ გამოცხადდა. მამებმა ნესტორის გარეშე დაიწყეს მისი ერეტიკული სწავლების განხილვა. კრების სხდომები გრძელდებოდა 22 ივნისიდან 31 აგვისტომდე. ეფესოს კრებას ესწრებოდნენ მსოფლიო ეკლესიის ისეთი დიდი მამები, როგორებიც იყვნენ: კირილე ალექსანდრიელი, იუბენალ იერუსალიმელი, მემნონ ეფესელი (რომის პაპი ცელესტინე, ავადმყოფობის გამო ვერ ჩავიდა, მაგრამ ლეგატები გაგზავნა)... შემოკრებილმა მღვდელმთავრებმა დაგმეს ნესტორის მწვალებლობა (ნესტორიანელობა) და დაადასტურეს მართლმადიდებლური სწავლება იმის შესახებ, რომ ქრისტეს ერთ პიროვნებაში (ჰიპოსტასში) განუყოფლად და შეურევნელადაა შეერთებული ორი ბუნება - ღვთაებრივი და კაცობრივი; ყოვლადწმიდა დედა უფლისა კი უნდა განვადიდოთ, როგორც მარადქალწული და ჭეშმარიტად ღვთისმშობელი. ეკლესიის სახელმძღვანელოდ კრების წმიდა მამებმა გამოსცეს რვა კანონი და კირილე ალექსანდრიელის „თორმეტი ანათემატიზმი ნესტორის წინააღმდეგ“.

ლიტერატურა

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წელი
  • "რწმენა, ღმერთები, ადამიანები - რელიგიურ ტერმინტა ლექსიკონი" თბილისი, 1990 წელი, გვ. 153

რესურსები ინტერნეტში