თურქთა სახაკანო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: ar:غوكتورك
ბოტის შეცვლა: de:Göktürkende:Kök-Türken
ხაზი 23: ხაზი 23:
[[ca:Turcs Orientals]]
[[ca:Turcs Orientals]]
[[cv:Тĕрĕк хаканлăхĕ]]
[[cv:Тĕрĕк хаканлăхĕ]]
[[de:Göktürken]]
[[de:Kök-Türken]]
[[en:Göktürks]]
[[en:Göktürks]]
[[es:Köktürks]]
[[es:Köktürks]]

23:05, 27 თებერვალი 2013-ის ვერსია

თურქთა სახაკანოთურქული ტომების სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში, არსებობდა 552-745 წლებში. მოსახლეობა მისდევდა მომთაბარე მესაქონლეობას და ნადირობას. 460 წელს აღმოსავლეთ თურქესტანიდან ალთაიზე გადასახლებული ერთ-ერთი ტომის მეთაურობით შეიქმნა ადგილობრივ ტომთა კავშირი, რომელმაც მიიღო „თურქის“ სახელწოდება. ეს ტერმინი პირველად პოლიტიკური მნიშვნელობისა იყო, მაგრამ შემდეგ იგი თურქულ ენათა და ხალხთა დიდი ჯგუფის აღმნიშვნელად გადაიქცა. თურქთა სახაკანოს პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაცია ჩამოყალიბდა აღმოსავლეთ თურქესტანის ძველ სახელმწიფოთა ძაბაძვით. VI საუკუნის შუა წლებში თურქებმა დაამარცხეს უიღურები და ჟუჟანები და თურქთა ბელადმა ბუმინმა (გ. 552 წელს) თავი ხაკანად გამოაცხადა. 555 წლისთვის თურქთა სახაკანოს გავლენას დაემორჩილა მთელი ცენტრალური აზია. თურქთა სახაკანომ ანტიირანული კავშირი დადო ბიზანტიასთნ. ირანში ლაშქრობებს მოჰყვა სახაკანოს საზღვრის გაფართოება მდინარე ამუდარიამდე და მის დასავლეთ ნაპირამდე.

აღმოსავლეთით თურქთა სახაკანომ აღადგინა თავისი გავლენა ცენტრალურ აზიაში და ენერგიულად შეუტია ჩინეთს. გარკვეული წარმატების შემდეგ, 630 წელს, ჩინეთთან ომში მან მარცხი განიცადა და 50 წლით დაკარგა დამოუკიდებლობა. VII საუკუნის ბოლოს აღმოსავლეთი თურქთა სახაკანო გათავისუფლდა ჩინეთის ბატონობისაგან, მაგრამ VIII საუკუნის I ნახევარში იგი საბოლოოდ დაიშალა და მის ნაცვლად ჩამოყალიბდა უიღურთა სახაკანო (745-840 წწ.).


დასავლეთ თურქთა სახაკანომ VII საუკუნის დამდეგიდან შეძლო განმტკიცება, მაგრამ 630 წელს დაიწყო ხანგრძლივი შინაომი. 658-659 წლებში დასავლეთ თურქთა სახაკანოს ძირითადი ნაწილი დაიპყრო ჩინეთმა, რომლის ბატონობისაგან იგი მხოლოდ 704 წელს გათავისუფლდა. აგრესიული მეზობლების თავდასხმებისა და შინაომების შედეგად 740 წელს დასავლეთ თურქთა სახაკანო დაიშალა.

თურქთა სახაკანომ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ევრაზიის თურქულენოვანი მოსახლეობის კონსოლიდაციაში.


ლიტერატურა