ვიკიპედია:სტილის სახელმძღვანელო: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბოტის დამატება: el:Βικιπαίδεια:Εγχειρίδιο μορφής
ხაზი 106: ხაზი 106:
[[arc:ܘܝܩܝܦܕܝܐ:ܕܘܒܪܐ]]
[[arc:ܘܝܩܝܦܕܝܐ:ܕܘܒܪܐ]]
[[as:ৱিকিপিডিয়া:ৰচনাশৈলীৰ হাতপুথি]]
[[as:ৱিকিপিডিয়া:ৰচনাশৈলীৰ হাতপুথি]]
[[be:Вікіпедыя:Афармленне артыкулаў]]
[[bn:উইকিপিডিয়া:রচনাশৈলী নির্দেশনা]]
[[bn:উইকিপিডিয়া:রচনাশৈলী নির্দেশনা]]
[[ca:Viquipèdia:Llibre d'estil]]
[[ca:Viquipèdia:Llibre d'estil]]
ხაზი 161: ხაზი 162:
[[tr:Vikipedi:Biçem el kitabı]]
[[tr:Vikipedi:Biçem el kitabı]]
[[uk:Вікіпедія:Стиль]]
[[uk:Вікіпедія:Стиль]]
[[ur:انداز مقالات]]
[[ur:منصوبہ:انداز مقالات]]
[[vi:Wikipedia:Cẩm nang biên soạn]]
[[vi:Wikipedia:Cẩm nang biên soạn]]
[[yi:װיקיפּעדיע:שרייבן און סטיל אנווייזונגען]]
[[yi:װיקיפּעדיע:שרייבן און סטיל אנווייזונגען]]

23:24, 20 თებერვალი 2013-ის ვერსია

ვიკიპედიის სახელმძღვანელოები
ქცევის წესები

ნუ ეცემით ახალბედებს · ეტიკეტი · განხილვის გვერდების მართვა · იყავით გაბედული · ვიკიპედია:რეზიუმე · მალსახმობი · კატეგორიზაცია

შინაარსის სახელმძღვანელოები

ლიტერატურის მითითება · სანდო წყაროები · ნუ შემოიტანთ პირველადი წყაროების ასლებს

რედაქტირების წესები

ბიოგრაფიის ენციკლოპედიური მნიშვნელობა · წყაროს მითითება

სტილის სახელმძღვანელო

სტილის სახელმძღვანელო


იხ. აგრეთვე დებულებები

ვიკიპედიის სტატიების სტილისტური ერთფეროვნების პრიციპის შესანარჩუნებლად, და ასევე იმისთვის, რომ სტატიებზე მუშაობის დროს, მათი რედაქტირება უფრო მოსახერხებელი იყოს, გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დაიცვათ ქვემოთ მოტანილი გაფორმების რამდენიმე მარტივი წესი.

სასურველია, რომ ამ მოთხოვნას ვიკიპედიის ყველა სტატია აკმაყოფილებდეს. ამავე დროს, არავინ გაიძულებთ, სტატიის დაწერისას სრულად და ზედმიწევნით დაიცვათ ყველა ეს წესი. ყოველთვის გახსოვდეთ, მთავარია კარგი, მკაფიო, ინფორმაციული თვალსაზრისით მდიდარი და მიუკერძოებელი შინაარსი და არა ლამაზი გაფორმება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავისი შინაარსით უვარგისი სტატია ლამაზად და ზუსტად იქნება გაფორმებული, ის ისეთივე უხეირო იქნება, როგორც ნებისმიერი სხვა ცუდი სტატია. მაგრამ თუ ხარისხიანი შინაარსის მქონე სტატია იმავდროულად უზადოდ გაფორმებულიცაა, თუ ნებისმიერს შეუძლია ავტორის მიერ მასში ჩადებული შრომის დანახვა, მაშინ ზუსტად ისევე ინფორმაციულ, მაგრამ ცუდად გაფორმებულ ტექსტებთან შედარებით, იგი უფრო მაღალ ხვედრით წონას იძენს; სწორედ ასეთი სტატიები ხვდება რჩეულების კატეგორიაში.

რა თქმა უნდა, კარგი ინფორმაციული და ობიექტური სტატიის დასაწერად, არც ისე აუცილებელია ეს ცოდნა - რადგან კარგი სტატიის დაწერა უფრო რთულია, ვიდრე მისი გაფორმება.

სათაურები

სტატიების სათაურები

  • როგორც წესი, ამა თუ იმ სტატიის სათაური უნდა იყოს არსებითი სახელი სახელობით ბრუნვაში (მაგ., დიპლომატიური იმუნიტეტი, და არა დიპლომატიური იმუნიტეტის შესახებ).
  • სათაური უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლე; სასურველია, ხუთ სიტყვაზე ნაკლები.
  • მთავრული ასოთი უნდა იწერებოდეს:
    • ლათინური სახელების შემთხვევაში მხოლოდ პირველი სიტყვის პირველი ასო;
    • შემოკლებაში შემავალი (აკრონიმის) ყოველი ასო;
    • არაქართული ანბანით დაწერილ საკუთარ სახელებში (მათ შორის, ფილმების, მუსიკალური ნაწარმოებების და მისთ.) შემავალი სიტყვების პირველი ასოები; ყველა დანარჩენი ასო უნდა იყოს ნუსხური. (მაგ., Back in the USSR და არა Back in the ussr ან Back in the Ussr)
  • შეძლებისდაგვარად, არ უნდა გამოიყენებოდეს ნაცვალსახელები (მაგ., თქვენ, ისინი) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი ამა თუ იმ ნაშრომის სათაურის შემადგენლობაში შედის.
  • ტექსტში პირველად ნახსენებ სიტყვაზე ბმულის გასაკეთებლად არასოდეს გამოიყენოთ სათაურები.
  • არ უნდა გამოიყენოთ სპეციალური სიმბოლოები, როგორებიცაა დახრილი ხაზი (/), პლიუსის ნიშანი (+), კვადრატული და ფიგურული ფრჩხილები ([ ]; { }). ასევე, ლათინური სახელწოდებების შემთხვევაში, შეეცადეთ ჩაანაცვლოთ ამპერსანდი (&) ამა თუ იმ ენაში არსებული სინონიმებით (მაგ., ინგლისურში and-ით) გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ნიშანი ფორმალური სახელის შემადგენლობაში შედის.
  • მოერიდეთ ქართული ანბანის არქაული ასოების: ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ, ჶ გამოყენებას.
  • სათაურების ბოლოს არ იწერება წერტილი (.).

შენიშვნა: ეს წესები აგრეთვე ეხება ქვემოთ მოტანილ განყოფილებების სათაურებს.

განყოფილებების სათაურები

  • სახელმძღვანელო მითითებები სტატიების სათაურებისთვის ასევე ეხება განყოფილებების სათაურებსაც. Section names should preferably be unique within a page. This applies even for the names of subsections. Disadvantages of duplicate section names, even as subsections of different sections, include:
    • after section editing one confusingly arrives at the wrong section; see also below.
    • the automatic edit summary on editing a section is ambiguous
  • Unspaced multiple equal signs are the style markup for headings. The triple apostrophes (''') that make words appear in boldface are not used in headings. Nest headings correctly. The hierarchy is as follows:
    • the automatically generated top-level heading of a page is H1, which gives the article title;
    • primary headings are then ==H2==, followed by ===H3===, ====H4====, and so on.
  • Spaces between the == and the heading text are optional (==H2== versus == H2 ==). These extra spaces will not affect the appearance of the heading, except in the edit box.
  • Spaces above and below headings are optional. Only two or more line-spaces above and below will change the appearance by adding more white space.
  • Avoid restating or directly referring to the topic or to wording on a higher level in the hierarchy (Early life, not His early life).

აკრონიმები და აბრევიატურები

კურსივი

უცხო სიტყვები

ციტატები

პუნქტუაცია

რიცხვები

ძირითადი წესი

  • სტატიის ძირითად ნაწილში ერთციფრიანი მთელი რიცხვები (ნულიდან ცხრამდე) გამოიხატება სიტყვით; ერთზე მეტი ციფრისგან შემდგარ რიცხვებს, როგორც წესი, ციფრებით გამოსახავენ, მაგრამ თუ ისინი ერთი ან ორი სიტყვით გამოიხატება, მათი სიტყვიერად ჩაწერაც შესაძლებელია (მაგ.: თექვსმეტი, ოთხმოცდაოთხი, ას ოცი, მაგრამ 3.75, 544, 21 მილიონი).

გამონაკლისები

  • თარიღებისა და დროის რიცხვით ელემენტებს არასოდეს გამოხატავენ სიტყვიერად (ანუ არ გამოიყენება შვიდი იანვარი, თერთმეტის ოცდახუთი წუთი და ა.შ.).
  • რიცხვები, რომლებიც წინადადების თავშია, ყოველთვის სიტყვიერად იწერება. თუმცა, სასურველია, წინადადება ისე გადაეწყოს, რომ რიცხვი თავში არ აღმოჩნდეს.
  • ტაბულებში და ინფოდაფებში რიცხვები ყოველთვის ციფრებით გამოისახება.
  • კონტექსტისა და მიმდევრობის მიხედვით, სტილი ყოველთვის დაცული უნდა იყოს (მაგ.: “იქ იყო 5 კატა და 32 ძაღლი” ან “იქ იყო ხუთი კატა და ოცდათორმეტი ძაღლი” და არა “იქ იყო ხუთი კატა და 32 ძაღლი”).
  • ზოგჯერ, როცა რიცხვებმა შეიძლება დააბნიოს მკითხველი, აუცილებელია რიცხვის სიტყვიერად გადმოცემა (მაგ.: ოცდათექვსმეტი 5-მეტრიანი ხე და არა 36 5-მეტრიანი ხე).

პროცენტულობა

  • სტატიის ტანში, როგორც წესი, გამოიყენება სიტყვა პროცენტი. სიმბოლო „%“ ალბათ უფრო მეცნიერულ თუ ტექნიკური ხასიათის სტატიებსა და რთულ სიებსა თუ ცხრილებს მოუხდება.
  • ამერიკული სტილისგან განსხვავებით, ქართულ ენაში სიმბოლო რიცხვითი მაჩვენებლისაგან გამოიყოფა (71 % და არა 71%).
  • ცხრილებში და ინფოდაფებში გამოიყენება მხოლოდ სიმბოლო „%“, და არა სიტყვიერი ფორმა — პროცენტი.
  • სასურველია, რომ რიცხვთა მიმდევრობა გაფორმებული იყოს პროცენტულობის ერთი და არა ორი ან მეტი მაჩვენებლით (22-28 % და არა 22 %-28 %).

გაზომვის ერთეულები

ერთეულების სიმბოლოები და აბრევიატურები

  • ერთეულების სტანდარტული აბრევიატურები და სიმბოლოები იწერება წერტილის გარეშე. მაგალითად, "მ" არის მეტრი, ხოლო "კგ" ნიშნავს კილოგრამს (და არა "მ." ან "კგ."), in for inch (not " or ″), ft for foot (not ft., ' or ′) and lb for pound (not lb. or #).
  • გრადუსის სიმბოლო არის °. დაუშვებელია ამ მიზნისთვის რაიმე სხვა სიმბოლოს გამოყენება.
  • არ დაუმატოთ მრავლობითის ნიშანი "-ები" ერთეულების აბრევიატურებს. ქართული ენა ამას ისედაც თითქმის არასოდეს ითხოვს.
  • ტემპერატურის მაჩვენებელს ყოველთვის უნდა მოსდევდეს °C ცელსიუსის შემთხვევაში, °F ფარენჰაიტის შემთხვევაში ან K კელვინის შემთხვევაში (35 °C, 62 °F და 5,000 K, და არა 5,000 °K);

სხვადასხვა შენიშვნები

უხილავი კომენტარები

უხილავი კომენტარები გამოიყენება სტატიის ტანში სხვა რედაქტორებთან კომუნიკაციის მიზნით. ამგვარი კომენტარების დანახვა მხოლოდ გვერდის რედაქტირების დროსაა შესაძლებელი. რიგითი მკითხველებისთვის ისინი უხილავია. როგორც წესი, თუ რედაქტორს სხვა პოტენციურ რედაქტორებთან რაიმეს განხილვა სურს, იგი ამას სტატიის განხილვის გვერდზე აკეთებს. თუმცა, ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია კომენტარების სტატიის ტანში დართვაც. მაგალითად, თუ რომელიმე რედაქტორს სხვა რედაქტორების დაკვალიანება ან მათთვის რაიმეს შეხსენება სურს. (მაგ.: არ შეცვალოთ ამ სექციის სათაური, რადგან მასზე ბმულები არსებობს). ამისათვის სხვა რედაქტორებისთვის გამიზნული ტექსტი უნდა მოთავდეს <!-- და --> -ს შორის. მაგალითად ტექსტი:

სალამი <!-- ეს არის კომენტარი. --> მსოფლიოს.

გამოჩნდება როგორც:

სალამი მსოფლიოს.

ამგვარად, კომენტარები გამოჩნდება ვიკი-წყაროში (მაგრამ არა, გვერდის HTML-წყაროში).

შენიშვნა: კომენტარებმა შეიძლება ზოგიერთ ადგილას არასასურველი ცარიელი ადგილები წარმოქმნან, მაგალითად, სტატიის თავში. მოერიდეთ კომენტარების ისეთ ადგილას ჩასმას, სადაც მათ შეუძლიათ გავლენა იქონიონ სტატიის საბოლოო ვარიანტზე.

თარგები

სტილის გამართვის მოთხოვნის რამდენიმე თარგი არსებობს, იხილეთ ზოგიერთი მათგანი: