ნაძვი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
მ ბოტის დამატება: gl:Picea |
rm misplaced pic |
||
ხაზი 32: | ხაზი 32: | ||
ფაილი:ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Blaufichte.JPG|ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Blaufichte |
ფაილი:ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Blaufichte.JPG|ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Blaufichte |
||
ფაილი:ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Stechfichte.JPG|ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Stechfichte |
ფაილი:ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Stechfichte.JPG|ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Stechfichte |
||
ფაილი:ნაძვი ნორფოლკის Araucaria heterophylla Norfolk-Tanne (2).JPG|ნაძვი ნორფოლკის Araucaria heterophylla Norfolk-Tanne |
|||
ფაილი:ნაძვი ნორფოლკის Araucaria heterophylla Norfolk-Tanne.JPG|ნაძვი ნორფოლკის Araucaria heterophylla Norfolk-Tanne |
|||
</gallery> |
</gallery> |
||
== ლიტერატურა == |
== ლიტერატურა == |
00:38, 15 თებერვალი 2013-ის ვერსია
ნაძვი | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
Picea abies | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Picea | ||||||||||||||
|
ნაძვი (Picea), წიწვონ მცენარეთა გვარი ფიჭვისებრთა ოჯახისა.
ნაძვი მარადმწვანე ტანმაღალი (20–50 მეტრი) ხეა. წიწვები მეტწილად ოთხწახნაგოვანი აქვთ, იშვიათად პრტყელი და წაწვეტილი. ერთსახლიანი მცენარეა. აერთიანებს 40–მდე სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ერთი სახეობა — აღმოსავლური ნაძვი (Picea orientalis).
გავრცელებულია უმთავრესად დასავლეთ საქართველოსა და ბორჯომის ხეობაში, აღმოსავლეთით მისი გავრცელების საზღვარი მიჰყვება კავკასიონის მთავარ ქედს შავი არაგვის ხეობამდე და სამხრეთ მთიანეთს თბილისის მერიდიანამდე. იზრდება ზღვის დონიდან 2200–2300 (2400) მეტრამდე, თუმცა ტენიანსა და დაჩრდილულ ხეობებში (აჭარაში) 100–80 მეტრამდე ეშვება. ტყის მასივებს ქმნის უმთავრესად ნაძვისა და სოჭის სარტყელში ზღვის დონიდან 1500–1800 მეტრი(იხ. ნაძვნარი). საქართველოს ფარგლებს გარეთ იგი გავრცელებულია ჩრდილო კავკასიასა და თურქეთში. 15–20 წლამდე იზრდება შედარებით ნელა, შემდეგ კი საკმაოდ სწრაფად; მსხმოიარობას თავისუფლად მდგომი ხე 20–25 წლისა იწყებს, ტყეში კი — უფრო გვიან. იძლევა მაღალი ღირსების მერქანს.
საქართველოში, გარდა ადგილობრივი ნაძვისა, ბაღ-პარკებსა და ნაწილობრივ ტყის კულტურაში გვხვდება აგრეთვე ინტროდუცირებული სახეობები: ევროპული ნაძვი (Picea excelsa), ჰიმალაური ნაძვი (Picea morinda), ვერცხლისფერი ანუ მჩხვლეტავი ნაძვი (Picea pungens) და სხვ. ნაძვი ჩრდილის ამტანი, ყინვაგამძლე, მეზოფილური ჯიშია. ცოცხლობს 250–300, იშვიათად 500 წლამდე.
გალერეა
-
ნაძვი აღმოსავლური Picea orientalis Kaukasusfichte
-
ნაძვი ევროპული Picea excelsa europäische Rotfichte
-
ნაძვი ევროპული Picea excelsa europäische Rotfichte
-
ნაძვი ჩვეულებრივი Picea abies gewöhnliche Fichte
-
ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Blaufichte
-
ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Blaufichte
-
ნაძვი ჩხვლეტია Picea pungens Stechfichte
ლიტერატურა
- მანჯავიძე დ., ქსე, ტ. 7, გვ.342, თბ., 1984