189 110
რედაქტირება
[[ფაილი:Isostasy.Airy&Pratt.Scheme.png|მინი|300პქ|ნახ. 1. იზოსტატიკური მოდელები ჯ. ერისა (1) და ფ. პრატის თანახმად (2).]]
'''იზოსტაზია''', '''იზოსტატიკური წონასწორობა''' ([[ბერძნ.]] isostásios – თანაბარი წონისა) — [[დედამიწის ქერქი]]ს გაწონასწორება მის
დაკვირვება გვიჩნენებს, რომ [[დედამიწის ქერქი]] თითქმის ყველგან მიახლოებულია სრულ იზოსტაზიასთან და მნიშვნელოვან გადახრას მხოლოდ ინტენსიურ ტექტონიკურ მოძრაობათა არეებში ვხვდებით. ასე, მაგალითად, მეტად დიდი უარყოფითი იზოსტატიკური ანომალიებია [[ოკეანური ღარები]]ს გასწვრივ. იზოსტაზია სწრაფად მყარდება. მაგალითად, უკანასკნელი გამყინვარების დროს [[ბალტიის ფარი|ბალტიისა]] და [[კანადის ფარი|კანადის ფარები]] დაძირული იყო ყინულის სიმძიმით (თანამედროვე გეოლოგიურ ეპოქაში ანალოგიურ მდგომარეობაშია [[ანტარქტიდა]] და [[გრენლანდია]]), ყინულის მოდნობის კვალდაკვალ მიმდინარეობს ამ რეგიონების აზევება წელიწადში რამდენიმე მმ სიჩქარით (ბალტიის ფარის არეში აზევების თანამედროვე სიჩქარეა 11 მმ წელიწადში). [[დედამიწის ქერქი]]ს მისწრაფება წონასწორობისაკენ დიდ როლს თამაშობს [[გეოტექტონიკა]]ში, იგი ზღუდავს ტექტონიკურ მოძრაობებს, რომლებიც არღვევენ იზოსტაზიას.
|
რედაქტირება