ხავსისნაირნი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
ანთოცეროტოვანნი (Antocerotae) თავისებური ჯგუფია, მოიცავს 2 ოჯახის 6 გვარსა და 300-მდე სახეობას. ძირითადად გავრცელებულია ტროპიკებში. საქართველოში (ძირითადად, დასავლეთ საქართველოში) ცნობილია აქედან 3 სახეობა. თალუსი და სპოროგონიუმის უჯრედები შეიცავს ერთ ან რამდენიმე ქრომატოფორს პირენოიდებით.
 
ღვიძლის ხავსები (Hepaticae) ორ ქვეკლასად იყოფა: მარშანციასნაირი და იუნგერმანიასნაირნიიუნგერმანიასნაირი. პროტონემა შედარებით სუსტად აქვთ განვითარებული. გამეტოფიტის უჯრედები შეიცავს ერთ ან რამდენიმე მუდმივი ფორმის ცხიმოვან სხეულს. გავრცელებულია უმეტესად ტროპიკებში. ცნობილია მარშანციასნაირი ღვიძლის ხავსების 420 და იუნგერმანიასნაირი ღვიძლის ხავსების 9 ათასი სახეობა. საქართველოში 200-მდე სახეობის ღვიძლის ხავსი ხარობს.
 
ღეროფოთლოვანი ხავსები (Musci) 3 ქვეკლასად იყოფა: სფაგნუმისნაირი (ტორფის ხავსები), ანდრეასნაირი და ბრიუმისნაირი (მწვანე ხავსები). რადიალურად, იშვიათად, ორმხრივსიმეტრიული, სპირალურად შეფოთლილი მცენარეებია. აქვთ მრავალფეროვანი, უძარღვო და ძარღვიანი ფოთლები, დატოტვილი რიზოიდები. სპოროგონიუმი კენწრული ან გვერდითია, ცნობილია 660 გვარი და 15 ათასი სახეობა. გვხვდება ყველგან, გარდა ზღვისა და დამლაშებული ნიადაგისა. საქართველოში ცნობილია 600-მდე სახეობა, სახესხვაობა და ფორმა.
 
 
==ლიტერატურა==
 
{{ქსე|11|413|ჩიქოვანი ნ.}}
 
[[კატეგორია:ბოტანიკა]]

სანავიგაციო მენიუ