ძირთეთრა: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ძირთეთრა (Pastinaca)''', მცენარეთა გვარი ქოლგოსნების ოჯახისა. ორ- ან...
(განსხვავება არ არის)

13:55, 7 თებერვალი 2013-ის ვერსია

ძირთეთრა (Pastinaca), მცენარეთა გვარი ქოლგოსნების ოჯახისა. ორ- ან მრავალწლოვანი ბალახია. ნაყოფი თესლურაა. ევროპასა და აზიაში ცნობილია 15 სახეობა. კავკასიაში გვხვდება 5-იოდე ველური სახეობა და ერთიც _ კულტურული. კულტურული სათესი ძირთეთრა (Pastinaca sativa) ორწლოვანი მცენარეა, აქვს ძლიერ განკვეთილი, გაყოფილფრთისებრი, მწვანე ფოთლები. სიცივე- და ყინვაგამძლე მცენარეა. საქართველოში კარგად ზამთრობს მინდორში. ძირხვენა ხორციანია, მოყვითალო-თეთრი. შეიცავს 17,5-18,7% მშრალ ნივთიერებებს, მათ შორის, 8,6-10% შაქარს (ამის გამო საქართველოში ძირთეთრას უმართებულოდ ძირტკბილას უწოდებენ, რომელიც სულ სხვა მცენარეა). ძირხვენა აგრეთვე შეიცავს C ვიტამინს (40 მგ%) და სხვა ნივთიერებებს. იყენებენ კულინარიაში. სსრკ-ში მოჰყავდათ საკონსერვო მრეწველობის ზონებში. ცნობილი ჯიშები იყო "კრუგლი" და "სტუდენტი".

ლიტერატურა

გ. კვაჭაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია (ქსე), მე-11 ტომი, გვ. 275, თბილისი, 1987 წ.