ბაგრატ VII (ქართლის მეფე): განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
No edit summary
(განსხვავება არ არის)

10:01, 14 მაისი 2007-ის ვერსია

ბაგრატ VII, ბაგრატ-ხანი (― † 1619) ქართლის ხანი 1616-1619 (ქართული წყაროებით მეფე), დავით XI-ის (დაუთ-ხანის) ძე, მაჰმადიანი, აღიზარდა ირანში. 1616 ირანის შაჰმა აბას I-მა უბოძა ხანის ტიტული და ქართლის მმართველად დაინიშნა. სუსტი სახელმწიფო მოღვაწე იყო, ფაქტობრივად მხოლოდ ქვემო ქართლი ემორჩილებოდა. ძირითადად ცხოვრობდა ბოლნისში და იქვე გარდაიცვალა.