ბერლინის კონგრესი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2) (ბოტის შეცვლა: es:Congreso de Berlín
r2.7.3) (ბოტის დამატება: ko:베를린 회의 (1878년)
ხაზი 34: ხაზი 34:
[[ja:ベルリン会議 (1878年)]]
[[ja:ベルリン会議 (1878年)]]
[[kk:Берлин конгресі]]
[[kk:Берлин конгресі]]
[[ko:베를린 회의 (1878년)]]
[[la:Consilium Berolinense]]
[[la:Consilium Berolinense]]
[[mk:Берлински конгрес]]
[[mk:Берлински конгрес]]

23:59, 31 იანვარი 2013-ის ვერსია

ანტონ ფონ ვერნერი. ბერლინის კონგრესი.

ბერლინის კონგრესი (13 ივნისი13 ივლისი, 1878 წელი) — საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც მოწვეულ იქნა ავსტრია-უნგრეთის და ინგლისის მოთხოვნითა და გერმანიის მხარდაჭერით რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების ომის შემდგომ დადებული სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულების (1878) პირობების გადასასინჯად.

კონგრესის შედეგად მაკედონია (სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულებით შედიოდა ბულგარეთის შემადგენლობაში) დაუბრუნდა ოსმალეთს. ბულგარეთის ტერიტორია, რომელსაც მიღებული ჰქონდა ავტონომია, ნახევარზე მეტად შემცირდა. ბალკანეთის სამხრეთით მდებარე ბულგარელებით დასახლებული ოლქებისაგან შეიქმნა აღმოსავლეთი რუმელია, რომელიც სულთნის გამგეობაში რჩებოდა, თუმცა ენიჭებოდა ადმინისტრაციული ავტონომია. ცნეს სერბეთის, ჩერნოგორიის და რუმინეთის დამოუკიდებლობა. ჩერნოგორიის ტერიტორია სან-სტეფანოს საზავის პირობებით მიღებულთან შედარებით შემცირდა ორი მესამედით. ავსტრია-უნგრეთმა მიიღო სლავებით დასახლებული ბოსნიისა და ჰერცოგოვინის ოკუპირების „უფლება“. რუსეთს დაუმკვიდრეს ბათუმი, ყარსი და არდაჰანი, ასევე ბესარაბიის სამხრეთ ნაწილი. ოსმალთა უღლისაგან საბოლოოდ გათავისუფლდა აჭარა-ქობულეთი, თუმცა საქართველოსა და სომხეთის მიწა-წყლის მნიშვლენოვანი ნაწილი კვლავ ოსმალეთს დარჩა.

ლიტერატურა