გეოსფეროები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4: ხაზი 4:
==სქოლიო==
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
{{სქოლიო}}

[[კატეგორია:გეოფიზიკა]]
[[კატეგორია:დედამიწის აგებულება]]


[[bg:Геосфера]]
[[bg:Геосфера]]

15:52, 19 იანვარი 2013-ის ვერსია

დედამიწის სტრუქტურა

გეოსფეროები — სხვადასხვა სიმკვრივისა და შედგენილობის კონცენტრული (დაახლოებით სფერული) გარსები, რომელთაგანაც შედგება დედამიწის სფერო.[1] პერიფერიიდან დედამიწის ცენტრისაკენ განლაგებულია: დედამიწის ატმოსფერო, ჰიდროსფერო, დედამიწის ქერქი, დედამიწის მანტია და ბირთვი. არეს, სადაც გავრცელებულია ორგანიზმები (ატმოსფეროს ქვედა ნაწილი, მთელი ჰიდროსფერო და დედამიწის ქერქის ზედა ნაწილი), ბიოსფეროს უწოდებენ.[2] ცენტრალური ადგილი უკავია დედამიწის სფერულ ბირთვს, რომლის რადიუსია დაახლოებით 3470 კმ. იგი იმყოფება 2900 კმ სიღრმეზე. უფრო მაღლა განლაგებულია დედამიწის მანტია, რომელიც 5–75 კმ სიღრმეზე დედამიწის ქერქს გამოეყოფა მოხოროვიჩიჩის ზედაპირით.[3] მანტიის ზედა ნაწილთან ერთად დედამიწის ქერქი ერთიანდება დედამიწის მყარ გარსში — ლითოსფეროში. გარეგანია პლანეტის წყლის გარსი — ჰიდროსფერო და აიროვანი გარსი ატმოსფერო.[3] პირველი წყვეტილად არის განლაგებული ატმოსფეროსა და დედამიწის ქერქს შორის; ხოლო მეორე ჰაერის გარსია და დედამიწას აკრავს ირგვლივ, ამასთანავე მასთან ერთად ბრუნავს. ორივე გარსი რთული აგებულებისაა, და იყოფიან თავის მხრივ, შემადგენელ ნაწილებად. მაგალითად, დედამიწის ქერქში არსებული მრავალწლოვანმზრალი ქანების ფენას — კრიოსფერო ეწოდება, ხოლო ხმელეთის ზედა თხელ და ნოყიერ ფენას — პედოსფერო.[3]

სქოლიო