ფრანსისკო ხავიერი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: lv:Svētais Francisks Ksaverijs
ბოტის შეცვლა: lv:Svētais Francisks Ksaverijslv:Francisks Ksaverijs
ხაზი 76: ხაზი 76:
[[ko:프란치스코 하비에르]]
[[ko:프란치스코 하비에르]]
[[la:Franciscus Xaverius]]
[[la:Franciscus Xaverius]]
[[lv:Svētais Francisks Ksaverijs]]
[[lv:Francisks Ksaverijs]]
[[ml:ഫ്രാൻസിസ് സേവ്യർ]]
[[ml:ഫ്രാൻസിസ് സേവ്യർ]]
[[ms:Francis Xavier]]
[[ms:Francis Xavier]]

14:08, 16 იანვარი 2013-ის ვერსია

წმინდა ფრანსისკო ხავიერი
წმინდა ფრანსისკო ხავიერი
პირადი მონაცემები
დაბადების თარიღი 7 აპრილი, 1506
გარდაცვალების თარიღი 2 დეკემბერი, 1552
ეროვნება ესპანელი
რელიგია ქრისტიანობა
წმინდა ფრანცისკო ჰავიერი გოაში (1542 წელი)

წმინდა ფრანსისკო ხავიერი (ესპ. Francisco (de) Javier; დ. 7 აპრილი, 1506 —- გ. 2 დეკემბერი, 1552) — ესპანელი, ქრისტიანი მისიონერი და „იესოს“ საზოგადოების დამფუძნებელი. კათოლიკური ეკლესია მიიჩნევს, რომ ის იყო ყველაზე წარმატებული მისიონერი ქრისტიანულ სამყაროში.

მოღვაწეობა

წმინდა ფრანსისკო ხავიერი ავრცელებდა თავის სარწმუნოებას და ბევრი ადამიანი მონათლა ქრისტიანად. მან მთელი თავისი ცხოვრება გაატარა შორეულ ქვეყნებში. 1541 წელს პაპმა პავლე III ის გააგზავნა პორტუგალიაში, რათა ყველასათვის გაეცნო თავისი საზოგადოება, 1542 წელს მოგზაურობდა ინდოეთში, როგორც „სამოციქულო საყდრის დესპანი“. მან ინდოეთის ქალაქ გოაში დაჰყო სამი წელი, სადაც უამრავი ვიზიტი ჰქონდა სამხრეთ ინდოეთში მცხოვრებ მოსახლეობასთან და ასევე მეზობელ ქვეყნებთანაც. 1547 წელს შეხვდა იაპონელ მისიონერს კაგოშიმას, რომელთანაც სპეციალურად იმოგზაურა მალაკის ნახევარკუნძულზე. ამის შემდეგ წავიდა იაპონიაში, სადაც რამდენიმე თვე გაატარა. 1548 წელს კი ისევ ინდოეთში დაბრუნდა და აქტიურად შეუდგა თავისი მისიის შესრულებას.

გარდაცვალება

წმინდა ფრანსისკო ხავიერმა სიცოცხლის ბოლო წლები ჩინეთში გაატარა. 1552 წლის 21 ნოემბერს ერთ-ერთი შეხვედრის დროს გონება დაკარგა, რის შემდეგაც სრულიად უგონოდ იყო. 2 დეკემბერს კი, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა კუნძულ მაილენდზე. თავდაპირველად ამ კუნძულზე დაკრძალეს, შემდეგ კი 1553 წელს გადაასვენეს ლონდონის წმინდა პავლეს ტაძარში, ხოლო სამუდამო განსასვენებელი ჰპოვა ინდოეთში, ქალაქ გოაში. არსებობს სასწაული, რომ მისი ცხედარი უხრწნელია და მისი სხეულის გამოსვენება ხდება ყოველი წლის 11 დეკემბერს, მაგრამ ამბობენ, რომ ის ბალზამირებულია და იმიტომ არ იხრწნებაო, მაგრამ სასულიერო პირები ამას უარყოფენ. [წყარო არ არის მითითებული 4283 დღე]

რესურსები ინტერნეტში


თარგი:Link GA თარგი:Link FA თარგი:Link FA