ცვლილებები

Jump to navigation Jump to search
'''კაპე ეკნომუსის ბრძოლა''' იყო [[პირველი პუნიკური ომი]]ს დროს, საზღვაო ბრძოლა [[რომის ფლოტი|რომის]] და [[კართაგენი]]ს ფლოტებს შორის, ძვ. წ. [[256]] წელს, [[სიცილია|სიცილიის]] ნაპირებთან, ეკნომუსის კონცხთან, თანამედროვე [[ლიკატა]]ს მახლობლად. მასში მონაწილეთა რაოდენობით (თითო გემზე 300 მენიჩბე და 150 ჯარისკაცი), ეს იყო [[ანტიკური ეპოქა|ანტიკური ეპოქის]] უდიდესი საზღვაო ბრძოლა.
==პრელუდია==
ომის დაწყებიდან უკცე 8 წელი გავიდა, რომლშიცრომელშიც რომაელებმა დაამტკიცეს თავისი სახმელეთო უპირატესობა და შექმნეს ფლოტი, რომელმაც, უკვე შეძლო კართაგენული გამოცდილი ფლოტისთვის ღირსეული მეტოაქეობის გაწევა. სიცილიაზე 8 წლიანი ომის შემდეგ ორივე მხარე ჩიხში შევიდა, ვინაიდან ორივე მხარე ერთნაერად ძლიერი იყო. ჩიხიდან გამოსასვლელად რომაელებმა გადაწყვიტეს საომარი მოქმედებების [[ლივია|ლივიის]] დაუცველ ნაპირებზე გადატანა.
 
რომაელებმა [[მესინა]]ში გადაისროლეს 330<ref>[[აპიანე]]ს თანახმად 350.</ref> გემი. ფლოტს ორივე [[კონსული]], [[მარკუს ატილიუს რეგულუსი]] და [[ლუციუს მანლიუს ვულსონ ლონგუსი]] მეთაურობდნენ, აქედან კი ფლოტი ეკნომისკენ დაიძრა, სადაც სახმელეთო ჯარები იდგა, რომელიც 4 [[ლეგიონი]]სგან და დამხმარე ჯარებისგან შედგებოდა. ამავდროულად კართაგენელებმა ჯერ [[ლილიბეუმი|ლილიბეუმისკენ]], შემდეგ [[ჰერაკლეა მინოა]]სკენ გადაისროლეს 350 გემი. კართაგენელებს კარგად ესმოდათ ლივიის ნაპირების დაუცველობა, ამიტომ მათ განიძრახეს საზღვაო ბრძოლით აღეკვეთათ რომაელთა აფრიკული ექსპედიცია. ამიტომ კართაგენული ფლოტიც ეკნომისკენ გაემართა.

სანავიგაციო მენიუ