ძველი მაკედონია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის დამატება: mn:Македоны эзэнт гүрэн
No edit summary
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Macedonian_Kingdom.jpg|thumb|300px|მაკედონიის რუკა]]
[[ფაილი:Macedonian_Kingdom.jpg|thumb|300px|მაკედონიის რუკა]]
'''მაკედონიის სამეფო''' ([[ბერძნული ენა|ბერძნ.]] - Μακεδονία) — უძველესი სამეფო, რომელიც მდებარეობდა ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.<ref name=britannica>{{cite web|url=http://www.britannica.com/EBchecked/topic/354266/Macedonia|title=Macedonia|year=2008|work=[[Encyclopædia Britannica]]|publisher=Encyclopædia Britannica Online|accessdate=2008-11-03}}</ref> მისი პირველი მმართველი იყო კარანუსი, რომელიც მას [[ძვ. წ. IX საუკუნე|ძვ. წ. IX საუკუნის]] მიწურულს მართავდა. სამეფოს დედაქალაქი თავდაპირველად მდებარეობდა [[ვერგინა|ეგიაში]], შემდეგ კი ის [[პელა]]ში გადაიტანეს. მას დასავლეთიდან ესაზღვრებოდა [[ეპირუსი]], ჩრდილოეთიდან [[პეონია]], აღმოსავლეთიდან [[თრაკია]] და სამხრეთიდან [[თესალია]]. მაკედონიის გაძლიერება, როდესაც ის პატარა სამეფოდან გახდა ბერძნული სამყაროს ერთ-ერთი დომინანტი სახელმწიფო, უკავშირდება [[ფილიპე II (მაკედონია)|ფილიპე II]]-ის სახელს. მან შეძლო ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების დამორჩილება და იქ გაბატონება. [[ძვ. წ. 338]] წელს გამართული [[ქერონეიის ბრძოლა|ქერონეიის ბრძოლის]] შემდეგ, რომელშიც ფილიპემ ათენელები და სპარტელები დაამარცხა, მან ჩამოაყალიბა კორინთოს ლიგა. ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო არნახულად გაძლიერდამ მისი მემკვიდრის [[ალექსანდრე დიდი]]ს მეფობის პერიოდში. მან [[ძვ. წ. 336]]-[[ძვ. წ. 334|334]] წლებში ჯერ საბერძნეთი დაიმორჩილა, ([[სპარტა|სპარტის]] გამოკლებით) შემდეგ კი [[ძვ. წ. 334]]-[[ძვ. წ. 323|323]] წლებში [[აქემენიდების სპარსეთი|სპარსეთის იმპერია]] დაიპყრო და ინდოეთშიც კი შეიჭრა. სამეფოს ეს მდგომარეობა დიდხანს არ შეუნარჩუნებია, რადგან ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე ის რამდენიმე ნაწილად დაიშალა. კულტურული განვითარების მხრივ ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა უჭირავს, რადგან დაიწყო [[ელინისტური ხანა]].
'''მაკედონიის სამეფო''' ({{lang-el|Μακεδονία}}) — უძველესი სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში [[ძვ. წ. V საუკუნე|ძვ. წ. V]]-[[ძვ. წ. II საუკუნე]]ებში.<ref name=britannica>{{cite web|url=http://www.britannica.com/EBchecked/topic/354266/Macedonia|title=Macedonia|year=2008|work=[[Encyclopædia Britannica]]|publisher=Encyclopædia Britannica Online|accessdate=2008-11-03}}</ref> მას დასავლეთიდან ესაზღვრებოდა [[ეპირუსი]], ჩრდილოეთიდან [[პეონია]], აღმოსავლეთიდან [[თრაკია]] და სამხრეთიდან [[თესალია]]. მისი მოსახლეობის წარმომავლობის შესახებ მეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობაა. საბერძნეთის მთავარი ცენტრებიდან დაშორებული და ზღვის სანაპიროს მოწყვეტილი მაკედონია საბერძნეთის სხვა ოლქებთან შედარებით ჩამორჩენილი იყო. მაკედონიაში ადრინდელ ხანაში ქალაქები თითქმის არ არსებობდა, მონობაც ნაკლებად იყო განვითარებული.

[[ძვ. წ. V საუკუნე]]ში, არგეადების დინასტიის ხანაში, დაიწყო მაკედონიის გაერთიანება. მეფე ალექსანდრე I-ის მეფობის დროს (ძვ. წ. 495-450 წწ.) მთელი სამხრეთი მაკედონია გაერთიანდა, ხოლო მეფე [[არქელაე]]ს (დაახლ. ძვ. წ. 413-399 წწ.) რეფორმებმა ხელი შეუწყვეს მაკედონიის განვითარებას. მის დროს სამეფოს დედაქალაქი [[ვერგინა|ეგიადან]] [[პელა]]ში გადაიტანეს.

მაკედონიის გაძლიერება, როდესაც ის პატარა სამეფოდან გახდა ბერძნული სამყაროს ერთ-ერთი დომინანტი სახელმწიფო, უკავშირდება [[ფილიპე II (მაკედონია)|ფილიპე II]]-ის (ძვ. წ. 359-336 წწ.) სახელს. მან შეძლო ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების დამორჩილება და იქ გაბატონება. [[ძვ. წ. 338]] წელს გამართული [[ქერონეიის ბრძოლა|ქერონეიის ბრძოლის]] შემდეგ, რომელშიც ფილიპემ ათენელები და სპარტელები დაამარცხა, მან ჩამოაყალიბა კორინთოს ლიგა. ფილიპე II-ის მიერ მოწვეულ კორინთოს კონგრესზე (ძვ. წ. 338-337 წწ.) ბერძნულმა ქალაქებმა სცნეს მაკედონიის ჰეგემონობა. მაკედონიამ ბერძნულ პოლისებში თავისი გარნიზონები ჩააყენა და მმართველობის ოლიგარქიული ფორმები დაამყარა.

ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო არნახულად გაძლიერდამ მისი მემკვიდრის [[ალექსანდრე დიდი]]ს მეფობის პერიოდში. მან [[ძვ. წ. 336]]-[[ძვ. წ. 334|334]] წლებში ჯერ საბერძნეთი დაიმორჩილა, ([[სპარტა|სპარტის]] გამოკლებით) შემდეგ კი [[ძვ. წ. 334]]-[[ძვ. წ. 323|323]] წლებში [[აქემენიდების იმპერია|სპარსეთის იმპერია]] დაიპყრო და ინდოეთშიც კი შეიჭრა. სამეფოს ეს მდგომარეობა დიდხანს არ შეუნარჩუნებია, რადგან ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე ის რამდენიმე ნაწილად დაიშალა. მაკედონიაში ძალაუფლებისათვის ბრძოლა [[ანტიგონიდები]]ს გამარჯვებით დასრულდა ([[ძვ. წ. 306]] წ.). ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებით დაიწყო [[ელინიზმი]]ს ეპოქა, რომელიც მაკედონიაში კრიზისით აღინიშნა. ქვეყნის დასუსტებას ხელს უწყბდა დიადოქოსების ბრძოლა ძალაუფლებისათვის და [[ძვ. წ. III საუკუნე|ძვ. წ. III საუკუნის]] 70-იან წლებში [[გალატები]]ს შემოსევა.


== სქოლიო ==
== სქოლიო ==

16:04, 8 დეკემბერი 2012-ის ვერსია

მაკედონიის რუკა

მაკედონიის სამეფო (ბერძ. Μακεδονία) — უძველესი სახელმწიფო ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ძვ. წ. V-ძვ. წ. II საუკუნეებში.[1] მას დასავლეთიდან ესაზღვრებოდა ეპირუსი, ჩრდილოეთიდან პეონია, აღმოსავლეთიდან თრაკია და სამხრეთიდან თესალია. მისი მოსახლეობის წარმომავლობის შესახებ მეცნიერებაში აზრთა სხვადასხვაობაა. საბერძნეთის მთავარი ცენტრებიდან დაშორებული და ზღვის სანაპიროს მოწყვეტილი მაკედონია საბერძნეთის სხვა ოლქებთან შედარებით ჩამორჩენილი იყო. მაკედონიაში ადრინდელ ხანაში ქალაქები თითქმის არ არსებობდა, მონობაც ნაკლებად იყო განვითარებული.

ძვ. წ. V საუკუნეში, არგეადების დინასტიის ხანაში, დაიწყო მაკედონიის გაერთიანება. მეფე ალექსანდრე I-ის მეფობის დროს (ძვ. წ. 495-450 წწ.) მთელი სამხრეთი მაკედონია გაერთიანდა, ხოლო მეფე არქელაეს (დაახლ. ძვ. წ. 413-399 წწ.) რეფორმებმა ხელი შეუწყვეს მაკედონიის განვითარებას. მის დროს სამეფოს დედაქალაქი ეგიადან პელაში გადაიტანეს.

მაკედონიის გაძლიერება, როდესაც ის პატარა სამეფოდან გახდა ბერძნული სამყაროს ერთ-ერთი დომინანტი სახელმწიფო, უკავშირდება ფილიპე II-ის (ძვ. წ. 359-336 წწ.) სახელს. მან შეძლო ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების დამორჩილება და იქ გაბატონება. ძვ. წ. 338 წელს გამართული ქერონეიის ბრძოლის შემდეგ, რომელშიც ფილიპემ ათენელები და სპარტელები დაამარცხა, მან ჩამოაყალიბა კორინთოს ლიგა. ფილიპე II-ის მიერ მოწვეულ კორინთოს კონგრესზე (ძვ. წ. 338-337 წწ.) ბერძნულმა ქალაქებმა სცნეს მაკედონიის ჰეგემონობა. მაკედონიამ ბერძნულ პოლისებში თავისი გარნიზონები ჩააყენა და მმართველობის ოლიგარქიული ფორმები დაამყარა.

ფილიპეს გარდაცვალების შემდეგ სახელმწიფო არნახულად გაძლიერდამ მისი მემკვიდრის ალექსანდრე დიდის მეფობის პერიოდში. მან ძვ. წ. 336-334 წლებში ჯერ საბერძნეთი დაიმორჩილა, (სპარტის გამოკლებით) შემდეგ კი ძვ. წ. 334-323 წლებში სპარსეთის იმპერია დაიპყრო და ინდოეთშიც კი შეიჭრა. სამეფოს ეს მდგომარეობა დიდხანს არ შეუნარჩუნებია, რადგან ალექსანდრეს გარდაცვალებისთანავე ის რამდენიმე ნაწილად დაიშალა. მაკედონიაში ძალაუფლებისათვის ბრძოლა ანტიგონიდების გამარჯვებით დასრულდა (ძვ. წ. 306 წ.). ალექსანდრე მაკედონელის გარდაცვალებით დაიწყო ელინიზმის ეპოქა, რომელიც მაკედონიაში კრიზისით აღინიშნა. ქვეყნის დასუსტებას ხელს უწყბდა დიადოქოსების ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ძვ. წ. III საუკუნის 70-იან წლებში გალატების შემოსევა.

სქოლიო

  1. Macedonia. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Online (2008). ციტირების თარიღი: 2008-11-03.