გერბი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.2+) (ბოტის შეცვლა: da:Våben (heraldik)
r2.7.1) (ბოტის შეცვლა: fa:آرم
ხაზი 29: ხაზი 29:
[[eo:Blazono]]
[[eo:Blazono]]
[[et:Vapp]]
[[et:Vapp]]
[[fa:نشان خانوادگی]]
[[fa:آرم]]
[[fi:Vaakuna]]
[[fi:Vaakuna]]
[[fiu-vro:Vapp]]
[[fiu-vro:Vapp]]

18:43, 4 დეკემბერი 2012-ის ვერსია

გერბი (რუს. герб; პოლ. herb; გერმ. Erbe) — ემბლემა მემკვიდრეობითი განმასხვავებელი ნიშანი, საგანგებოდ განლაგებული ფიგურები და საგნები, რომელთაც სიმბოლური მნიშვნელობა ენიჭებათ და მფლობელის ისტორიულ ტრადიციებს გამოხატავენ.

გერბები იყოფა შემდეგ ძირითად ჯგუფებად: სახელმწიფო გერბი, სამიწაწყლო გერბი — შუა საუკუნეების ამქრების; საგვარეულო გერბები — თავადაზნაურული და ბურჟუაზიული გვარების. გერბი სპეციფიური ისტორიული წყაროა, რომელსაც დამხმარე ისტორიული დისციპლინა — ჰერალდიკა შეისწავლის. გერბი გამოსახულია დროშაზე, მონეტებზე და სხვ. საქართველოში უძველესი დროიდან იქმნება ემბლემები (ლომი, გველეშაპი, მთვარის ღვთაება — შემდეგში წმ. გიორგი, ჯვარი წრეში და სხვ.), რომლებმაც შემდეგ ჰერალდიკური მნიშვნელობა მიიღეს. XVI ს-ის საბუთზე არის სამეფო საბეჭდავის საგერბო ანაბეჭდი; ვახტანგ VI-ის დროშაზე (1711 წ.) გამოსახულია ბაგრატიონთა გერბის ემბლემები, დაკავშირებულია ბიბლიური მეფის დავითის ლეგენდასა და სვეტიცხოვლის თქმულებასთან; XVII—XVIII საუკუნეებისაა აღმოსავლეთი საქართველოს კათალიკოსთა საბეჭდავები სვეტიცხოვლის თქმულების ამსახველი ემბლემით. ვახუშტის ნაშრომში მოთავსებულია ქართული სამეფოებისა და სამთავროების გერბები.

ლიტერატურა

  • ბარნაველი ს., ქსე, ტ. 3, გვ. 96-97, თბ., 1978


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.

თარგი:Link GA