ბუსტროფედონი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ბუსტროფედონი''' ({{lang-el|βουστροφηδόν}}) — წერის გარკვეული წესი, რომლის დროსაც [[ტექსტი]]ს წერის მიმართულება ცვალებადია ხაზების მიხედვი; პირველი ხაზი მარცხნიდან მარჯვნივ იწერება, მეორე – მარჯვნიდან მარცხნივ და ა. შ.
 
ძვ. წ. მე–6 საუკუნის [[ბერძნული დამწერლობა|ბერძნული წარწერების]] გარდა<ref>[http://geb.uni-giessen.de/geb/volltexte/2008/6247/pdf/KochArno-2008-28-05.pdf Arno Koch: Die Kulturtechnik Lesen im Unterricht für Schüler mit geistiger Behinderung. Lesen lernen ohne Phonologische Bewusstheit? Dissertation, Giessen 2008, გვ. 28.]</ref>, ბუსტროფედონის წესი გვხვდება ძველ [[ეტრუსკული დამწერლობა|ეტრუსკულ]], [[ლათინური დამწერლობა|ლათინურ დამწერლობებში]]<ref>Hans Joachim Störig: Abenteuer Sprache. Ein Streifzug durch die Sprachen der Erde. 2., überarbeitete Auflage.Langenscheidt, Berlin/München 1997, ISBN 3-581-66936-6, გვ. 117.</ref> და ასევე [[რუნები|რუნებში]]<ref>Wolfgang Krause: Runen. de Gruyter, Berlin 1970, გვ. 12.</ref>. [[ქართული დამწერლობა]]ც, როგორც ბერძნულისაგან შექმნილი ერთ-ერთი [[ანბანი]], თავდაპირველად ბუსტროფედონის წესით იწერებოდა.
 
ამგვარი წესით შესრულებულ წარწერებში არა მარტო ტექსტის მიმართულება იყო ცვალებადი, არამედ [[ასო (ნიშანი)|ასოთა]] მოხაზულობაც. მარცხნიდან მარჯვნისაკენ დაწერილ სტრიქონში [[ასო (ნიშანი)|ასოებს]] პირი მარჯვნისაკენ ჰქონდათ შებრუნებული, ხოლო მარჯვნიდან მარხნისაკენ მიმართულებით პირიქით, მარცხნისაკენ. ბუსტროფედონის წესით შესრულებულ წარწერებში სწორედ ასოთა მოხაზულობის მიმართულება გვიჩვენებს, თუ როგორ იკითხება მოცემული სტრიქონი.
 
კორფუს სახელმწიფო მუზეუმში ([[საბერძნეთი]]) ინახება სტელა, რომელიც ვერტიკალური ბუსტროფედონის სტილითაა შესრულებული. ეს სტელა ცნობილია არნიადასის სტელის სახელით.
 
== ლიტერატურა ==
* Herbert E. Brekle: Die Antiqualinie von ca. -1500 bis ca. +1500: Untersuchungen zur Morphogenese des westlichen Alphabets auf kognitivistischer Basis, Kap. 3.2 "Linearität, Schreibrichtung, Zeiligkeit", Nodus Publikationen, Münster 1994, ISBN 978-3-89323-259-8, S.31–46
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:წერა]]
27 256

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ