ჰაილე სელასიე I: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
r2.7.3) (ბოტის შეცვლა: sk:Hajilä Sillase
r2.7.1) (ბოტის დამატება: ur:ہائلی سلاسی
ხაზი 87: ხაზი 87:
[[tr:Haile Selassie]]
[[tr:Haile Selassie]]
[[uk:Хайле Селассіє I]]
[[uk:Хайле Селассіє I]]
[[ur:ہائلی سلاسی]]
[[vec:Haile Selassie]]
[[vec:Haile Selassie]]
[[war:Haile Selassie I han Etiyopiya]]
[[war:Haile Selassie I han Etiyopiya]]

19:29, 1 დეკემბერი 2012-ის ვერსია

ჰაილე სელასიე I

ჰაილე სელასიე I (დ. 23 ივლისი, 1892, იჯერსო, ჰარარის პროვინცია — გ. 27 აგვისტო, 1975, ადის-აბება), ეთიოპიის იმპერატორი 1930-1974 წლებში.

დაიბადა სახელმწიფო მოღვაწის მაკონენის ოჯახში. იმპერატორი ქალის ზაუდიტუს დროს 1916 წელს, გამოაცხადეს რეგენტად. ზაუდიტუს გარდაცვალების შემდეგ ეთიოპიის იმპერატორი გახდა (1930 წლის 2 ნოემბერი) ჰაილე სელასიე I-ის სახელით. შემოიღო ქვეყნის ცენტრალიზებული მმართველობა, გააუქმა მონობა და მონათვაჭრობა, გაატარა პროგრესული ღონისძიებები განათლებისა და ჯანმრთელობის სფეროში, გამოაცხადა ეთიოპიის პირველი კონსტიტუცია (1931). 1923 მიაღწია, რომ ეთიოპია მიეღოთ ერთა ლიგაში. ჰაილე სელასიე I იყო აფრიკის ერთობის ორგანიზაციის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი. 1974 წლის 12 სექტემბერს ტახტიდან გადააყენეს რევოლუციური გადატრიალების შედეგად.

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 11, გვ. 591, თბ., 1987

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: