ცილები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 20: ხაზი 20:
== ცილის სახეობები ==
== ცილის სახეობები ==


'''ცილის მოლეკულები''' უჯრედის ყელა ორგანოიდს აშენებენ.
'''ცილის მოლეკულები''' აშენებენ უჯრედის ყველა ორგანოიდს.


'''კუმშვადი ცილები''' უზრუნველყოფენ [[მოძრაობა]]ს.
'''კუმშვადი ცილები''' უზრუნველყოფენ [[მოძრაობა]]ს.

19:09, 29 ნოემბერი 2012-ის ვერსია

პროტეინ მიოგლობინის 3D სტრუქტურა

ცილები (ან პროტეინები) — მაღალმოლეკულური ბუნებრივი ორგანული ნაერთები, რომლებიც ამინომჟავებისაგანაა აშენებული. ცილები ცხიმებთან, ნახშირწყლებთან და ნუკლეინის მჟავებთან ერთად ცოცხალ არსებათა შემადგენელი აუცილებელი ქიმიური კომპონენტებია და მეტად მრავალგვარი ბიოლოგიური დანიშნულება აქვთ.

ცილის ტიპები

მემბრანაში ლოკალიზაციის მიხედვით ცილების ორ ჯგუფს არჩევენ. ესენია:

მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ცილები ერთმანეთისგან არა მხოლოდ განლაგებითა და აგებულებით, არამედ ფუნქციითაც განსხვავდებიან.არჩევენ ტრანსპორტულ ცილებს, რეცეპტორულ ცილებს, ეფექტორულ ცილებს და სხვა.

ცილების კლასიფიკაცია

ცილის სინთზისთვის გამოიყენება 20 ტიპის ამინომჟავა, რომლებიც პეპტიდური ბმით უკავშირდებიან ერთმანეთს. თითოეულ ცილაში შეიძლება ათასობით ამინომჟავა იყოს წარმოდგენილი. განასხვავებენ მარტივ და რთულ ცილებს. მარტივი ცილები მხოლოდ ამინომჟვებისგან შედგებიან.

მარტივი ცილებია- პროტეინები, ალბუმინები, ფუძეცილები, გლუტელინები, პროლამინები, პროტეინოიდები. რთულ ცილებში ამინომჟავების გარდა სხვა ნაერთებიცაა ჩართული.

რთული ცილებია- პროტეიდები: ლიპოპროტეინები, პროტეოლიპიდები, ფოსფორპროტეინები, გლიკოპროტეინები, პროტეოგლიკანები.

ცილის სახეობები

ცილის მოლეკულები აშენებენ უჯრედის ყველა ორგანოიდს.

კუმშვადი ცილები უზრუნველყოფენ მოძრაობას.

ცილა ფერმენტები აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს.

ლიტერატურა

  • ჰისტოლოგია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2008 წელი.
  • Branden C, Tooze J (1999). Introduction to Protein Structure. New York: Garland Pub. ISBN 0-8153-2305-0. 
  • Murray RF, Harper HW, Granner DK, Mayes PA, Rodwell VW (2006). Harper's Illustrated Biochemistry. New York: Lange Medical Books/McGraw-Hill. ISBN 0-07-146197-3. 
  • Van Holde KE, Mathews CK (1996). Biochemistry. Menlo Park, California: Benjamin/Cummings Pub. Co., Inc. ISBN 0-8053-3931-0. 

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

თარგი:Link FA თარგი:Link FA თარგი:Link GA თარგი:Link GA თარგი:Link GA