ვახანის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გასწორდა პუნქტუაცია
ხაზი 4: ხაზი 4:
ვახანის ციხე ისტორიული წყარობის მიხედვით X-XI საუკუნეების ძეგლია. ამ ციხეში ღამე გაუთენებია მეფე [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელს]].
ვახანის ციხე ისტორიული წყარობის მიხედვით X-XI საუკუნეების ძეგლია. ამ ციხეში ღამე გაუთენებია მეფე [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელს]].


ვახანის ციხე XVI-XVIII სს. წარმოადგენდა [[ქართლის სამეფო|ქართლისა]] და [[იმერეთის სამეფო|იმერეთის სამეფოებს]] შორის ერთ-ერთ ძირითად სასაზღვრო-სახმელეთო სტრატეგიულ პუნქტს. ვახანიდან ერთი გზა მიდიოდა ლიხზე გავლით [[ქართლი]]სკენ, მეორე კი [[მესხეთი]]სკენ [[რკინისჯვარი|რკინისჯვრის]] გავლით. XVIII ს-ში ვახანის ციხე ლეკ-ოსმალთა გაუთავებელ თავდასხმებს განიცდიდა. [[1785]] წლის შემოდგომაზე 20 000-იანი ლაშქრით შემოსულ ომარ-ხანს დიდი სისხლისღვრის შემდეგ ციხე აუღია. [[1804]] წლის [[25 აპრილი|25 აპრილს]] ვახანის ციხის მიდამოებში "ელაზნაურში", მოხდა შეხვედრა კავკასიის მთავარრწმუნებულ [[პავლე ციციანოვი|პავლე ციციანოვსა]] და იმერეთის უკანასკნელი მეფეს [[სოლომონ II]] შორის იმერეთის სამეფოს [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] მფარველობაში შესვლის თაობაზე. მათ ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომელიც "[[ელაზნაურის შეთანხმება|ელაზნაურის შეთანხმების]]" სახელწოდებით არის ცნობილი.
ვახანის ციხე XVI-XVIII სს. წარმოადგენდა [[ქართლის სამეფო|ქართლისა]] და [[იმერეთის სამეფო|იმერეთის სამეფოებს]] შორის ერთ-ერთ ძირითად სასაზღვრო-სახმელეთო სტრატეგიულ პუნქტს. ვახანიდან ერთი გზა მიდიოდა ლიხზე გავლით [[ქართლი]]სკენ, მეორე კი [[მესხეთი]]სკენ [[რკინისჯვარი|რკინისჯვრის]] გავლით. XVIII ს-ში ვახანის ციხე ლეკ-ოსმალთა გაუთავებელ თავდასხმებს განიცდიდა. [[1785]] წლის შემოდგომაზე 20 000-იანი ლაშქრით შემოსულ ომარ-ხანს დიდი სისხლისღვრის შემდეგ ციხე აუღია. [[1804]] წლის [[25 აპრილი|25 აპრილს]] ვახანის ციხის მიდამოებში „ელაზნაურში“, მოხდა შეხვედრა კავკასიის მთავარრწმუნებულ [[პავლე ციციანოვი|პავლე ციციანოვსა]] და იმერეთის უკანასკნელი მეფეს [[სოლომონ II]] შორის იმერეთის სამეფოს [[რუსეთის იმპერია|რუსეთის]] მფარველობაში შესვლის თაობაზე. მათ ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომელიც [[ელაზნაურის შეთანხმება|ელაზნაურის შეთანხმების]] სახელწოდებით არის ცნობილი.


==ლიტერატურა==
==ლიტერატურა==

21:55, 27 ნოემბერი 2012-ის ვერსია

ვახანის ციხე X-XI საუკუნე

ვახანის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანში.

ვახანის ციხე ისტორიული წყარობის მიხედვით X-XI საუკუნეების ძეგლია. ამ ციხეში ღამე გაუთენებია მეფე დავით აღმაშენებელს.

ვახანის ციხე XVI-XVIII სს. წარმოადგენდა ქართლისა და იმერეთის სამეფოებს შორის ერთ-ერთ ძირითად სასაზღვრო-სახმელეთო სტრატეგიულ პუნქტს. ვახანიდან ერთი გზა მიდიოდა ლიხზე გავლით ქართლისკენ, მეორე კი მესხეთისკენ რკინისჯვრის გავლით. XVIII ს-ში ვახანის ციხე ლეკ-ოსმალთა გაუთავებელ თავდასხმებს განიცდიდა. 1785 წლის შემოდგომაზე 20 000-იანი ლაშქრით შემოსულ ომარ-ხანს დიდი სისხლისღვრის შემდეგ ციხე აუღია. 1804 წლის 25 აპრილს ვახანის ციხის მიდამოებში „ელაზნაურში“, მოხდა შეხვედრა კავკასიის მთავარრწმუნებულ პავლე ციციანოვსა და იმერეთის უკანასკნელი მეფეს სოლომონ II შორის იმერეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში შესვლის თაობაზე. მათ ხელი მოაწერეს ტრაქტატს, რომელიც „ელაზნაურის შეთანხმების“ სახელწოდებით არის ცნობილი.

ლიტერატურა

  • ვეფხვაძე ი., ხარაგაული, ქუთაისი, 2002 წ., გვ. 144-146
  • ვეფხვაძე ი. ხარაგაული, ქუთაისი, -2010 წ., გვ.70
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. IV, თბ., 1979. — გვ. 335.