მატყლი: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
No edit summary
 
მატყლის ძირითადი ტექნიკური თვისებებია: სიმსხო, სიგრძე, კლაკნილობა, სიმაგრე, ჭიმვადობა, დრეკადობა, ელასტიკურობა, ფერი, მბზინვარება. ცხვრის მატყლს განასხვავებენ შემადგენელი ბოჭკოების თანაფარდობის მიხედვით. ერთგვაროვანი მატყლი შედგება ერთი ტიპის წმინდა ან ნახევრად წმინდა ბოჭკოსაგან, არაერთგვაროვანი ანუ ნაირბეწვიანი — წმინდა, გარდამავალი, უხეში და ზოგჯერ მკვდარი ბოჭკოებისაგან. ერთგვაროვან მატყლში წმინდა და ნახევრად წმინდა ბოჭკოები ჯგუფდება და შტაპელით იკვრება; არაერთგვაროვანში კულულებად იკვრება წმინდა, ნახევრად წმინდა და უხეში ბეწვები. შტაპელები ან კულულები ცალკეული ბეწვებით კანძად ებმება. მატყლის დიდ უმეტესობას [[ცხვარი]] იძლევა, შემდეგ [[აქლემი]], [[თხა]] და სხვა ცხოველბი. 1976 წელს ცხვრის მატყლის მსოფლიო წარმოება 2,6 მლნ. ტ შეადგენდა. 1976 წელს [[საქართველო]]ში აწარმოეს 5,2 ათ. ტ მატყლი. სამრეწველო სტანდარტების მიხედვით არსებობს ნორმალური, გაყვითლებული, ჩეჩქიანი, ბირკიანი, ზადიანი და სხვა მატყლი. ფერის მიხედვით — თეთრი, ღია ნაცრისფერი, ფერადი. პრაქტიკული გამოყენება აქვს აგრეთვე თხისა და აქლემის მატყლს.
 
== წარმოება ==
მატყლის წარმოების საერთო მაჩვენებელი დაახლოებით შეადგენს 1,3 მილიონ ტონას წელიწადში, რომლისგანაც დაახლოებით 60% მიდის ტანისამოსის საწარმოებლად. მატყლის ყველაზე დიდ მწარმოებელს წარმოადგენს [[ავსტრალია]], სადაც უმეტესად აშენებენ [[მერინოსი]]ს ჯიშის ცხვარს.
 
მატყლის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნებია:
#{{flag|ავსტრალია}}: 25%
#{{flag|ჩინეთი}}: 18%
#{{flag|აშშ}}: 17%
#{{flag|ახალი ზელანდია}}: 11%
#{{flag|არგენტინა}}: 3%
#{{flag|თურქეთი}}: 2%
#{{flag|ირანი}}: 2%
#{{flag|გაერთიანებული სამეფო}}: 2%
#{{flag|ინდოეთი}}: 2%
#{{flag|სუდანი}}: 2%
#{{flag|სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა}}: 1%
 
==ლიტერატურა==

სანავიგაციო მენიუ